ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Tag Archives: მოსავალი

თხილის მორწყვის საუკეთესო საშუალება და დრენაჟის მოწყობა

სამი ძირითადი მორწყვის გზა არსებობს. ამ თემაზე დეტალები იხილეთ ვიდეოში. ვიდეოს ავტორია Mosavali.org, რომლის Facebook გვერდზე და YouTube არხზე უამრავი სხვა სასწავლო ვიდეოს ხილვა შეგიძლიათ. kar.ge-ზე ვიდეოს და სტატიის განთავსება ხდება მოძრაობა KAR.GE-სა და Mosavali.org-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად.    

განაგრძე კითხვა »

როგორ ვაწარმოოთ ფუტკრის რძე?

Mosavali.org-ის გაკეთებულ ვიდეოებს შორის ბევრი მინახავს საინტერესო, მაგრამ ეს კონკრეტული ჩემთვის იყო პირადად ყველაზე გამორჩეული. ფუტკრის რძის შეძენას თუ მოინდომებთ აი ბმულები მაგრო მარკეტიდან: ფეფე – მეფუტკრე გიორგი ტატიშვილი (თბილისში უფასო მიწოდებით) -https://www.magro.market/ka/listings/324058-putkris-rze-pepe ბესტბი – მეფუტკრე იუზა გიგაშვილი (ადგილზე აღებით ან ნოვაფოშტით მიწოდება) – https://www.magro.market/ka/listings/316384-putkris-rze ვიდეოს ავტორია Mosavali.org, რომლის Facebook გვერდზე და YouTube არხზე უამრავი სხვა სასწავლო ვიდეოს ხილვა შეგიძლიათ. …

განაგრძე კითხვა »

როგორ გამოვხადოთ თაფლის სანთელი?

თაფლის სანთელი … ხშირად გვსმენია ამის შესახებ. ვიცით, რომ ეს სანთელი იმავე ფიჭისგან მზადდება, რომელსაც ფუტკარი „აწარმოებს“, მაგრამ მე მაგალითად ეხლა გავიგე თუ როგორ ხდება „სანთლის გამოხდა“. რამოდენიმე რჩევა: მაღალი ხარისხის სანთლის მისაღებად გამოვიყენოთ ფიჭის ანათალი; 3-4 წლიანი ფიჭებისგან იხდება საშუალო ხარისხის სანთელი; არ შევურიოთ ანათალი და ძველი ფიჭები; უმჯობესია გამოხდა მოხდეს ორთქლის მეშვეობით; დანარჩენი თვითონ ნახეთ ვიდეოს ავტორია Mosavali.org, …

განაგრძე კითხვა »

როგორი თაფლი უნდა ჩავაბაროთ საწარმოში?

ბნ. თამაზ კახიძე, თაფლის საწარმოს ხელმძღვანელი, ბრენდი „მაჭახელა“-ს მფლობელი, მეფუტკრეებს სასარგებლო რჩევებს აძლევს. ეს ნიუანსები ბევრმა შეიძლება არ იცოდეს. მწარმოებლის მხარე აუცილებლად უნდა იცოდეთ. რამოდენიმე რჩევა: 1. აუცილებელია ჰიგიენის დაცვა და მეფუტკრის ჟურნალის წარმოება; 2. სინოტივე დასაშვებია 20%-მდე; 3. არ უნდა შეიცავდეს ანტიბიოტიკებსა და სხვა მედიკამენტებს; 4. უნდა იყოს გაფილტრული და ჩამოსხმული სუფთა ჭურჭელში; დანარჩენი თვითონ ნახეთ ვიდეოს ავტორია Mosavali.org, …

განაგრძე კითხვა »

როგორ გამოვიყვანოთ დედა ფუტკარი ხელოვნურად?

ფუტკრების „მშრომელთა არმიას“ რომ დედა ფუტკარი მართავს ეს ყველამ ვიცით. დედის „ხარისხი“ ბევრს ნიშნავს. მაგრამ თავად ეს დედა საიდან ჩნდება არ დაინტერესებულხართ? გაინტერესებთ დედების მყნობით მიღების ხერხი? აგერ გადასარევი ვიდეო, თუ როგორ გამოვიყვანოთ დედა ფუტკარი ხელოვნურად რამოდენიმე რჩევა ბნ. ირაკლი ჯანაშიასგან: სადედე ოჯახიდან ამოგვაქვს ჩარჩო, რომელზედაც არის ახლადგამოჩეკილი ლარვები; ხელოვნურ ჯამებში ვანაწილებთ თითო წვეთ ფუტკრის რძეს და ზედ ვასვამთ ლარვებს; …

განაგრძე კითხვა »

