ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Tag Archives: გუდვილი

ქართულ ნაწარმზე 20% ფასდაკლების უპრეცედენტო აქცია გუდვილში!

ყოჩაღ Goodwill • გუდვილი!!! დღეს უპრეცედენტო რამ მოხდა გუდვილში ? ასეთი რამ არცერთ ქსელს არ “უკადრებია” აქამდე ? გთხოვთ აუცილებლად გ ა ა ზ ი ა რ ე თ, რომ სხვა ქსელებმაც აიღონ მაგალითი და შემოგვთავაზონ არანაკლები ? ? რა მოხდა? რა და, ყველა ქართული წარმოების პროდუქტზე ღვინიდან დაწყებული, მაფინით დამთავრებული (შეფუთულებზე) იყო 20% ფასდაკლების აქვია მხოლოდ დღეს, 24 მაისს! …

განაგრძე კითხვა »

[29 ფოტო] ქართული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გუდვილში

დღეს, 2018 წლის 24 მაისს გუდვილში “მოითხოვე ქართული“-ს ორგანიზებით გამოფენა-გაყიდვა შედგა. ცხადია ვეწვიე, რამოდენიმე მეგობარი მწარმოებელი ვნახე, ფოტოებიც გადავიღე და თქვენთვის ამ ფოტოკოლაჟში ჩავალაგე.

განაგრძე კითხვა »

“ყოჩაღ” “ევროპის ფონდი” ასეთი “სამაგალითო” წინასააღდგომო გამოფენა-გაყიდვისათვის!

ე.წ. Disclaimer: თითოეული ქვემოთ დაწერილი სიტყვა არის პირადად ჩემი – ტარიელ ზივზივაძის აზრი, რომელიც ეყრდნობა კონკრეტულ ფაქტებს. რა თქმა უნდა თქვენ გაქვთ უფლება არ დამეთანხმოთ და გექნეთ თქვენი აზრი! ფოტოებზე თქვენ ხედავთ 2018 წლის 4-7 აპრილს ევროპის ფონდის მიერ „ორგანიზებულ“ სოციალური საწარმოების წინასააღდგომო გამოფენა-გაყიდვის ამსახველ კადრებს, რომელთა გადასაღებად დღეს, 7 აპრილს, ხარება დღეს სპეციალურად ვესტუმრე გუდვილს. მიუხედავად ყველა სოციალური საწარმოს მიმართ …

განაგრძე კითხვა »

დღე3: “ტყიბულის ჩაი“-ს პირველი ხარისხის შავი ბაიხის ჩაი ვიყიდე დიღმის გუდვილში

დღეს გამოწვევის ფარგლებში გუდვილი დავლაშქრე და 5 ქართულ პროდუქტს შორის ერთ-ერთი “ტყიბულის ჩაი“-ს პირველი ხარისხის შავი ბაიხის ჩაი ვიყიდე. 100 გრამიანი და 1,69 ლარი ღირდა. „ტყიბულის ჩაი“ – უძველესი ისტორიის მქონე ქართული ბრენდია. შპს “ტყიბულის ჩაი” ჩაის გადამამუშავებელი საწარმო მდებარეობს ქ. ტყიბულში. 1934 წელს დაფუძნებული ფაბრიკა ოთხმოცდაათიან წლებში გერმანულმა ფირმა მარტინ ბაუერმა შეისყიდა, შემდგომ კი შპს “ტყიბულის ჩაი”-ს საკუთრებაში გადავიდა. შპს …

განაგრძე კითხვა »

[ფოტო კოლაჟი] დიღმის გუდვილი, გამოფენა-გაყიდვა “აირჩიე ქართული“, 7-8 აპრილი

7-8 აპრილს დიღმის გუდვილში “აირჩიე ქართული”-ს მიერ ორგანიზებული ქართული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. “აირჩიე ქართული”-ს მიერ ორგანიზებული ეს ღონისძიიება უკვე მრავალი წელია ტარდება. ამჯერად განსაკუთრებული ის იყო, რომ ეს გამოფენა ძალიან დიდი ჩართულობით გამოირჩეოდა და თუ რამ აქამდა გუდვილში „აირჩიე ქართული“-ს ეგიდით რომელიმე ექსპო გამართულა, მე პირადად ყველაზე დიდი რაც მახსოვს იმაზე 3-ჯერ დიდი მაინც იქნებოდა. და ეს არის ძალიან კარგი! …

განაგრძე კითხვა »

მადლობა გუდვილს ადგილობრივი მწარმოებლის მხარდაჭერისათვის!

