ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Tag Archives: იმპორტი

რატომ და როგორ ? ბერავენ წყლით იმპორტირებულ გაყინული ქათმის ხორცს?

რატომ აკეთებენ ამას სწორედ რომ იმპორტიორები? დავუშვათ ადგილობრივი ნედლი ქათმის ხორცის ფასი ბაზარზე არის კილო 5 ლარი. როგორ უნდა მოუგოს იმპორტიორმა ადგილობრივ ნედლ პროდუქტს იმპორტირებული გაყინულით, როცა ხარისხით მოგების შანსი ფაქტობრივად არ აქვს? ცხადია ფასით. თუ გაყინულის ფასი იქნება 4 ლარი (20%-ით ნაკლები) კილოზე, მოსახლეობის ნახევარზე მეტი იყიდის იაფს, მით უმეტეს საქართველოსმაგვარ ღარიბ ქვეყანაში (75% იმპორტს უჭირავს ჩვენთან). და რა …

განაგრძე კითხვა »

“იმპორტის ჩანაცვლების სტრატეგია” ქვეყანას არასოდეს ჰქონია. საიდან ჩანს? ბოლო 5 წლის რიცხვებს ჩახედეთ …

იმპორტის ჩანაცვლების სტრატეგია თავისი ბუნებით ნიშნავს იმას, რომ მიზნად იღებ საგარეო სავაჭრო სალდოს შემცირებას არა კონკრეტულად რომელიმე ერთ, ორ ან სამ დარგში, არამედ მთლიანობაში. მე პირდაპირ გეტყვით, რომ “იმპორტის ჩანაცვლების სტრატეგია” ქვეყანას არასოდეს ჰქონია. თუ ჰქონდა, მაშინ ეს იყო ცუდი სტრატეგია, რომელიც არ მუშაბდა. საიდან ჩანს?ბოლო 5 წლის რიცხვებს ჩახედეთ (წყარო geostat.ge) …და დააკვირდით საგარეო ვაჭრობის სალდოს … ხედავთ სადმე …

განაგრძე კითხვა »

რატომ ვიხადოთ ელ.ენერგიის იმპორტში წლიურად 70 მლნ $, როცა შეგვიძლია საკუთარის წარმოება?

პრობლემა საქართველო წლიურად 70 მილიონ დოლარამდე ხარჯავს ელექტრო ენერგიის იმპორტში. საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, საქართველოდან ელექტროენერგიის შესაძენად 67 მილიონ 330 ათას დოლარზე მეტი გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე ($63,879 მლნ) 5.4%-ით მეტია. ფაქტობრივად ეს ფული გაედინება ქვეყნიდან. სახეზე გვაქვს მზარდი დინამიკა, რაც მომავალ წლებში უფრო დიდი ოდენობის ელექტრო ენერგიის დეფიციტს გამოიწვევს. ამას ემატება თან ქვეყნის …

განაგრძე კითხვა »

ზიმბაბვე „მაიმუნი ვირიშვილი“ კონტრაბანდისტების დევნაში …

არ გაგივა ამ ერთ კვანძში შეკრულ მსოფლიოში ასეთი ხისტი ნაბიჯები, როგორიც ზიმბაბვემ გააკეთა და კიდევ ერთი უარყოფითი შედეგი სახეზეა … საინტერესო აქ ისაა, რომ ამ მოვლენებს თვალყურს ვადევნებთ და მოვლენათა ქრონოლოგიურად დალაგებაც შეგვიძლია საიმისოდ რომ დავრწმუნდეთ შემდეგში: ხისტ მეთოდებს ამ სფეროში პერსპექტივა არ აქვს … ა.წ. 30 მაისს ზიმბაბვეში ადგილობრივი პოპულარიზების კამპანია დაიწყო … პარალელურად იმპორტის შემზღუდველი ღონისძიებები დაანონსეს … იმდენად …

განაგრძე კითხვა »

იმპორტის ბლოკირება და მსგავსი სიხისტე შედეგს რომ არ იძლევა, აი კიდევ ერთი დასტური …

თითქოს რა ჩავიციკლეთ ამ ზიმბაბვეზე, მაგრამ თემა ცხელია და სულ ახალ-ახალი ამბები ჩნდება. საინტერესო ხდება შემდეგი: ქვეყანა გუგუნებს Buy Zimbabwe კამპანიით, რომელსაც თავად მთავრობა დირიჟორობს, ეს არ იკმარეს და ათობით იმ პროდუქციის იმპორტი აკრძალეს, რომელსაც ადგილზე აწარმოებენ, ეხლა კი იძახიან, რომ სავაჭრო პარტნიორების წნეხის და ა.შ. უარყოფითი გვერდითი მოვლენების გამო იმპორტის ბლოკიდება დროებითი გამოსავალია და მალე მოვხსნითო. ამ სტატიას თუ …

