ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
WOW ... ავთანდილ ხურციძე WBO ჩემპიონია!

WOW … ავთანდილ ხურციძე WBO ჩემპიონია!

ავთანდილ ხურციძე, მეტსახელად ტორნადო …

ანტუან დუგლასი, ამერიკელი მოკრივე, დღემდე დაუმარცხებელი …

ქართველმა პროფესიონალმა მოკრივემ, “ტორადოს” სახელით ცნობილმა, ავთანდილ ხურციძემ მსოფლიო კრივის ორგანიზაციის (WBO) საჩემპიონო ქამარი მეათე რაუნდში მოიგო. საჩემპიონო ბრძოლაში, ქართველმა ამერიკელს აშკარა უპირატესობით სძლია.

ეს ბრძოლა პენსილვანიის შტატის ქალაქ ბეთლჰემში შედგა. WBO-ს ინტერნაციონალური ქამრის მოქმედი მფლობელი დუგლასი აშკარა ფავორიტად ითვლებოდა. 23 წლის მოკრივეს დამარცხება საერთოდ არ ჰქონია. 19 ბრძოლიდან ყველა მოგება ჰქონდა. თუმცა წაუგებელი სერია აქ გაწყდა … რეფერიმ აშკარად დაინახა, რომ დუგლასის საქმე ცუდად იყო და ბრძოლა მე-10 რაუნდში გააჩერა.

ტორნადოს 32 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს პროფესიულ კარიერაში.

ისიამოვნეთ ბოლო შემოლაწუნების სერიით …