ეს მეტად საინტერესო ისტორია გუშინ დაიწყო, როცა Goodwill-ს ერთი კონკრეტული – ახალი ქართული პროდუქტების მოძიების მიზნით ვეწვიე. რატომ გუდვილს? იმიტომ რომ აქ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ ქართული წარმოების პროდუქციისადმი. გუდვილში წლებია გამოფენა-გაყიდვა „აირჩიე ქართული“ იმართება და ქართველ მწარმოებლებსაც ყოველთვის უდგანან გვერდში. თან აქამდეც ბევრჯერ აღმომიჩენია აქ ახალი ქართული პროდუქცია, რომელიც შემდეგ kar.ge-ზე გამიშუქებია. მალევე გამიხარდა, როგორც კი ქარელის ჩირი დავინახე ჩურჩხელების …

განაგრძე კითხვა »

„იყიდე ქართული – დაეხმარე ბავშვებს“ – 30 დეკემბრის აქციის შედეგები

იყიდე ქართული

სულ ერთი საათი დარჩა 2016 წლის შემობრძანებამდე. წლის მისია მოვიხადე – გოზინაყი უკვე გავაკეთე, ამიტომ მეც თავისუფალი ვარ და გადავწყვიტე ერთ კეთილი საქმის შედეგი გამომეტანა სააშკარაოზე, რომელსაც სამმა ახალგაზრდამ გაუწია ხელმძღვანელობა. გუშინ ერთი ძალიან კარგი აქცია დავაანონსეთ – „იყიდე ქართული – დაეხმარე ბავშვებს“, რომელიც გუშინვე შედგა. აქციის ფარგლებში ახალგაზრდების გუნდი დიღმის გუდვილში მყიდველებისგან მათ მიერ ნაყიდ ქართულ პროდუქციას აგროვებდა ბავშვთა …

განაგრძე კითხვა »

აქცია „იყიდე ქართული – გახდი ქველმოქმედი“ დღეს, 15:00-დან დიღმის გუდვილში

იყიდე ქართული

ძალიან მაგარი აქციის შესახებ მინდა გითხრათ … ასე რომ, მოემზადეთ 🙂 გუშინ ჩემი Facebook მეგობარი თათია ქართველიშვილი შემეხმიანა და ერთი მეტად საინტერესო აქციის შესახებ მომაწოდა ინფორმაცია. როგორც აღმოჩნდა თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ინოვაციური მეწარმოების სკოლის ინიციატივით ტარდება ორ თვიანი ტრენინგები 100 მსურველისთვის. შესარჩევი ეტაპის ფარგლებში მონაწილეები 3 კაციან ჯგუფებად დაყვეს და მისცეს 4 თემა, რომლიდანაც ერთ-ერთზე უნდა გაეკეთებინათ პროექტი. ამ …

განაგრძე კითხვა »

აირჩიე ქართული გუდვილში, ფოტოკოლაჟი

აირჩიე ქართული

გუშინ, 26 დეკემბერს გუდვილში ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა. ორგანიზaტორი – აირჩიე ქართული. საორგანიზატიო გუნდმა აშკარად გული და სული ჩადო საქმეში, რომელიც ძალიან პატრიოტულია და რომელიც ძალიან უყვართ. რა თქმა უნდა ვესტუმრე, ბევრი მეგობარი ვნახე, ახლებიც გავიცანი და ფოტოები გადავიღე, რომელთაც აქ გთავაზობთ. კარგი იქნება თუ დღეს, 27 დეკემბერს მოახერხებთ და გუდვილში მიხვალთ. თქვენი თვალით ნახავდით ყველაფერს. ხოლო თუ რამეს იყიდით, …

განაგრძე კითხვა »

აირჩიე ქართული – გამოფენა-გაყიდვა გუდვილში 26-27 დეკემბერს [უკვე მეექვსედ]

აირჩიე ქართული

წყარო. ძალიან მიხარია, რომ მეტი და მეტი მოთამაშეა კარგი ქართული საქმის პოპულარიზების საქმეში. „აირჩიე ქართული“ ის გამოფენა-გაყიდვაა, რომელიც ერთადერთი ტარდებოდა 2013-2014 წლებში. ეს ის პერიოდია, როცა მე არცერთ მსგავს ღონისძიებას არ ვტოვებდი იქნებოდა ის გუდვილში, ექსპო-ჯორჯიაში თუ სხვაგან. შარშან დეკემბერში მხოლოდ აირჩიე ქართული აქტიურობდა, წელს კი უკვე რამოდენიმე ინიციატივაა ამ სფეროში. კარგია, რაც მეტი, მით უკეთესი! საქმე დიდია და გასაკეთებელი …

განაგრძე კითხვა »