მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > გამარჯვებული საქართველო > ქართული ჩაის და ოსტატების 4 დიდი აღიარება კორეაში Tea Masters Cup International-ზე

ქართული ჩაის და ოსტატების 4 დიდი აღიარება კორეაში Tea Masters Cup International-ზე

ჩაი …
ტრადიცია, ინოვაცია, სრულყოფილება …
ამ მამოძრავებელ პრინციპებზე დაყრდნობით ა.წ. 9-10 ივნისს კორეაში, სეულში ჩატარებულ საერთაშორისო ღონისძიებაზე ქართულმა ჩაიმ და მისი მომზადების ოსტატებმა 4 „საუკეთესო“-ს ტიტული მოიპოვეს.

Tea Masters Cup International – ჩაის პროფესიონალების საერთაშორისო შეჯიბრია ჩაის მომზადებაში, დაგემოვნებაში და ჩაის გაფორმებაში. აქ მედლები არ რიგდება, მაგრამ 3 კატეგორიის მიხედვით ჩაის პროფესიონალები ადგილებს/ჯილდოვებს იღებენ, ისევე როგორც გამოვლინდებიან გამარჯვებულები სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით. საერთაშორისო ღონისძიება წელიწადში ერთხელ ტარდება. მანამდე კი მონაწილე ქვეყნები საკვალიფიკაციო რაუნდებს აწყობენ.

ჩაის ოსტატთა თასის საკვალიფიკაციო რაუნდი თბილისში 2016 წლის 15 მაისს ჩატარებულა. მოწინავეები კი კორეაში, 9-10 ივნისს, სეულში შეიკრიბნენ მსოფლიოს მოწინავე ჩაის გამოსავლენად. აქ, ჩაის მსოფლიო ფესტივალზე, რეგიონის უმნიშვნელოვანესი ღონისძიების ფარგლებში Tea Masters Cup International უკვე მეორედ შედგა. თუ რა მოხდა იმ ორი დღის განმავლობაში მოკლედ შეგიძლიათ აქ იხილოთ.

ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო, გასახარი და საამაყოა ის, რომ ჩაის მომზადების კატეგორიაში საქართველომ 4 ნომინაციაში გაუმარჯვა და ოთხივეს მოპოვება მოხდა ქართული მთის ველური შავი ჩაის მომზადების შედეგად, რომელიც დამზადებულია ზემო იმერეთში, ტყედ გცეულ, გაველურებულ ჩაის ხეებიდან მოკრეფილი ნედლეულით. მას ბნ. შოთა ბითაძე აწარმოებს.

Best in aroma (master tea) – საუკეთესო არომატი;
Best in taste (master tea) – საუკეთესო გემო;
Best in aftertaste (master tea) – საუკეთესო ნარჩენი გემო;
Best result (master tea) – საუკეთესო შედეგი;

ეს ქართულ ჩაის და მისი მომზადების პროფესიონალთა დიდი აღიარებაა. მეტი და მეტი წინსვლა ვუსურვოთ ქართულ ჩაის საერთაშორისო ბაზარზე.

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"