ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > მსოფლიო გამოცდილება > რა პრობლემები აქვს TRUMP-ის “Made in America” კამპანიას?

რა პრობლემები აქვს TRUMP-ის “Made in America” კამპანიას?

წყარო: Trump’s ‘Made in America’ campaign has a big problem

 

სადაც კი შესაძლებლობა მაქვს ვცდილობ რიცხვებში გადავიყვანო ქართულის ყიდვის კამპანიის შედეგები. თუმცა ძალიანაც რომ ეძიო ასეთი კვლევები საქართველოში კი არა მსოფლიოშიც კი რთული მოსაძებნია. არადა რიცხვები, გათვლები და ზოგადად კვლევითი მონაცემები ისაა, რაც აკლია „buy local” და ამ სფეროში მოქმედ ყველა კამპანიას.

Washington Post-ში გამოქვეყნებული ეს სტატია საინტერესოა სწორედ იმით, რომ მასში მეტად საინტერესო რიცხვები აღმოვაჩინე. სწორედ ამიტომ რამოდენიმე მთავარი მომენტი გამოვყავი ქვემოთ (დააკვირდით, ჩვენთან ბევრს ნახავთ საერთოს):

  1. კვლევიდან კვლევამდე ამერიკელი მყიდველები აფიქსირებენ, რომ მათ სურთ ამერიკული, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგება, მათ რეალურად უნდათ “Best Deal”, ანუ უნდათ უფრო იაფი;
  2. სტატიაში მოყვანილია კვლევა, რომლის თანახმადაც მყიდველთა 69 %-თვის „ძალიან მნიშვნელოვანი“ არის დაბალი ფასი, ხოლო პროდუქცის ამერიკულობა 32-%-თვის არის „ძალიან მნიშვნელოვანი“;
  3. პრეზიდენტ TRUMP-ს ოპონენტები ხშირად ახსენებენ იმ ფაქტს, რომ მისი ქალიშვილის კომპანია თავის პროდუქციას აშშ-ს გარეთ აწარმოებს და სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ასაქმებს. ანუ სიტყვა საქმეს სცილდებაო;
  4. მოყვანილია კვლევა, რომლის თანახმადაც ამერიკელთა 75%-ს ურჩევნია ამერიკაში წარმოებული პროდუქციის შეძენა, მაგრამ რეალურად 30 % თუ არის მეტის გადამხდელი მასში;
  5. მოყვანილია კვლევა, რომლის თანახმადაც 5% არის ის ნამატი, რომლის წამატებაც ამერიკულ ნაწარმზე არ გააქცევს მყიდველს. თუმცა ასევე არის კვლევა, რომ ეს ფასწანამატი შეიძლება 10%-მდეც კი იყოსო;
  6. მოყვანილია კვლევა, რომლის თანახმადაც მყიდველთა 85% თვლის, რომ ამერიკული პროდუქცია უკეთესი ხარისხისაა, და ამის გამო მასში მეტის გადახდა ღირს. ანუ სტრატეგიად „უკეთესი ხარისხი“-ს აღება საინტერესო ჩანს;

უნდა გითხრათ მთავარი: არ მგონია, რომ საქართველოში ვითარება დიდად განსხვავებული იყოს.

დასკვნები (რომლებიც საქართველოში გამოგადგებათ):

  1. აწარმოეთ ხარისხიანი. რეალურად ხარისხიანი. ეს არის პირველი თამასა, რომელიც უნდა დაძლიოთ თუ გნებავთ რომ საერთოდ გაგიხილოთ ვინმემ ვარიანტად;
  2. გაყიდეთ ისეთ ფასში, რომელიც 5%-ზე მეტი არ არის გავრცელებულ იმპორტულ ანალოგთან შედარებით, და ჩათვალეთ, რომ თქვენი მიზნობრივი აუდიტორიის 30 % მას დაიტაცებს;

დანარჩენი გემოვნებით!