ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Tag Archives: მსოფლიო ჩემპიონი

გილოცავთ! დავით ქირია მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. გუნდის მაისურზე რა აწერია? #იყიდექართული

მოძრაობა KAR.GE მთელი გულით და სულით ულოცავს კიკბოქსიორ დავით ქირიას მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მესამედ მოპოვებას. Kunlun Fight-ის დაძაბული ფინალური შეჯიბრი ჩინეთში, შანხაიში 24 თებერვალს გაიმართა. დავითმა ფინალში მაროკოელი მარუან თუთოჰი ხუთ რაუნდში დაამარცხა. ეს უდიდესი გამარჯვება ჩვენთვის იმითაცაა ფასეული, რომ გუნდის წევრების ოფიციალურ მაისურს ჩვენთვის – მოძრაობა KAR.GE-სათვის უმნიშვნელოვანესი გზავნილი ამშვენებს – #იყიდექართული. New Kun Lun World Champion Davit Kiria …

განაგრძე კითხვა »

გილოცავთ! დავით ქირია მეორედ დაეუფლა მსოფლიო ჩემპიონის ქამარს!

დავით ქირიამ დღეს პარიზში გამართულ ფრანგული კიკბოქსინგის (სავატე) მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალში დიდი უპირატესობით დაამარცხა კარგად ცნობილი უკრაინელი მებრძოლი სერგეი კალიუბა, ხოლო ფინალში ასევე დიდი უპირატესობით დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი ფრანგი ლუდოვიკ ნასიბოუ და ფრანგულ კიკბოქსინგში დაეუფლა მსოფლიოს ჩემპიონის ქამარს!!! დავითმა კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. დავითი ამჟამად არის გლორის მსოფლიოს ჩემპიონი კიკბოქსინგში, მსოფლიოს ჩემპიონი ფრანგულ კიკბოქსინგში (სავატე) და ევროპის ჩემპიონი კარატეში!! …

განაგრძე კითხვა »

იამაყეთ: საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა!

მსოფლიო ჩემპიონები

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საიტზე არსებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად გავიმარჯვეთ! მეტიც, როგორც ჩანს მსოფლიო ჩემპიონობა თითქმის 1 ტურით ადრე გაგვინაღდებია … მოკლედ, ყოჩაღ ქართველ ქალთა ნაკრებს. პირველები ვართ მსოფლიოში. გაიცანით ისინი, ვინც გვასახელა:   ბელა ხოტენაშვილი   ლელა ჯავახიშვილი   მერი არაბიძე   ნინი ბაციაშვილი   სალომე მელია   აქამდე საქართველოს ნაკრების საუკეთესო შედეგი მსოფლიოს  გუნდურ ჩემპიონატებზე  2011 წელს დაკავებული მესამე …

განაგრძე კითხვა »