ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Tag Archives: ხელსახოცი

პონი, დამზადებულია საქართველოში

პონი, დამზადებულია საქართელოში

უკვე იმდენმა ადამიანმა გაიგო ჩვენი “kar.ge” წამოწყების შესახებ, რომ ახლობლები ქართულ პროდუქტს მიზიარებენ 🙂 ერთ დღესაც ჩემმა ძმამ გამომიგზავნა ქართული სველი სალფეთქი – პონი. ძალიან მომეწონა, ლამაზი და გამძლე შეფუთვა, შესაბამისი ფასი, ზომიერად სველი და მოზრდილი უალკოჰოლო სალფეთქები აშკარად სერიოზული კონკურენტია უცხოური ანალოგებისათვის. თუმცა ერთი დიდი მინუსი უნდა დავუწერო მესვეურებს – მგონი საერთოდ არ იციან რას ნიშნავს მარკეტინგი. ლამის 1 თვეა …

განაგრძე კითხვა »

ხელსახოცი ბონოლუქსი / buonolux

ბონოლუქსი

რამოდენიმე კვირის წინ აღმოვაჩინე ეს პროდუქტი. ცხადია მარტო შეფუთვაა ქართული, მაგრამ ამით იწყება ხოლმე. ერთფენიანი ხელსახოცი ბონოლუქსი – 100%-იანი ცელულოზის გამძლე და უმაღლესი ხარისხის. მწარმოებელია შპს „ბონოლუქსი“, რომელიც თბილისში, გოჩა ონაშვილის 2-ე კორპუსში, ბინა 20-ში მდებარეობს. ისინი ალბათ მხოლოდ ფუთავენ. ამ დიდ შეკვრაში 200 ცალია და 2,5 ლარი ღირს ბაზრობებზე. 255 05 03 ტელეფონი და bonoluqs@gmail.com [ეტიკეტზე მითითებული ინფორმაციაა]. რა …

განაგრძე კითხვა »

ხელსახოცი ბონო / buono

ბონო

ერთფენიანი ხელსახოცი ბონო – 100%-იანი ცელულოზის გამძლე და უმაღლესი ხარისხის. მწარმოებელია შპს „ლომასი“, რომელიც თბილისში სამტრედიის ქუჩაზე მდებარეობს. ისინი მხოლოდ ფუთავენ. ამ შეკვრაში 100 ცალია და 1 ლარი ღირს ბაზრობებზე. მეტი რა გითხრათ აბა … უკვე 4-ე ხელსახოცია რომელზედაც მე პირადად ვწერ უკვე. შეიძლება არც ისე დიდი ბიზნესია შემოიტანო ხელსახოცები და მერე აქ შეფუთო, მაგრამ დიდი საქმე მცირე ნაბიჯით იწყება …

განაგრძე კითხვა »

სადღესასწაულო ხელსახოცი

ქართულია & kar.ge-ა! შ.პ.ს  “ანკე” გთავაზობთ სადღესასწაულო ხელსახოცებს. 10 ცალიანი შეფუთვა 1.95 ლარი ღირს. თუ გსურთ თქვენს პატარას მოუწყოთ განსხვავებული და ორიგინალური დაბადების დღე ეს ხელსახოცი ნამდვილად დაამშვენებს სუფრას. ხელსახოცები სხვადასხვა ფერისაა და მასზე სხვადასხვა მულტფილმის გმირები არის გამოხატული. მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.    

განაგრძე კითხვა »

სან ფეიფერ – ვითომ ქართულია?

სან ფეიფერ

ქართულია & kar.ge-ა! 1 თვის წინ რომ ჩემთვის გეკითხათ ვერც კი გიპასუხებდით გვქონდა თუ არა ხელსახოცების წარმოება. ეხლა კი უკვე მესამე ბრენდის ხელსახოცის შესახებ ვწერ. სან ფეიფერ ქართული რომაა მხოლოდ შტრიხ კოდით თუ მიხვდები. ქართულად გაკეთებულ წარწერებს უკვე დიდი ხანია არ ვენდობი; ესენი მომხმარებლის შეცდომაში შესააყვანადაა მოფიქრებული … სან ფეიფერ – მწარმოებელია შპს სუგრა. მე ამ მომენტისთვის საქართველოში არცერთი ფურცლის/ქაღალდის …

განაგრძე კითხვა »

ხელსახოცი ეკო, დაგ ფეიფერისგან

ხელსახოცი ეკო

ქართულია & kar.ge-ა! 1 თვის წინ საერთოდ ვერ ვიფიქრებდი, თუ საქართველოში ხელსახოცების წარმოება იყო. დღეს კი უკვე მეორე მწარმოებელი აღმოვაჩინე, რომელიც ამ პროდუქტს უშვებს. ხელსახოცი ეკო, მწარმოებელი შპს დაგ ფეიპერი, იწარმოება შპს დისტრი-ს ექსკლუზიური დაკვეთით [ეტიკეტზე მითითებული ინფორმაცია]. საკონტაქტო ინფორმაციაში ვკითხულობთ სატელეფონო ნომერს 2 38 80 02 და ელ. ფოსტას – distri@distri.ge. საიტი როგორც ხშირად ვაწყდებით ხოლმე არ ფუნქციონირებს. ხელსახოცი ეკო …

განაგრძე კითხვა »

ერთფენიანი ხელსახოცი luxpak

ხელსახოცი

ქართულია & kar.ge-ა! მეგობრებო, ამიერიდან თქვენს სუფრას თამამად შეიძლება ამშვენებდეს საქართველოში წარმოებული ერთფენიანი ხელსახოცი. ხოლო თუ თქვენ 4 ფენიანს და იმპორტულს ხართ მიჩვეული, მოგვიტევეთ რომ შეგაწუხეთ …  აი ხინკალზე თუ გადახვალთ, მაშინ ნამდვილად ბლომად luxpak დაგჭირდებათ! ხელსახოცი ქართული უნდა იყიდოთ! შეიძლება ისეთი ვერ არის, როგორც იმპორტული 4 ფენიანი, მაგრამ სადაც სხვა ღირს 1 ლარი, არც luxpak ღირს მეტი. ხარისხით კიდევ ტოლს …

განაგრძე კითხვა »