ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
winexpo2015

WinExpo Georgia 2015 – ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე–8 საერთაშორისო გამოფენა

5-7 ივნისს საგამოფენო ცენტრი ექსპო ჯორჯია ატარებს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე–8 საერთაშორისო გამოფენას – WinExpo Georgia 2015. ოფიციალური მხარდამჭერები საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო. გამოფენაში მონაწილეობას იღებს 100-მდე კომპანია 7 ქვეყნიდან. წარმოდგენილი იქნება როგორც ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, ასევე შესაფუთი მასალები, მანქანა–დანადგარები, გადამამუშავებელი ხაზები, მინის ტარისა და საცობების მწარმოებელი თუ დისტრიბუტორი კომპანიები.

წარმოდგენილი ქვეყნები: საქართველო, გერმანია, უკრაინა, პორტუგალია, მოლდოვა, იტალია.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საუკეთესო ქართული ღვინო, ქართული ტრადიციებით დამზადებული ყველი, ღვინის ტურიზმი, ღვინის აქსესუარები და ქართული რეწვის უნიკალური ნიმუშები. დამთვალიერებელს საშუალება ექნება ადგილზე დააგემოვნოს სხვადასხვა კომპანიების პროდუქცია, გამოფენის მნიშვნელობას ერთიორად ზრდის ისიც, რომ ცნობილი ღვინის მწარმოებლების გვერდით წარმოდგენილი იქნება მცირე და ოჯახური მარნები, ქვევრის ღვინო და მრავალი საინტერესო ღონისძიება.

გამოფენის ფარგლებში მოეწყობა ქვევრის ღვინის კუთხე, საფერავის პრეზენტაცია, ღვინის საერთაშორისო კონკურსი, დაჯილდოვების ცერემონია, ღვინის კონკურსის საზეიმო დაჯილდოვების ცერემონია, მედლებისა და დიპლომების გადაცემა.

გამოფენაზე შესვლის ღირებულება 10 ლარი.

ორი აზრი არაა … აუცილებლად მივალ!