ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Tag Archives: ბიზნეს გეგმის დაწერა

გადამამუშავებელი საწარმოს ბიზნეს გეგმა

გადამამუშავებელი საწარმოს ბიზნეს გეგმის დაწერა

გადამამუშავებელი საწარმოს ბიზნეს გეგმა თუ გჭირდებათ ძალიან ბევრი ფაქტორის გათვალისწინება მოგიწევთ. უნდა ვაღიარო, რომ ჩემს წინაშე 10+ პუნქტი ჩამოვწერე, რომლებზედაც მინდოდა საუბარი, მაგრამ ეს ფორმატი მაიძულებდა ამერჩია ერთი … და აი ისიც: პრინციპულად მნიშვნელოვანია სანედლეულო ბაზის სწორად გააზრება და ზუსტად ეს თემა მინდა განსაკუთრებით წამოვწიო ჩვენს სტატიაში. რატომ? იმიტომ რომ არასწორად ამ საკითხის “დალაგების” გამო თქვენი ბიზნესი ჩანასახშივე მოკვდება. და …

განაგრძე კითხვა »

აგრო ბიზნეს გეგმა • 577 737 964

აგრო ბიზნეს გეგმა

აგრო ბიზნეს გეგმა ვრცელი თემაა, ვინაიდან თავად სოფლის მეურნეობა არის დიდი სფერო და ბევრ კონკრეტულ მიმართულებას მოიცავს. თემაზე საუბრისას შემიძლია შევეხო მიწის საკუთრების თემას, HASSP და სხვა სერტიფიცირების თემებს, სფეროში მიმდინარე ტენდენციების შესწავლის მნიშვნელობას, ადგილმდებარეობის და შიდა ბაზრის შესწავლას იმის მიხედვით, თუ რა გაქვთ ჩაფიქრებული. მაგრამ ცალსახა ლიდერი შეცდომების ნაწილში, რასაც ბევრი უშვებს ამ დროს (და ეს ადვილად იკვეთება ტელეფონზე …

განაგრძე კითხვა »

საგრანტო პროექტის ბიზნეს გეგმის დაწერა

საგრანტო პროექტის ბიზნეს გეგმის დაწერა

საგრანტო პროექტის ბიზნეს გეგმის დაწერა ვისაც სურს, მათთვის ჩვეულებრივ სამი მთავარი სათქმელი მაქვს.  საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ფონდები დიდი ხანია მუშაობენ. ხშირია შემთხვევები, როცა ეს ფონდები რეგიონებში საგრანტო პროექტებს აცხადებენ. როცა მსგავსი კონკურსი ცხადდება ტელეფონზე დღეში 10-15 ადამიანი მაინც მირეკავს. 2020 წელს 47 ბიზნესგეგმა გავაკეთა და მათგან 12 იყო საერთაშორისო ფონდების საგრანტო პროექტებისთვის გაკეთებული ბიზნეს გეგმა. უნდა ვაღიარო: ეს იყო წვალება! …

განაგრძე კითხვა »

სასტუმროს ბიზნეს გეგმა • 577 737 964

სასტუმროს ბიზნეს გეგმა pdf

სასტუმროს ბიზნეს გეგმა pdf ფაილი სტატიის ბოლოშია თანდართული. ამ სტატიაში კი მოცემულიქ რჩევები, რომლებიც გამოგადგება თითოეულს, ვინც სასტუმროს აშენებს და საამისოდ ბიზნეს გეგმის დაწერა აქვს გადაწყვეტილი. ამ სტატიის წერის მომენტში (2019 წელს) დამირეკა ადამიანმა, რომელმაც შენობა იყიდა რეგიონში სასტუმროს გაკეთების მიზნით და გადაწყვიტა საოჯახო სასტუმროს ბიზნეს გეგმის დაწერა. ცხადია გავიარეთ ისეთი საკითხები, როგორებიცაა მიწა ვისია და სადაა, ადგილმდებარეობის შესწავლის თემა, …

განაგრძე კითხვა »

სტარტაპის ბიზნეს გეგმის დაწერა, ნამდვილი სტარტაპის

სტარტაპის ბიზნეს გეგმის დაწერა

თუ სტარტაპის ბიზნეს გეგმის დაწერა გაქვთ გადაწყვეტილი, მე პირდაპირ გეტყვით, რომ თქვენ არ გჭირდებათ “სტანდარტული” ბიზნეს გეგმა. მეტიც, თქვენი საერთოდ არ გჭირდებათ ის, რასაც ბიზნეს გეგმა ჰქვია. თქვენ სხვა რამ გჭირდებათ. მცირე გადახვევის სახით … გასაგები რომ იყოს ვისთვის ვსაუბრობ … დღეს რომ სტარტაპებს უწოდებენ იმათი 99% სტარტაპი არის! საპონს ამზადებ? არ ხარ სტარტაპი! ტყავის ხელნაკეთ ნაკეთობებს ამზადებ? არ ხარ …

