ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Tag Archives: ჩაი

აი ასეთი იყო “ჩაისა და თაფლის ფესტივალი 2019”

დღეს, 2019 წლის 5 მაისს მთაწმინდის პარკში ყოველწლიური, ტრადიციული და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება – “ჩაისა და თაფლის ფესტივალი” შედგა. ჩაის ? და თაფლის ? ფესტივალზეც მოვედით ?Posted by მოძრაობა KAR.GE on კვირა, 05 მაისი, 2019 ღონისძიება მთაწმინდის პარკისა და ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით ტრადიციულად პარკის მთავარ მოედანზე გაიმართება. ფესტივალის მხარდამჭერია სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ძალიან გამიხარდა თან ამინდმაც რომ გაამართლა. …

განაგრძე კითხვა »

5 ჭკვიანური მიზეზი რატომაც უნდა მიხვიდეთ 5 მაისს “ჩაისა და თაფლის ფესტივალი 2019”-ზე

5 მაისს მთაწმინდის პარკში ყოველწლიური, ტრადიციული და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება – “ჩაისა და თაფლის ფესტივალი” გაიმართება. ღონისძიება მთაწმინდის პარკისა და ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით ტრადიციულად პარკის მთავარ მოედანზე გაიმართება. ფესტივალის მხარდამჭერია სოფლის მეურნეობის სამინისტრო. აქ ნახეთ (ფოტოები) როგორი იყო 2017 წელს ჩატარებული ღონისძიება. აქ კი 2018 წლის ღონისძიება რა დაგხვდებათ? 1. ჩაისა და თაფლის დეგუსტაციას რომ ვერსად გაექცევით ეს …

განაგრძე კითხვა »

დღე2: საფერავის ჩაი Saperico-საგან. ეს ნამდვილი ინოვაციაა!

ჩვენ შეგვიძლია წარმოვაჩინოთ ის, რაც ქართულია და კარგია! სწორედ ამას ვაკეთებთ 30 დღიანი გამოწვევის ფარგლებში! დღეს სასტუმრო რედისონს ვეწვიე, სადაც საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა და გამოწვევის მეორე დღის ფარგლებში 4 სხვადასხვა მწარმოებლის ნაწარმი ვიყიდე. რა თქმა უნდა მეგობრებიც გამოვიწვიე.     ამ სტატიის თემაა ინოვაციური პროდუქტი – საფერავის ჩაი! ეს არის 100% გამომშრალი და დაფქული საფერავის არაფერმენტირებული ყურძნის კანი. შეკვრაში 15 …

განაგრძე კითხვა »

ქართული ჩაი 170 წლისაა! 7 საკვანძო ფაქტი ისტორიიდან, რომელიც უნდა ვიცოდეთ

დღეს, 27 ნოემბერს „საპარტნიორო ფონდის“, „საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციისა“ და „საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით ქარვასლაში ქართული ჩაის 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება „ქართული ჩაი 170 წლისაა“ გაიმართა. ქართული ჩაის 170 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობა ჩაის მწარმოებელმა საერთაშორისო და ადგილობრივმა კომპანიებმა მიიღეს. ღონისძიებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი; ჩინეთის ელჩი საქართველოში ძიიან ჩი; საერთაშორისო ჩაის კომიტეტის თავმჯდომარე …

განაგრძე კითხვა »

დღე #18 – შავი ჩაი, მაღაზია მუზეუმი სარჩო

მაღაზია მუზეუმი სარჩო … ამ ორიოდ დღის წინ ვეწვიე თაბუკაშვილის 22-ში … უცნაური ობიექტია … ერთის მხრივ ეს არის მინი მუზეუმი, სადაც ღვინის მე მგონი ყველა ატრიბუტი ადგილზეა ქვევრიდან დაწყებული ორშიმოთი დამთავრებული, რომ დაინტერესებული ადამიანი გაეცნოს … მეორეს მხრივ ეს მაღაზიაცაა, ოღონდ სხვანაირი მაღაზია … დგას დახლ-მაცივრები სადაც ქართული შოკოლადიდან დაწყებული კაკაოს ცხიმით დამთავრებული რამოდენიმე ერთეული პროდუქტი იყიდება [ძალიან ცოტა] …

განაგრძე კითხვა »