განაგრძე კითხვა »

4 წელიწადში 22,000,000,000+ USD-თი გაღარიბებული საქართველო

სიღარიბე

22 მილიარდ USD-ზე მეტი ფულის გადინება ბოლო 4 წელიწადში! 1,492 USD ღირებულების დოვლათის დანაკარგი თითო მოქალაქეზე 2015-ში! 5,5 მილიარდ USD-ზე მეტი უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2015 წელს! ამ 1 კვირის წინ ზარ-ზეიმით გვახარეს, რომ Heritage Foundation-ის მიხედვით საქართველო თავისუფალი ვაჭრობის თვალსაზრისით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. ფაქტი დასაფასებელია, ამას დამნახავი დაინახავს მაგრამ … „მერე მე რა?“ – იკითხავს უბრალო მოქალაქე. ვუპასუხებდი, მაგრამ რაც გავიფიქრე …

განაგრძე კითხვა »

4 მილიარდ 457 მილიონი აშშ დოლარის ნაძარცვი გასულ 10 თვეში …

ამ თვის დასაწყისში რუსთავი2-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ერთმა მოვლენამ მცირე დროით, მაგრამ მაინც გადაფარა. ეს იყო საქართველოს ბანკიდან 10 მილიონ ლარამდე თანხის დაკარგვის ამბავი, რომელიც შეფასდა, როგორც საუკუნის ძარცვა [ვაღიარებ, მეწყინა კიდეც, რომ ეს ფული ნახეს]. რა არის ხომ 10 მილიონი? ეხლა დაფიქრდით, 2015 წლის განმავლობაში ამ ქვეყნიდან უკვე სუფთად გაიწრიტა 4,45 მილიარდ აშშ დოალრზე მეტი. ის თუ ძარცვაა, ამას რაღა …

განაგრძე კითხვა »

იანვარი-სექტემბერი 2015 – საგარეო ვაჭრობის გაახლებული სტატისტიკა

იანვარი-სექტემბერი 2015 - საგარეო ვაჭრობის გაახლებული სტატისტიკა

ახლახან გამოქვეყნდა ეს მეტად მნიშვნელოვანი სტატისტიკა … წინასწარი მონაცემებია, მაგრამ არა უშავს … რა თქმა უნდა ტენდენცია იგივეა, რაც ყოველთვის … ანუ ქვეყნიდან ვალუტის გადინება გრძელდება … აქ სხვა რამეა საინტერესო კერძოდ: -მოყვანილია 10 ძირითადი სავაჭრო პარტნიორი და ბრუნვები მათთან … როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მიმართულებით. გაიგებთ რომელ ქვეყანასთან როგორი ბალანსი გვაქვს. -უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები საქართველოს ექსპორტში … აღმოჩნდა, რომ …

განაგრძე კითხვა »

„გიხაროდენ“ … საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა, იანვარი-აგვისტო 2015

„გიხაროდენ“ ... საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა, იანვარი-აგვისტო 2015

ექსპორტს დედა აღარ ჰყავს, იმპორტს ლარის გაჭენებულმა კურსმა ამოსდო ლაგამი … ჰოდა მივექანებით მყარი ნაბიჯით უკან, ბნელში. ეს „მამალი“ მინუსი, რომელიც ექსპორტ-იმპორტის ბალანსში გვაქვს, გაგვყიდის … 2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 6395 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 1459 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (24 პროცენტით ნაკლები), …

განაგრძე კითხვა »

საგანგაშო: საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა, იანვარი-ივლისი 2015

ექსპორტ-იმპორტი

ქართველს ის უფრო აფიქრებს რა დალიოს, სად დალიოს და რამდენი დალიოს და არა ექსპორტ-იმპორტის ბალანსი, მაგრამ ხანდახან მაინც ჯობია მიმოვიხედოთ და დავინახოთ რა ქაქში ზის ეს ქვეყანა … უკვე დაიწყო საუბარი თუ რა რთული შემოდგომა ელის ლარს. როგორ გგონიათ საიდან ეს ვარაუდები? გგონიათ ყველაფერი მართლა თითიდან გამოწოვილია? არამც და არამც! ასეთი პროგნოზების გაკეთება რთული არ არის თუ იცი რას უყურო. …

განაგრძე კითხვა »