ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Tag Archives: ღვინო

იცით რა არის ბუტრანა?

დღეს დეგუსტაცია შედგა … ბუტრანა დავაგემოვნეთ … ბუტრანას ღვინის 2 სახეობის და ყველის 3 სახეობის დეგუსტაციაა … კავკასიის უნივერსიტეტში … მეტად საპატივცემულო სტუმრების მონაწილეობით … დაინტერესებული სტუდენტებით და მათი პედაგოგების ჩართულობით … შესაშური დასწრებით … მზია მიქელაძის აუდიტორიაში … დიდი მადლობა ბნ. ჯემალ ხატიაშვილს მოწვევისათვის და მეგობრებთან ერთად ასეთი კარგი ქართული საქმის მოქოქვისათვის. სახელი ბუტრანა რას ნიშნავს? ბუტრანა ნიშნავს კონკრეტულად ადგილს …

განაგრძე კითხვა »

„ღვინის ომი“ – შიდა ბაზრის დაცვა ფრანგულად!

შიდა ბაზრის დაცვა

5 აპრილი ალბათ ყველაზე „ფხიზელი“ იყო საფრანგეთ-ესპანეთის მეღვინეების ისტორიაში. ამ დღეს ფრანგმა მღვინეებმა ბულონის ოლქში, საფრანგეთ-ესპანეთის საზღვრიდან 10 მილში ესპანეთიდან შემოტანილი 5 ტანკერი გაიტაცეს და 90,000 ბოთლი წითელი და თეთრი ღვინო პირდაპირ ქუჩაში დაღვარეს. რატომ? აი არგუმენტი – „შიდა ბაზრის დაცვა“, ან რეაქცია „არასამართლიან კონკურენციაზე“. აი The Telegraph-ის ორიგინალი სტატიაც იხილეთ … რატომ გააკეთეს ეს ფრანგმა მეღვინეებმა? როგორ სტატიაშია ნახსენები …

განაგრძე კითხვა »

ჩინეთის ბაზრის დაპყრობა გრძელდება [ფხიზელი თავით]

ჩინეთის ბაზრის დაპყრობა გრძელდება

ჩინეთის ღვინის ბაზარი უზარმაზარია. ამ მსუყე ბაზარზე კი ყოველმა მეათე ჩინელმა დღეში ერთი ყლუპი ქართული ღვინო რომ გადაყლაპოს ეს თითქმის 1 მილიონი ბოთლია დღეში. მთავარია როგორ გადავაყლაპოთ პირველი 🙂 ეხლა კი დავსერიოზულდეთ … ღვინის სააგენტომ უკვე მეორე ქართული ღვინის სახლი, ამჯერად ჟიჯანგის (Zhijiang) პროვინციის ქალაქ ლიშვეიში გახსნა. ღონისძიებას ქართულ დელეგაციასთან ერთად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალური …

განაგრძე კითხვა »

CNN რეპორტაჟი: საქართველო ღვინის სამშობლო?

CNN-ზე გრძელდება საქართველოს შესახებ რეპორტაჟების სერია. ამჯერად CNN-ის ფოკუსში ქართული ღვინოა, ღვინის ტრადიცია, ქეიფი და რაც მთავარია ღვინის ისტორიაა. ძალიან ლამაზად გაკეთებული ვიდეოა, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ.

განაგრძე კითხვა »

ქართული ღვინოები გერმანიას იპყრობენ!

ქართული ღვინოები გერმანიას იპყრობენ!

დღეს გიორგობაა! გილოცავთ! ღმერთი გფარავდეთ თქვენ და ყველა კარგ ქართულ საქმეს, სადაც არ უნდა კეთდებოდეს იგი! და აი ერთი ასეთი მაგალითი … უღრმესი მადლობა გადასარევ ადამიანს – ანა ტრაპაიძეს ამ ინფორმაციისათვის. როგორც აღმოჩნდა ამ დღეებში გერმანიაში, ბერლინში, Kaiser’s-ის სუპერმარკეტების ქსელში კომპანია Bossner აქტიურ პოპულარიზებას უკეთებს ქართულ ღვინოს, კერძოდ საფერავს, მუკუზანს და ქინძმარაულს და საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს. სურათები ანას გადაღებულია …

განაგრძე კითხვა »

