ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Tag Archives: ბაქო

გილოცავთ! გუნდური ვერცხლი ბაქოდან ძიუდოში ჩვენია!

ვერცხლი

ბაქო 2015, პირველი ევროპული თამაშები, ძიუდო, ფინალი …   უხ როგორ მანერვიულეთ ბიჭებო … თუმცა ჩემმა მაგიდამ გაუძლო … რა ვქნათ ეხლა, ვერცხლი ვჭამოთ? არადა ხო ვიცი, რომ მეტიც შეიძლებოდა … კი, დაძაბული ბრძოლები ვიხილე, მაგრამ ფინალში მაინც დავთმეთ ფრანგებთან … თქვენი ყველა ბრძოლა ვნახე და აშკარად შევატყვე, რომ მთლად განწყობაზე ვერ იყავით … რაღაც დაგაკლდათ ფინალში … ფრანგები კი …

განაგრძე კითხვა »

ადამ ოქრუაშვილი ევროპის თამაშების ჩემპიონია! მეორე ოქრო ჩვენია. ნახეთ ვიდეო :)

ადამ ოქრუაშვილი

ადამ ოქრუაშვილი ევროპის თამაშების ჩემპიონია! ბაქოს თამაშებზე მეორე ოქრო მოვიგეთ …  პირველი ოქრო ავთანდილ ჭრიკიშვილმა მოგვიტანა გუშინ. ჩვენმა ოქრო კაცმა დღეს ერთიმეორის მიყოლებით დაამარცხა პოლონელი, შემდეგ თანაგუნდელი ქართველი [ასე მოუწია ცხრილით], შემდეგ  ლიტველი. ფინალში კი ისრაელის წარმომადგენელს – სასონს სძლია!   ნახეთ ორთაბრძოლა და ისიამოვნეთ …

განაგრძე კითხვა »

ავთანდილ ჭრიკიშვილი ევროპის თამაშების ჩემპიონია! ოქრო ჩვენია. ნახეთ ვიდეო :)

ავთანდილ ჭრიკიშვილი

ავთანდილ ჭრიკიშვილი ჩემპიონია! ბაქოს თამაშებზე პირველი ოქრო მოვიგეთ …  ავთანდილი 81კგ-მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მან ერთიმეორის მიყოლებით დაამარცხა ბულგარელი, ესტონელი, ბელარუსი და გერმანელი ძიუდოისტები. ფინალში კი რუსეთის წარმომადგენელს – ივან ნიფონტოვს სძლია!   ორთაბრძოლის ვიდეო …   ნახეთ დაჯილდოვება და ჰიმნი [2:45 -დან] …   აქ კი რამოდენიმე სურათი …   ყოჩაღ!

განაგრძე კითხვა »

ყოჩაღ! ამირან პაპინაშვილმა ბაქოში ბრინჯაო აიღო!

ამირან პაპინაშვილი

საქართველო ბაქოს თამაშებში 104 სპორტსმენით მონაწილეობს. ქართველთა გუნდის საერთო მონაგარის ნახვის მსურველთ შეგიძლიათ ეწვიოთ აი ამ გვერდს. ჯერჯერობით გვაქვს 3 ვერცხლი და 8 ბრინჯაო. კი მართალია ოქრო ბაქოს თამაშებზე აუღებელი ციხესიმაგრე გახდა, მაგრამ … ხდება ხოლმე … დღეს კიდევ გაგვახარა ქართველმა სპორტსმენმა. ძიუდოისტმა ამირან პაპინაშვილმა რეპეშაჟში დაამარცხა გერმანელი ტობიაშ ენგლმაიერი და ბრინჯაოს მედლისთვის ესპანელ ფრანსისკო გარიგოსს შეხვდა. ისიც დაამარცხა და …

განაგრძე კითხვა »

სალომე ფაჟავა – განდაგანა და რაჭულით მოპოვებული ბრინჯაოს მედალი ბაქოდან!

სალომე-ფაჟავა-saloma-pazhava

ბაქოში 12-28 ივნისის პერიოდში EURO 2015 – პირველი ევროპული თამაშები ტარდება, რომელშიც ქართველი სპორტსმენების მონაწილეობენ. ამ მომენტისათვის მოპოვებული გვაქვს 7 მედალი – 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო. სრული ინფორმაცია ქართული გუნდის და პრიზიორების შესახებ ნახეთ აქ. დღეს კიდევ ერთი მედალი ავიღეთ … სალომე ფაჟავა ბრინჯაოს პრიზიორია. სალომემ ბრინჯაოს მედალი აიღო მხატვრულ ტანვარჯიშში, ამ ურთულეს სპორტის სახეობაში, რომელიც უმძაფრესი კონკურენციითაა გამორჩეული …

განაგრძე კითხვა »

იამაყეთ! ბაქოში ნატახტარის ლიმონათი იყიდება

ბაქო-ნატახტარი

სულ სხვა გრძნობაა, როცა სხვა ქვეყანაში სტუმრად მყოფს სუფრაზე შენს ქვეყანაში წარმოებულ პროდუქტს დააგახვედრებენ სუფრაზე. განსაკუთრებული მადლობა ნიკოლოზ გოგოჭურს, რომელმაც აზერბაიჯანში საქმიანი მივლინებისას შანსი ხელიდან შანსი არ გაუშვა და ეს საინტერესო სურათი გამოგვიგზავნა. როგორც გავარკვიე ნატახტარის პროდუქცია ბლომად გადის აზერბაიჯანში და მშვენივრად იყიდება კიდეც. მრავალი ფაქტორი ეხმარება გაყიდვებს. მათ შორის ქართულობა და ხარისხი წამყვანია! აი ეს არის ნამდვილად საამაყო საქმე …

განაგრძე კითხვა »