განაგრძე კითხვა »

რესტორნის ბიზნეს გეგმის დაწერა

რესტორნის ბიზნეს გეგმის დაწერა

თუ რესტორნის გაკეთება გადაწყვიტეთ ორიდან ერთი შედეგი გექნებათ: ან გააკეთებთ ჭკვიანურად და “მოჭრით” ფულს, ან ეს იქნება სრული კატასტროფა! ამიტომ რესტორნის ბიზნეს გეგმის დაწერა ყველა შემთხვევაში მოგიწევთ და ყველაზე რთული გამოწვევა აქ არის დიფერენცირება! 2019 წელს 9,4+ მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი დაფიქსირდა ქვეყანაში, რომელიც 20 წლის წინათ მილიონ ტურისტს ნატრულობდა წელიწადში (გახსოვთ რა დრო იყო?). 2019 წლის ჩათვლით ტურიზმი იმდენად სწრაფად …

განაგრძე კითხვა »

მშენებლობის ბიზნეს გეგმის დაწერა

მშენებლობის ბიზნეს გეგმის დაწერა

სამშენებლო სექტორი (მშპ-ს დაახლოებით 8%) ასიათასობით ადამიანს ასაქმებს თავად და “წამოკიდებული” დარგების მეშვეობით (ჯამში 200,000-მდე ადამიანს). მშენებლობის ბიზნეს გეგმის დაწერა საკმაოდ პერსპექტიული საქმიანობაა ასევე. პანდემიურ 2020 წელს დარგი რეალურად სამთავრობო სუბსიდის დახმარებით გადარჩა. სუბსიდიით, რომელიც ეძლეოდა ბინის დეველოპერისგან მყიდველს 4-მდე %-ს თანადაფინანსების სახით, რაც ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო მოფიქრება იყო. თუმცა ეს სხვა სტატიის თემაა. მე მქონდა პატივი გამეკეთებინა თბილისში …

განაგრძე კითხვა »

ტურისტული კომპანიის ბიზნეს გეგმის დაწერა

ტურისტული კომპანიის ბიზნეს გეგმის დაწერა

სამი განსაკუთრებული რჩევა მაქვს ხოლმე მათთვის, ვისაც ტურისტული კომპანიის ბიზნეს გეგმის დაწერა უნდა. მარანი, საოჯახო სასტუმრო, სასოფლო ტურიზმი, გლამფინგი, კემპინგი, სატრანსპორტო კომპანია, ციფრული კომპანია და ა.შ. … უამრავი თემა ერთიანდება ამ ერთი დიდი ქუდის ქვეშ. მცირე შესავალი 2019 წელს 9,4+ მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი დაფიქსირდა ქვეყანაში, რომელიც 20 წლის წინათ მილიონ ტურისტს ნატრულობდა წელიწადში. 2019-მდე ტურიზმი იმდენად სწრაფად იზრდებოდა, რომ ქვეყანაში …

განაგრძე კითხვა »

წარმოების რეაბილიტაციის ბიზნეს გეგმის დაწერა

წარმოების რეაბილიტაციის ბიზნეს გეგმის დაწერა

წარმოების რეაბილიტაციის ბიზნეს გეგმის დაწერა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა და სათანადო ყურადღებასაც იმსახურებს. გთხოვთ დააკვირდით, რომ ჩვენ ვსაუბრობთ წარმოების რეაბილიტაციაზე (და არა საწარმოს)! განსხვავება რაშია? საწარმო მოიცავს ყველანაირ ბიზნესს. წარმოება კი მხოლოდ იმ სფეროს, სადაც საქონელი იწარმოება. მაშ, რატომაა ეს საქმე უნიკალური? იმიტომ რომ წარმოება უკვე არსებობს, გამოცდილება დაგროვილია, უკან კავშირების მთელი არსენალია, თუმცა რახან რეაბილიტაციის გეგმა იწერება, ე.ი. აქამდე საქმე ვერ …

განაგრძე კითხვა »

წარმოების ბიზნეს გეგმის დაწერა

წარმოების ბიზნეს გეგმის დაწერა

წარმოების ბიზნეს გეგმის დაწერა ჩემი პრაქტიკის დიდ ნაწილს შეადგენს. სწორედ ესაა თემა, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს ხოლმე. შემიძლია უსასრულოდ ვისაუბრო კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე (და თან მრავალ ინდუსტრიაში) დაწყებული წარმოების საშუალებების სპეციალურად აწყობის საკითხიდან დამთავრებული კონკურენტული ანალიზით. მაგრამ ამ კონკრეტული სტატიისთვის ერთ “კოპწია” თემას ავარჩევ შეგნებულად იმიტომ, რომ ამ თემას საერთოდ არ ითვალისწინებენ ხოლმე როცა მაგალითად პირველადი მოხმარების პროდუქციის ახალ წარმოებას აკეთებენ. …

განაგრძე კითხვა »