ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

თათარა ასორტი – ხელის დამშვენება გნებავთ სტუმრად მისვლისას?

თათარა ასორტი უნიკალური პროდუქტია!

სწორედ ამიტომაა იგი ჩემი გამოწვევის მეხუთე დღის შენაძენი!

თეთრი თათარა მზადდება რქაწითელის ყურძნის წვენით, ხოლო წითელი – საფერავის ყურძნის წვენით. თავად პროდუქტი დიზაინით ძალიან წააგავს ბუნებრივ ანალოგს, რომელშიც მოთავსებულია შესაბამისი ნაყოფი. შეფუთვაზე ნათლად ჩანს მისი შიგთავსი, რაც ამ ტიპის პროდუქტისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობაა.

შეფუთვაში პროდუქცია განთავსებულია ორ ფენად და ისინი გაყოფილია მუყაოს ფურცლით. ასევე, შეფუთვაშია ორი ცალი ხის ჩხირიც (ასორტის შემთხვევაში ოთხი), რომელთა მეშვეობით შეგიძლიათ მოხერხებულად მიირთვათ. პროდუქტი 100%-ით ნატურალურია.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბრენდის FB გვერდზე.

ეს კი ჩემი დღევანდელი გამოწვევის ვიდეო:

 

რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში?

ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ ქართულს, ვასაქმებთ ადგილობრივს, ვავითარებთ ადგილობრივ ბიზნესს და ვაძლიერებთ ქვეყანას! გამოწვევის ფარგლებში კი ჩვენი მიზანია ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი და ამ საქმეში ავიყოლიოთ ყველა! დეკემბერი კი არის თვე, როცა მარტო წინასაახალწლო სამზადისში მოსახლეობა 400 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს. გამოწვევის შესახებ სრული ინფორმაცია ნახეთ აქ: http://kar.ge/30day-challenge-2017/

სადაც არ უნდა იყოთ … ნუ დაელოდებით სანამ ვინმე გამოგიწვევთ … იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად.