ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Tag Archives: ჩირკოლადი

მოძრაობა KAR.GE-მ ჩირკოლადის 5 სახეობის ნიმუშები ლონდონში გააგზავნა

უნდა გაგახაროთ … გუშინწინ, ხარება დღეს ქართული ნაწარმის ნიმუშების მორიგი პარტია გავგზავნეთ ლონდონის მიმართულებით … ამჯერად ჩირკოლადის 5 სახეობა: ხურმის, ქლიავის, ქიშმიშის, გარგარის  და ფინიკის. როგორც კი დაგემოვნება შედგება, შეგატყობინებთ შედეგებს … შპს ტკბილეული ბაღდათში საკუთარ გადამამუშავებელ საწარმოში ადგილობრივი ფერმერების მიერ მოყვანილი ნატურალური ხილისა და იტალიური შოკოლადის მეშვეობით ჩირკოლადს – შოკოლადში ამოვლებულ ჩირს აწარმოებს. ჩირკოლადი ქართული ბრენდია. სახელი ჩირკოლადი შოკოლადზე …

განაგრძე კითხვა »

ჩირკოლადი, დღე #11

ეროვნული 30 დღიანი გამოწვევა – „მე ვყიდულობ ქართულს“ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზების მიზნით 1-30 ივნისის პერიოდში ტარდება და მასში ჩვენ, მომხმარებლები ვღებულობთ მონაწილეობას. ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და ჩვენი ამ ქმედების აფიშირებით მაგალითს ვაძლევთ ჩვენს ირგვლივ ადამიანებს, რომ გააკეთონ იგივე. ძაააალიან ტკბილი დღის ბოლოს მინდა გაგაცნოთ ერთი ძალიან ტკბილი ბრენდი, რომელსაც ალბათ უკვე იცნობთ – ჩირკოლადი. დღეს ტკბილი …

განაგრძე კითხვა »

მოძრაობა kar.ge და ჩირკოლადი მაესტროზე საქმიან დილაში

მოძრაობა kar.ge და ჩირკოლადი მაესტროზე საქმიან დილაში

არაკეთილსინდისიერი მომწოდებლები, დაულაგებელი ლოგისტიკა, პროდუქციის ხარისხის პრობლემები, მარკეტინგის მიუხედაობა, განათლების დეფიციტი … საიდან უნდა დაიწყო, როცა ამდენი დაბრკოლებაა, მაგრამ ექსპორტი მაინც გინდა? დიდი მადლობა საქმიან დილის მთელ შემოქმედებით ჯგუფს, რომ 2015 წლის 27 იანვარს ჩირის ექსპორტის თემაზე პირდაპირ ეთერში საუბრის საშუალება გვქონდა. თავიდან არის ექსპორტთან დაკავშირებით რეპორტაჟი, შემდეგ კი 4:55-დან ვერთვებით სტუმრები … ქართული ბრენდ ჩირკოლადის წარმომადგენელი ბნ. გიორგი არწივიძე …

განაგრძე კითხვა »

ჩირკოლადი – დღე #6, 30 დღიანი გამოწვევა

ჩირკოლადი

ჩირკოლადი – ეს უნიკალური პროდუქტი რომ ჩვენი ერთობლივი გამოწვევის ფარგლებში არ შემომეთავაზებინა ჩემს თავს არ ვაპატიებდი. ეს არის უნიკალური პროდუქტი, რომელსაც ფასი კი ადევს, მაგრამ თუ მყიდველი ხარ და გადახდა შეგიძლია, თან ხარისხიანი ქართული პროდუქტი გინდა და თან საახალწლოდ ან სუფრაზე ან საჩუქრის სახით ხელის დამშვენება, ღირს გადახდა. იყიდება ყაზბეგის 20ა-ში, ყველის სახლში. 20-25 ლარი ღირს კილოგრამი, გააჩნია რომელს იყიდი. ასორტიმენტიც …

განაგრძე კითხვა »

ჰოლანდიური გამოცდილება ქართულ კოოპერატივში

ყოველი ქართული ბიზნესის წინსვლა ძალიან მახარებს და აი კიდევ ერთი მაგალითი. ჩირკოლადი ყველამ ვიცით. სწორედ ჩირკოლადის ცხოვრებაში მოხდა მოვლენა, რომელიც თავისთავად იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აუცილებლად გასაზიარებელია როგორც კონკრეტული წარმატებული ისტორია, თუ როგორ ხდება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. მე ვთვლი, რომ სწორედ ეს არის განვითარების გზა. ჩირკოლადში ჰოლანდიელი ექსპერტის – Joseph Muskens-ის ჩამოყვანა მოხდა ჰოლანდიის არასამთავრობო ორგანიზაცია PUM ის ხელშეწყობით. ჩატარდა ერთგვარი …

განაგრძე კითხვა »

ჩირკოლადი – ვინც დაბრუნდა, გაუმარჯოს!

ჩირკოლადი

ჩირკოლადი – ეს საოცრება პირველად გასული წლის 19 დეკემბერს გამოფენაზე – „აირჩიე ქართული“ ვნახე. მაშინ ვიყიდე, გავსინჯე, მოვიხიბლე და ეს სტატია „გამოვაცხე“ ჩემს პირად გვერდზე. იმ დღეს გავიცანი ჩირკოლადის მწარმოებელი ბნ. გიორგი არწივიძე, რომელიც ორიგინალური ტკბილეულის მოყვარულებისთვის ცნობილი 2015 წლის დადგომისთვის გახდა, როდესაც მისი ჩირკოლადი ჯეოსელმა შეისყიდა და კომპანიის ერთგულ მომხმარებელს საახალწლოდ გაუგზავნა. მაშინ ყველამ გაიგო ჩირკოლადის შესახებ და მოთხოვნაც …

განაგრძე კითხვა »