სახ. პროგრამა – ქართული ჩაი: გადასარევია, მაგრამ არ კმარა და აი რატომ …

ქართული ჩაი

დაილოცა ქართული ჩაი … ეხლაც, ამ სტატიის წერის დროსაც მას ვსვამ … შემოქმედის ჩაის, ოღონდ მაყვლისას [ახალი გამოშვებულია ბაზარზე] იფ, რაკარგი ყოფილა?! გამიხარდა როცა გავიგე, რომ ჩაის დარგის „გადასარჩენად“ სერიოზული მხარდამჭერი პროგრამის განხორცილება იგეგმება [სახელწოდებით – ქართული ჩაი], იმ მიზნით, რომ ჩაის 7,000 ჰექტარამდე პლანტაციის რეაბილიტაცია მოხდეს, გადამამუშავებელი საწარმოები შეიქმნას, მათი სერტიფიცირება მოხდეს და წარმოება გაიზარდოს, დასაქმება გაიზარდოს და ა.შ. …

განაგრძე კითხვა »

თაფლი, ჩაი, და სხვა ქართული პროდუქტები თბილისობა 2015-ზე

თბილისობა 2015

აი, ნახეთ 44 ფოტო, რომლებზედაც იხილავთ რიყეზე დღეს წარმოდგენილი ქართული წარმოების ბრენდულ პროდუქტებს! მხოლოდ იმაზე ვწუხვარ, რომ რამოდენიმე კარგი ფოტო, მათ შორის ჩვენი მეგობარი კომპანიებისა, უხარისხო გამოდგა და აქ ვერ განვათავსე … ქართული წარმოების პროდუქტებთან ერთად ბევრი იმპორტულიც ვნახე … მათი იქ ხილვა დიდად არ გამხარებია რაღა დაგიმალოთ და … მაგრამ თბილისობაა მაინც, დღესასწაულია და ამ კონტექსტში კი ბატონო … …

განაგრძე კითხვა »

შავი ჩაი გურიიდან. და ეს მხოლოდ დასაწყისია ….

შავი ჩაი, გურია კომპანი

საქართველოში ქართული ჩაის ბაზრის დიდი ნაწილი იმპორტირებულ პროდუქციას უჭირავს. როგორ გგონიათ რატომ? განა ქართული წარმოების ჩაი არ გვაქვს? გვაქვს და მერე როგორ, მაგრამ … მაგრამ … მყიდველებში ქართული ბრენდების შესახებ ინფორმაცია მინიმალურადაა, ქართული ბრენდების ცნობადობა მინიმალურია, დახლზე ქართული ბრენდების წარმოდგენის ხარისხი მინიმალურია, და ა.შ. … ეს ყველაფერი კი სხვა მრავალ უარყოფითი გავლენის მქონე ფაქტორთან ერთად კი გაყიდვებზე აისახება. ყველაფერს ეშველება! …

განაგრძე კითხვა »

აღმოაჩინეთ ნაღდი ქართული ჩაი წალენჯიხიდან

ნაღდი ქართული ჩაი წალენჯიხიდან

ჩაის დამფასებლებო და ქართული ჩაის გულშემატკივრებო … დღეს „ჩაი სურნელი“ მინდა გაგაცნოთ … რა იცით მის შესახებ? მე „ჩაისტი“ ვარ, თან დასაყენებელი ჩაის „კლიენტი“ და როცა გავიგე ამ ჩაის არსებობის შესახებ ცხადია ბევრი არ მიფიქრია. ოღონდ, ამ სტატიის დაწერის მომენტისათვის ჯერ გასინჯული არ მაქვს, ამიტომ გემოვნებით თვისებებს ჯერ პირადად ვერ შევაფასებ. თუმცა ისეთი ქება მესმის ისეთი ხალხისგან, რომ იმას ვფიქრობ …

განაგრძე კითხვა »

შემოქმედი – ქართული შავი ბაიხის ჩაი, ერთჯერად შეფუთვებში

შემოქმედი

საქართველოში რომ არაქართულ ჩაის დალევ, მერე კი სუფრასთან სამშობლოს სადღეგრძელოს დიდი ყანწით დალევ, დამღა ერთადერთი გეკუთვნის მხოლოდ … დამსახურებული ყანწპატრიოტი! მე ჩაის დიდი დამფასებელი ვარ. თავს ვერ დავდებ, რომ ყველა ქართული ჩაი მაქვს გასინჯული, მაგრამ შემოქმედის ჩაი … რა გითხრათ აბა … სიტყვები აქ უბრალოდ ზედმეტია. რამოდენიმე დღის წინ გუდვილში შევიძინე ეს სიამოვნება 2.5 ლარად [25 პაკეტი]. სხვათა შორის ეს …

განაგრძე კითხვა »