ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Tag Archives: ჩოგბურთი

YESSSSSS!18 წლის მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის ვერცხლის მფლობელია!!!

გაიხარე ერო 🙂 18 წლის მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირზე გოგონათა წყვილების შეჯიბრში ამერიკელ Caty McNally-სთან ერთად ვერცხლის მედალი მოიპოვა. ტურნირი 27 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა და ჩვენებურისთვის განსაკუთრებით შედეგიანი გამოდგა. მარიამი ინდივიდუალურადაც გამოდიოდა, მაგრამ გამორჩეული შედეგი წყვილებში აჩვენა, რითაც ნამდვილად საამაყოდ გვაქვს საქმე. მარიამის მიერ ჩატარებული შეხვედრების შესახებ დეტალურად იხილეთ აქ. მივულოცოთ ამ საამაყო გოგოს ეს წარმატება!  

განაგრძე კითხვა »

გილოცავთ! ნიკა USOPEN-ის მთავარ ბადეშია!

ნიკა USOPEN-ის მთავარ ბადეშია!

USOPEN-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი და მეორე რაუნდების გადალახვის შემდეგ ნიკამ გუშინ გვიან ღამით მესამე რაუნდიც მოიგო და ორშაბათიდან უკვე ტურნირის მთავარ ბადეში განაგრძობს ასპარეზობას. ნიკას მიერ საკვალიფიკაციო რაუნდში მოპოვებული გამარჯვებები: ორშაბათს ნიკას მეტოქე Feliciano Lopezi იქნება . ისევ მოვიგებთ 🙂 ერთად ვუგულშემატკივროთ ნიკას!  

განაგრძე კითხვა »

გილოცავთ! ნიკოლოზ ბასილაშვილმა დღეს მეორე რაუნდი მოიგო (y)

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დღეს მეორე რაუნდი მოიგო

2 თვის წინ მოქმედი ქართველი ჩოგბურთელებისაგან არავის ვიცნობდი, დღეს უკვე სხვა რეალობაში ვარ. ნიკოლოზ ბასილაშვილი – უიმბლდონზე ხომ გვასახელა, ამჯერად აშშ ღია პირველობაში მონაწილეობს. საკვალიფილაციო ეტაპის პირველ რაუნდში ნიკამ ესპანელი ორიოლ როკა ბატალა ანგარიშით 6:2, 6:4 დაამარცხა.  დღეს, მარიამობა დღეს კი ამერიკელი მიტჩელ კრუგერი სამ სეტში 4:6, 6:2, 6:3 დაამარცხა. კიდევ ერთი გამარჯვება და იცით მერე რა? ნიკოლოზი უკვე ძირითად …

განაგრძე კითხვა »

გილოცავ ნიკა! წინ კიდევ ორი რაუნდი და …

ნიკა ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობაში ღებულობს მონაწილეობას. მეხუთე ნომრად განთესილი ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე პირველ ეტაპზე ესპანელი ორიოლ როკა ბატალა იყო, რომელიც ამჟამად 218-ე პოზიციას იკავებს. რაც შეეხება ნიკოლოზს, ის 97-ე ადგილზეა მსოფლიო რეიტინგში. საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდი ნიკამ მოიგო ანგარიშით 6:2, 6:4. წინ კიდევ ორი რაუნდია და იმედი ვიქონიოთ, რომ ნიკას მთავარ ბადეში ვიხილავთ. წარმატებები მას!

განაგრძე კითხვა »

გილოცავთ! ნიკა ბასილაშვილმა ჩელენჯერის კატეგორიის ტურნირი მოიგო

ნიკოლოზ-ბასილაშვილი-Nikoloz-Basilashvili

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში პირველად “ჩელენჯერის” კატეგორიის ტურნირი მოიგო. ჰოლანდიის ქალაქ შვენინგენში გამართული ტურნირი (საპრიზო ფონდი 42 500) ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვებით დასრულდა. ნიკოლოზმა ფინალში მსოფლიო რეიტინგის 122-ე ნომერი, რუსი ანდეი კუზნეცოვი 3 სეტში 6:7, 7:6, 6:3 დაამარცხა. ნიკოლოზ ბასილაშვილს მოწინააღმდეგის დასამარცხებლად 2 საათი და 18 წუთი დასჭირდა. ნიკოლოზმა 5 ეისი ჩაწოდა და ამდენივე ორმაგი შეცდომა დაუშვა. კუზნეცოვს …

განაგრძე კითხვა »