ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
Tbilisi Flea Market

Tbilisi Flea Market – ჩვენც მოვალთ …

აქამდე ყოველთვის მაინტერესებდა ჩემი თვალით მენახა რა იყო ეს Tbilisi Flea Market და დღეს ვნახავ! არადა ამ დილით სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე FB-ზე რეგისტრირებული ღონისძიება

3 მიზეზი თქვენ, თუ რატომ უნდა წახვიდეთ Tbilisi Flea Market-ზე:

(თბილისის „ძველმანების ბაზარი“)

  1. ადგილი ნებისმიერი ჩვენგანისათვის რაიმე განსაკუთრებულის აღმოსაჩენად, სადაც შესაძლებელია მრავალი ღირებული ნივთის პოვნა.
  2. ადგილი, სადაც სიამოვნებას მიიღებთ ისეთი ნივთების გაყიდვით, რომლებიც უკვე აღარ გჭირდებათ ან პირიქით, შეიძენთ იმას, რაც ხელმისაწვდომი აღარაა მაღაზიებში. სიამოვნებას მოგანიჭებთ ასევე უჩვეულო და მოულოდნელ საგნებთან შეხვედრა.
  3. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მონაწილეობის მიღება.

დანარჩენს რომ ვნახავ [ფოტოებსაც გადავიღებ] მერე დავწერ …

ანუ დღეს საღამოს …

 

PS

ფოტო ღონისძიების გვერდზე ავარჩიე. Tbilisi Flea Market -ზე ზუსტად იმ ემოციას ველი, რაც ამ ნაკეთობისგან მოდის!