ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
Tbilisi Flea Market

[188 ფოტო] გაინტერესებთ ნახოთ რა ხდებოდა Tbilisi Flea Market-ზე?

მათთვის ვინც არ იცის … Tbilisi Flea Market (თბილისის „ძველმანების ბაზარი“) – ადგილი ნებისმიერი ჩვენგანისათვის რაიმე განსაკუთრებულის აღმოსაჩენად, სადაც შესაძლებელია მრავალი ღირებული ნივთის პოვნა. ადგილი, სადაც სიამოვნებას მიიღებთ ისეთი ნივთების გაყიდვით, რომლებიც უკვე აღარ გჭირდებათ ან პირიქით, შეიძენთ იმას, რაც ხელმისაწვდომი აღარაა მაღაზიებში. სიამოვნებას მოგანიჭებთ ასევე უჩვეულო და მოულოდნელ საგნებთან შეხვედრა. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მონაწილეობის მიღება.

ღონისძიების ბმული აქ.

Tbilisi Flea Market წელიწადში რამოდენიმეჯერ იმართება თბილისში. მონაწილეობა, ანუ თავისი ნამუშევრების გაყიდვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. დასწრებაც ანალოგიურად. თუ ჯერ არ ყოფილხართ იქ, მაშინ ქვემოთ ფოტოებში ნახეთ რა გამოტოვეთ …