ქართული ღვინოების დიდი წარმატება ჰონგ-კონგში … მაგრამ ეს ნახეთ …

hongkong-ღვინო

ნებისმიერი ასეთი წარმატება დასაფასებელია! და სწორედ ამიტომ ვაჟღერებთ ამ ინფორმაციას kar.ge-ზე! ჰონგ-კონგის ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე – „HKTDC – Hong Kong International Wine and Spirits Fair 2015” – კომპანიის „კახური ღვინის მარანი“ ღვინომ „საფერავი 2011“ ორი უმაღლესი ჯილდო (გრანპრი ნომინაციაში „საუკეთესო რეგიონალური ღვინო აღმოსავლეთ ევროპაში“ და ოქროს მედალი) მოიპოვა. ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა ამავე კომპანიის ღვინო „მუკუზანი 2011“. ეს …

განაგრძე კითხვა »

ღვინის ექსპორტის ციფრები გაინტერესებთ?

winexpo2015

საინტერესო მონაცემები აღმოვაჩინე ღვინის ეროვნული სააგენტოს საიტზე, რომელსაც წყაროს მითითებით და ფორმატის მცირეოდენი ცვლილებით [ადგილად საკითხავი რომ გამხდარიყო] აქვე გაწვდით: სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის განვლილი 10 თვის განმავლობაში, საქართველოდან მსოფლიოს 42 ქვეყანაში ექსპორტირებულია 28,101,431 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც თანხობრივად 77,2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. 87%-იანი მატება სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჩინეთის ბაზარზე, სადაც საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 1,8 მლნ ბოთლზე მეტი ქართული …

განაგრძე კითხვა »

ჩხავერი, აია იი! სასწაული, ნამდვილი სასწაულია ეს ღვინო!

ჩხავერი, აია იი

დღეს ENPARD-ში ჩვენი მეგობრებისგან ამ კოოპერატივის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე ტელეფონი ავიღე და გადავრეკე. ბნ. ივერი ბიბინეიშვილთან 15 წუთიანი საუბრის შემდეგ როგორც იტყვიან „გამინათდა“. თურმე ვისთან დამირეკია … გაიცანით კოოპერატივი „ერგის ქვეყანა“,  ხელვაჩაურში, სოფელ ერგეში. თავმჯდომარეა ბნ. ივერი ბიბინეიშვილი. ტელ: 577103287. კოოპერატივის დაკომპლექტების პროცესი ახლა მიმდინარეობს. მასში გაწევრიანებულია 17-მდე წევრი, მათ შორის  სამეგობრო, სანათესავო და სამეზობლო. პროდუქტი არის ღვინო, თან რა …

განაგრძე კითხვა »

Washington Post – 5 ქართული ღვინო რომელიც უნდა გასინჯო

5 კახური ღვინო რომელიც უნდა გასინჯო

Washington Post-მა სპეციალურ სტატიაში 5 ქართული ღვინო დაასახელა, რომლებიც უნდა გასინჯო. ძალიან საამაყო ფაქტია, როცა ასეთი დონის გამოცემა ყურადღებას გითმობს! Washington Post-ის რჩეული ხუთეულია: ჯაყელი საფერავი 2012 გაუფილტრავი წითელი მშრალი [38 USD] – 14,5 % ალკოჰოლის შემცველი მდიდარი და ინტენსიური ღვინო, რომელიც ბოლომდე აჩვენებს საფერავის, როგორც მაღალხარისხიანი ღვინის პოტენციალს. ორგო საფერავი 2013 [22 USD] – 13,5 % ალკოჰოლის შემცველი დამაინტრიგებელი და …

განაგრძე კითხვა »

ექსპერიმენტი

ექსპერიმენტი

ლაბორატორიაში ექიმები ექსპერიმენტს ატარებენ თუ რა სიზმრებს ნახულობს თაგვი სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ. დღე 1 – შოტლანდიური ვისკი: თაგვს ესიზმრება შოტლანდიური ბუნება, დათოვლილი მწვერვალები, გამწვანებული ფერდობები და სუფთა ჰაერი. დღე 2 – ბურგუნდიული ღვინო: თაგვს ესიზმრება ფრანგული რომანტიკა, სასახლეები, მიღებები. დღე 3 – ქართულ ღვინო: თაგვის სიზმარში გიჟდება და ყვირის: კატებო, სადა ხართ თქვენი …

განაგრძე კითხვა »