ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Tag Archives: ლიმონათი

დღე3: ლიმონათი “ბერიკა” გამოსულა :) ისიამოვნეთ სიახლით (y)

ლიმონათი „ბერიკა“ … ახალი პროდუქტი გლობალ ბიერ ჯორჯიასაგან, რომელიც ასევე უშვებს ლუდს „აისი“. შემთხვევით შევესწარი გამოპრანჭულს გუდვილში … აქციაში იყო და 1.29 ლარი გადავიხადე ბოთლში… ტარხუნა და საფერავი ვიყიდე ძალიან მოეწონათ ბავშვებს! იყიდეთ, გასინჯეთ, შეაფასეთ და რაც მთავარია ჩაერთეთ ქართული ხარისხიანი ნაწარმის პოპულარიზების კამპანიაში!   … რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში? ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი …

განაგრძე კითხვა »

დღე #15 – ლაღიძის წყალი, უგემრიელესი ჩამოსასხმელი ლიმნის ლიმონათი

ლაღიძის წყალი ბოლოს როდის გასინჯეთ? დღეს ლაღიძის წყალის რესტორანში,  გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაში, ჩამოსასხლელი ლიმონათი შევიძინე. ფაქტიურად ისტორიას შევეხე! არომატიც და გემოც სხვანაირი აქვს. სახლში ბავშვებმა გემო ასე დაახასიათეს: უცნაური! ლაღიძის წყალი – ცოცხალი ისტორიაა, ოღონდ დღეს გავიგე, რომ მხოლოდ 3 ბრენდული რესტორნითაა ბაზარზე შემორჩენილი. აქ უგემრიელესი ხაჭაპურები და ლობიანები ცხვება და და აი ის ორიგინალი ჩამოსასხმელი მინის ჭურჭლები რომ არის, …

განაგრძე კითხვა »

ლიმონათი ხილიანი – დღე #20, 30 დღიანი გამოწვევა

ლიმონათი ხილიანი

უმაგრესი გამოფენა-გაყიდვა დავასრულეთ დღეს ქარვასლაში თუ თქვენ იქ იყავით, ე.ი. იცით რაც მოხდა … ხოლო თუ არ იყავით აჰა თქვენ პირველი დღის შეჯამება 55 სურათში, საიდანაც სიტუაციას ნამდვილად იგრძნობთ … დღეს კი, 30 დღიანი გამოწვევის 20-ე დღეს მინდა გამოფენა-გაყიდვის ერთ-ერთი ჰიტი მინდა წარმოგიდგინოთ – ლიმონათი ხილიანი ლიმონათი ხილიანი ქართული ბრენდი, რომელიც წელს გამოჩნდა ბაზარზე … ქართული ბრენდი, რომელმაც აგრესიულად შეავიწროვა …

განაგრძე კითხვა »

ზანდუკელი, ნატახტარი და ზედაზენის ლიმონათები ბერლინშია აღმოჩენილი

უღრმესი მადლობა ანა ტრაპაიძეს ამ ფოტოებისათვის. ჩვენი ძველი კამპანია – „დაიპყარი მსოფლიო“ ძალაშია. ანა ბერლინში ცხოვრობს და ერთ დღესაც Ledo Market-ს ესტუმრა, სადაც ქართული პროდუქტები არა მხოლოდ აღმოაჩინა და შეიძინა, არამედ სურათებიც გადაუღო და გამომიგზავნა. დიდი მადლობა ანა! ეს ლიმონათები სამივე გასინჯული მაქვს. საინტერესოა გერმანიაშიც იგივე გემო აქვს რაც საქართველოში? თუ რამე „სპეციფიკურს“ უკეთებენ საექსპორტოს? მინდა მივმართო უცხოეთში მცხოვრებთ … …

განაგრძე კითხვა »

იამაყეთ! ბაქოში ნატახტარის ლიმონათი იყიდება

ბაქო-ნატახტარი

სულ სხვა გრძნობაა, როცა სხვა ქვეყანაში სტუმრად მყოფს სუფრაზე შენს ქვეყანაში წარმოებულ პროდუქტს დააგახვედრებენ სუფრაზე. განსაკუთრებული მადლობა ნიკოლოზ გოგოჭურს, რომელმაც აზერბაიჯანში საქმიანი მივლინებისას შანსი ხელიდან შანსი არ გაუშვა და ეს საინტერესო სურათი გამოგვიგზავნა. როგორც გავარკვიე ნატახტარის პროდუქცია ბლომად გადის აზერბაიჯანში და მშვენივრად იყიდება კიდეც. მრავალი ფაქტორი ეხმარება გაყიდვებს. მათ შორის ქართულობა და ხარისხი წამყვანია! აი ეს არის ნამდვილად საამაყო საქმე …

განაგრძე კითხვა »

ზედაზენი – ლიმონათი 0 კალორიით

ზედაზენი დიეტური

ქართულია & kar.ge-ა! 15 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც მეგა გამოწვევის ქართულია & kar.ge- ას ნაწილი გავხდი, არ მეგონა ავადმყოფობად თუ გადამექცეოდა მაღაზიის დახლებზე ქართული პროდუქტის ძებნა და ყოველი ახალი ქართული ნაწარმის აღმოჩენა ამხელა სიხარულს თუ მომგვრიდა. დღევანდელი პროდუქტი არც ახალია და არც აღმოჩენაა, ეს არის ყველასთვის კარგად ნაცნობი ზედაზენის ლიმონათი. ჩემი ყურადღება მიიპყრო ეტიკეტზე აღნიშნულმა წარწერამ შაქარი 0% ანუ ლიმონათი …

განაგრძე კითხვა »