ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

USDA სს პროექტების crowdfunding-ის სისტემით დაფინანსების ტესტირებას იწყებს

საქართველოში დღეს რომ შენი ბიზნესისათვის ფულის მოძიება გინდოდეს 3+2 გზა გაქვს: საკუთარი ჯიბე, ბანკი ან პარტნიორი. თუ ერთი ცარიელია, მეორე ძვირი, მესამე კი არ ჩანს, მაშინ მეოთხე გზაცაა – რომელიმე სახელმწიფო პროგრამას ან მეხუთე საერთაშორისო ორგანიზაციის გრანტი. ხოლო თუ ამათგანაც არაფერი გამოვიდა, მაშინ ჰოოოო … იმიტომ რომ სხვა გზა დღეს არ გაქვს!

USDA – აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დაფინანსებით ინოვაციური პროექტი შეიქმნა, რომელიც ტესტირების ფაზაში გადადის. პროექტის მიზანია სხვადასხვა ტიპის სასოფლო-სამეურნეო პროექტებისათვის შექმნას crowdfunding-ის სისტემა, რომლის ფარგლებში პროექტში ფულის ჩადება ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. როგორც სტატია იუწყება სისტემა უკვე შექმნილია და ტესტირებას ერთ კონკრეტულ რეგიონში – Monadrock-ში იწყებენ. აქაურ მეწარმეებს პირველებს ექნებათ ახალი სისტემის „დაგემოვნების“ შანსი.

კონკრეტულად რას გულისხმობს ეს სისტემა?

  1. სასოფლო სამეწარმეო პროექტების დაფინანსების ეკოსისტემის შექმნა/წახალისება – პროექტის მთავარი მიზანია. თუმცა არანაკლები მიზანია ადგილობრივი ინვესტიციების წახალისება. მით უმეტეს, რომ კაპიტალზე მოთხოვნა არის.
  2. ეს იქნება ონლაინ პლატფორმა, დაახლოებით ისეთივე, როგორებიცაა kickstarter ან თუმცა დაგეგმილია ადგილობრივი დაინტერესებულებისათვის ტრენინგების ჩატარება სისტემის მოხმარების კუთხით.
  3. მომდევნო 8 კვირის მანძილზე გაწეული მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ სისტემა უკვე ნოემბერში გაეშვება.

რა შედეგს მოიტანდა ასეთი პროექტის საქართველოში განხორციელება?

  1. ბიზნეს იდეის ავტორებს გაუჩნდებოდათ დაფინანსების ალტერნატიული წყარო. მე თუ მექნება იდეა, მეცოდინებოდა, რომ მისი დაფინანსების მოპოვების ეს წყაროც არსებობს და ეს უკვე არის ძალიან კარგი.
  2. გაჩნდებოდა ლარში ინვესტირების ალტერნატიული შესაძლებლობა. მე როცა მაქვს თავისუფალი 1000 ლარი და აგერ არის პროექტი, რომელიც მპირდება კონკრეტულ ხეირს, რაზეა საუბარი …
  3. ეს მიაბამს ადგილობრივ მყიდველს ადგილობრივ პროდუქციასთან. მე როცა ქართულ საწარმოში მაქვს ფული ჩადებული, როგორ გგონიათ, სხვის პროდუქციას, იმპორტულ პროდუქციას შევიძენ?

მოვა დრო და მოძრაობა KAR.GE ასეთ რამეს აუცილებლად გააკეთებს.