მარწყვის მოვლა

მარწყვის მოვლა

თუ დააკვირდებით მარწყვზე მართლაც ყოველთვის მოთხოვნაა და თუ ბაზარს სტაბილურად მიაწვდი პროდუქტს, ჩათვალე, რომ ბიზნესი აწყობილი გაქვს. მაგრამ მიაწვდი კი? როგორ უვლი მარწყვს ისე, რომ ბაზრისადმი პროდუქცისი მიწოდების წყვეტა არ გექნეს? რა აგროვადები უნდა დაიცვა? რა აგროტექნიკური ღონისძიებები უნდა შეასრულო? რა განსხვავებაა მოსავალზე მუშაობასა და ნერგების გამოყვანაზე მუშაობას შორის? რა სიხშირით უნდა მორწყა? ამ ყველაფერზე თომა ხალვაში საუბრობს. მარწყვის მოვლის რჩევები: …

განაგრძე კითხვა »

როგორ ჩავასახლოთ ნაყარი სკაში?

ნაყარი – პროცესი რომლის დროსაც დედოფალი ტოვებს საცხოვრებელს დიდი რაოდენობით მუშა ფუტკრებით, ბევრ მოყვარულ მეფუტკრეს/ფერმერს აინტერესებს. სწორედ ამიტომ გადაწყდა ამ ვიდეოს გადაღება. ირაკლი ჯანაშია აგიხსნით თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ პროცესის წარმატებით შესასრულებლად. აქ 4 რჩევას ამოვწერ მხოლოდ: ნაყარი უნდა დავნამოთ, რათა ფუტკრები არ გაფრინდნენ; საჭირო ჩარჩოების ჩადგმით სკა შევამზადოთ ფუტკრის ჩასასმელად; ყუთში ან ტომარაში ჩამოვფერთხოთ და სასწრაფოდ ჩავსვათ …

განაგრძე კითხვა »

პირუტყვის საკვების საწარმო – ბექა გონაშვილის ვიდეო

პირუტყვის საკვები

ვიდეოში აღწერილია შპს აგროქიზიყის პირუტყვის საკვების საწარმო. აღწერილის საწარმოო პროცესი ნედლეულის წარმოებაში ჩაშვებიდან ნაწარმის მიღების ჩათვლით. პროცესს აღწერს თავად ბექა გონაშვილი, კომპანიის მფლობელი. რასაც შეხედავთ ყველა დანადგარი საქართველოშია დამზადებული და აწყობილი ქართველების მიერ. აქვე გეტყვით, რომ მსგავსი ვიდეოს გადაღება ყველა ფერმერს შეგიძლიათ. თქვენ გააკეთეთ, Mosavali.org-ის ჯგუფს მიაწოდეთ და შემდეგ ჩვენ გავავრცელებთ.   ვიდეოს ავტორია ფერმერი ბექა გონაშვილი. Mosavali.org-ის Facebook გვერდზე …

განაგრძე კითხვა »

ჩანდლერის ჯიშის კაკალი – 4 გამოკვეთილი უპირატესობა

ბევრს აინტერესებდა ჩანდლერის ჯიშის კაკლის შესახებ ინფორმაცია, მის უპირატესობებზე, შედეგიანობაზე და ა.შ. თუ რა პირობებში უნდა მოვიყვანოთ და ა.შ. გთავაზობთ პირველ ვიდეოს. რა უნდა იცოდეთ? ჩანდლერის ჯიშის კაკალი 1978 წელს აშშ-ში გამოიყვანეს ზრდასრული ჩანდლერის ჯიშის კაკალი იძლევა საშუალოდ 40-45 კგ. კაკალს ჩანდლერი 3 წელიწადში უკვე იწყება ნაყოფის მოცემას ნაყოფის მოცემის სრული ფაზა იწყება 8 წელიწადში დანარჩენი ვიდეოში იხილეთ …   …

განაგრძე კითხვა »

როგორ გავსხლათ ზრდასრული ვაზი?

ზრდასრული ვაზის გასხვლა

როგორ გავსხლათ ზრდასრული ვაზი? როგორც კი ახალგაზრდა ვაზის გასხვლის თავისებურებები გავავრცელეთ მაშინვე შემოვიდა მოთხოვნა ზრდასრული ვაზის გასხვლის ვიდეოზე. ამ ვიდეოში გიჩვენებთ ერთ-ერთ ხერხს ზრდასრული ვაზის გასასხვლელად. ვიდეო გადაღებულია კახეთში, ხოხბის ცრემლების ვენახში. გიორგი ჭუჭულაშვილი, მეღვინე თავის ცოდნას გვიზიარებს. 4 მთავარი რჩევა: ვაზი უნდა გავაჩეროთ 80 სანტიმეტრზე; ერთ შტამბზე ვტოვებთ ერთ სამამულეს და ერთ შტამბს; რქა უნდა დავამოკლოთ 8 კვირტამდე; სუსტ …

განაგრძე კითხვა »