ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Tag Archives: პური

პურის გაძვირებას აქვს დადებითი მხარეებიც, მინიმუმ სამი …

მესმის, რომ 90-იანების რიგებში ნაჭიდავები ადამიანებისათვის პურის ფასის თემა განსაკუთრებით სათუთია. ასევე მესმის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი დღეს საქართველოში მართლაც გაჭირვებულ მდგომარეობაშია. სწორედ ამიტომ სიმართლეს უნდა გავუსწოროთ თვალი: ყველაფერი ძვირდება და ადრე თუ გვიან პურის ფასიც ნელ-ნელა აიწევს. მოდით გავაანალიზოთ … დღეს ხორბლით და ფქვილით მომარაგების საკითხში კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს: 1. ხორბლის და ფქვილის 90 %-მდე არის იმპორტი. ეს ნიშნავს, …

განაგრძე კითხვა »

ცეხვილი რუხი პური – გემრიელი, არომატული პური

აი ეს არის ნამდვილი, უგემრიელესი პური, რომელიც მარტო არომატით “დაგათრობთ” … საფუარის და სხვა მაიმუნობების გარეშე … დამზადებული ქართული ჯიშის ხორბლის ფქვილით (ამჯერად ლომთაგორას ფქვილით) უნივერსამში შევიძინე დღეს 1,49 ლარად თან აქცია იყო და მეორე – წითელი დოლის პური საჩუქრად მოჰყვა … 1,49 ლარი კიდევ იაფია. როგორც წესი ქართული ხორბლის ფქვილისგან გამომცხვარი პურის ფასი ნახევარ კილოზე 2 ლარამდე ადის. ამიტომაც, …

განაგრძე კითხვა »

მზეთამზეს გემოვანი თეთრი ლომთაგორა და წითელი დოლის პური. გამოწვევის 26-ე დღე

პური არის ეს! არომატული …     გემრიელი … თან, ქართულ ხორბალზე დამზადებული … აგროჰაბში ვიყიდე დღეს ორივე … თეთრი ლომთაგორა 1.75 ლარი ღირს, წითელი დოლი 1.9 ლარი. ჩვეულებრივ პურთან შედარებით თითქმის ორჯერ ძვირია, მაგრამ ამ პროდუქტის დამფასებელმა იცის მისი ფასი და უკან არ დაიხევს. ეგაა, რომ მოსახლეობის ფართო ფენისთვის ეს პროდუქტი ჯერ ხელმისაწვდომი ვერაა სწორედ ფასის გამო. ფერმერებს კი ვეტყოდი: დაიწყეთ …

განაგრძე კითხვა »

პური მადაური, დღე #20

ეროვნული 30 დღიანი გამოწვევა – „მე ვყიდულობ ქართულს“ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზების მიზნით 1-30 ივნისის პერიოდში ტარდება და მასში ჩვენ, მომხმარებლები ვღებულობთ მონაწილეობას. ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და ჩვენი ამ ქმედების აფიშირებით მაგალითს ვაძლევთ ჩვენს ირგვლივ ადამიანებს, რომ გააკეთონ იგივე. ეს პური დღეს შევიძინე. განსხვავებული ქართული პროდუქტი მომხვდა თვალში და ბუნებრივია „არ ავაცილე“ … მწარმოებელია შპს „მადაური 1“ …

განაგრძე კითხვა »

ხრამუნა პურის უნიკალური დიეტა?

ხრამუნა-პური

გაზაფხულდა როგორც იქნა, მზე გამოვიდა და ხალხიც ქრონიკულად დაიწყებს „ფორმებზე“ ზრუნვას  … ანუ დიეტების „სეზონი“ მოდის. ჰოოოდა ზუსტად დროა გაიცნოთ ხრამუნა პური – საფუარის გარეშე, ქართული, ქართულ ხორბალზეა დამზადებული და რაც მთავარია დიეტური. აღმოვაჩინე უბრალო მარკეტში. სავარაუდოდ თქვენს სიახლოვეშიც იქნება. 60 თეთრი ღირს 8 რგოლიანი შეკვრა. მწარმოებელია შპს თეგი. მდებარეობს თბილისში, სამგორის #6-ში. ასორტიმენტიც აქვს რამდენადაც ვიცი. ყველაზე საინტერესო კი …

განაგრძე კითხვა »

პასქა, რომელსაც იფქლი აწარმოებს kar.ge-ა?

იფქლი-პასქა

იფქლის პასქის დაგემოვნების ჯერიც მოვიდა! მანამდე კი მივირთვით და შევაფასეთ ტკბილი ქვეყანას, მარშეს და ნარცისის პასქები. ნამდვილად კმაყოფილი ვარ, რომ საქართველოში ასეთი სერიოზული საწარმოები გვაქვს! იფქლი ყველამ ვიცით, პურპროდუქტების მწარმოებელია, რომელიც სხვათა შორის ჩემი ოჯახის ყოველდღიური სტუმარია [ვებსაიტი, Facebook გვერდი]. თუმცა დღეს პირველად ვაგემოვნებ ამ ბრენდის პასქას. სურათზე ნაჩვენები ვარიანტი დახლზე ფასი 7-8 ლარის მიდამოშია, 850 გრამიანია. იყიდება პრაქტიკულად ყველგან …

განაგრძე კითხვა »

ფრანგული პური სეზამის მარცვლებით

ქართულია & kar.ge-ა! “ლიტვური საცხობი” თბილისში 2005 წელს დაარსდა. ლიტვური საცხობი 30 სახეობის პროდუქციას აწარმოებს, მათ შორის: თეთრი პური, რუხი პური, ჭვავის პური, ბაგეტი, ტოსტის პური, ფუნთუშები, ორცხობილები, საფანელი და პასკა. ჩვენს ოჯახში თითქმის ყოველდღიურად მოვიხმართ “ლიტვური საცხობის” პურს. განსაკუთრებულ უპირატესობას ჭვავის პურს ვანიჭებთ, რომელიც დაბალკალორიულია. თუმცა დღეს  არჩევანი თეთრ პურზე შევაჩერე. პურის ამ სახეობას ფრანგული პური სეზამის მარცვლებით ქვია. …

განაგრძე კითხვა »

ხრამუნა – ხრამ, ხრამ ხრამ!

ხრამუნა პური

ქართულია & kar.ge-ა! ოფისში ხარ დილიდან საღამომდე, გიწევს მუდმივად მიეჯაჭვო კომპიუტერის მაგიდას, ჯდომითი სამუშაო რთულია ორგანიზმისთვის და ყოველთვის ვცდილობ არ დავტვირთო კიდევ უფრო მეტად მაღალკალორიული საკვებით ამიტომ დღეს ხრამუნით ვილამაზებ 🙂 მართლა გემრიელია, მართლა სასარგებლოა, განაყრებს და თან სიმსუბუქის შეგრძნება გაქვს, ასრულებს ორცხობილის მოვალეობას. არ მეგონა ფეისბუქის გვერდი თუ ექნებოდათ. მართალია ცოტაა ინფორმაცია, მაგრამ იმედი ხომ მაინც არსებობს, რომ გააქტიურდებიან. “ხრამუნა პური” …

განაგრძე კითხვა »

იყავი მხნედ – პური მხნეობა

puri mxneoba პური მხნეობა

ქართულია & kar.ge-ა! როდესაც განსაკუთრებულ გემოს ვეძებ, როდესავ ვდიეტობ და როდესაც გადავწყვეტ, რომ ვიყო მხნედ. ხორბლის პური მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მოსახლეობის ძირითადი საკვებია. იგი ბიოლოგიური თვალსაზრისით აუცილებელი პროდუქტების რიცხვს მიეკუთვნება. პურის დღიური მოხმარება სხვადასხვა ქვეყანაში 150-დან 500 გრამამდე მერყეობს. პურის მეშვეობით ადამიანი იღებს ნახშირწყლებს (40-52%), ცილებს (5-9%), მინერალურ ნივთიერებებს (კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, ფოსფორს, რკინას) და ვიტამინებს. ამიტომ არ აიკრძალოთ …

განაგრძე კითხვა »

ჭარბი წონა – ავადმყოფობაა!

dieturi puri margi დიეტური პური მარგი

ქართულია & kar.ge-ა! მომიტევეთ პირდაპირობისთვის მაგრამ ზუსტად ასეა: ჭარბი წონა ავადმყოფობაა! მეც ვიყავი ავად  და ვფიქრობ რომ კვლავ არ განმიკურნავს საკუთარი თავი ამ დაავადებისგან ბოლომდე, თუმცა დაუღალავად, უშრეტი მოტივაციითა და თვითმოტივაციით ვაგრძელებ პროცესს. 2 წლის წინ 30 კილოგრამით მეტი ვიყავი, დიახ ზუსტად ამდენით, მხოლოდ მაშინ დავიწყე წონაში კლება,როცა გავაცნობიერე, რომ ვიყავი ავად, დავიწყე მკურნალობა. ყოველ საღამოს ვსეირნობდი ფეხით მინიმუმ 2 …

განაგრძე კითხვა »