ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Tag Archives: ბარამბო

დღის აღმოჩენა: უგემრიელესი “ჩიროკო“ – შოკოლადი ქლიავის ჩირით „ბარამბო“-სგან!

წინასაახალწლოდ რა თქმა უნდა ბარამბოს ტკბილეული ბლომად ვიყიდე! მათ შორის იყო 14.4 ლარიანი შოკოლადები … მგონი 5 სხვადასხვა სახეობა შევარევინე ამ ფასიანები, ბღუჯა-ბღუჯა … ისე მოხდა, რომ დღეს პირველად დავაგემოვნე ეს კონკრეტული შოკოლადი. გემო უცნაური მეჩვენა … შეფუთვას დავხედე და … თურმე ბარამბოს ახალი ბრენდული დასახელებით – „ჩიროკო“ გამოუშვია ქლიავის ჩირის შემცველი შოკოლადი. იყიდება 14.4 ლარად (ანალოგიურს სომხურს იმავე დახლზე …

განაგრძე კითხვა »

დამდეგ 2019-ს ბეეევრი ტკბილეული უხდება :) გამოწვევის 28-ე დღე ბარამბოსია (Y)

შოკოლადები … კიდევ შოკოლადები … ფილა შოკოლადები … ბარამბინო შოკო კრემი … Discover Batumi … გამოწვევის 28-ე დღე ბარამბოსია! ტკბილად შეხვედროდეთ დამდეგ 2019-ს! ინფორმაციისათვის: 2018 წლის 1 დეკემბერიდან 30 დეკემბერის ჩათვლით, 30 დღის განმავლობაში მე – ტარიელ ზივზივაძე ყოველ დღე ვიყიდი ადგილობრივი წარმოების ბრენდირებულ ქართულ ხარისხიან ნაწარმს, ჩავწერ FB ვიდეოს ან დავდებ სურათს / სტატიას და გამოვიწვევ ჩემს მეგობრებს რომ …

განაგრძე კითხვა »

ბარამბინოს შოკო-კრემი, გამოწვევის #5 დღის პროდუქტი

ბავშვებს ხომ უყვართ ჩემთან ოჯახში? უნდა ვაღიარო, რომ ბავშვებზე არანაკლებ მიყვარს მე ბარამბინოს შოკო-კრემი, რომელიც 2018 წლის დეკემბერის 30 დღიანი გამოწვევის მე-5 დღის პროდუქტია. ეს პროდუქტი დიდი ხნის განმავლობაში გამოდიოდა და სულ ამას ვყიდულობდი ისედაც, თუმცა დაახლოებით 1 წლის წინ გაქრა. რახან ქართული ალტერნატივა არ იყო, გადავედი მეც იმპორტულზე. მაგრამ როგორც კი ქართული გაჩნდა დავუბრუნდი ქართულს 🙂 7.2 ლარი ღირდა …

განაგრძე კითხვა »

„ბარამბო”-ს Discovery Georgia, Discovery Tbilisi და Discovery Batumi კორეის რესპუბლიკაში KOTFA 2018-ზე

ბარამბო – უგემრიელესი შოკოლადების ერთადერთი მწარმოებელია საქართველოდან,  რომელიც წარმოდგენილია 2018 წლის 14-17 ივნისს სეულში გამართულ აზიაში ერთ-ერთ უმსხვილეს ყოველწლიურ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე – KOTFA 2018. როგორ მოხდა ეს? ძალების გაერთიანებით: მწარმოებლებმა ნიმუშები მოგვაწოდეს, მოძრაობა KAR.GE-მ ორგანიზება გააკეთა და ნაწარმი შეკრიბა, რომელიც კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ თავისი ხარჯით ჩაიტანა კორეაში KOTFA 2018 და KOIMA 2018-ზე გამოსაყენებლად. უღრმესი მადლობა ბნ. ოთარ ბერძენიშვილს …

განაგრძე კითხვა »

მე ვიყიდე ქართული შოკოლადები ბარამბოსგან! ყველა სხვა იმპორტულ შოკოლადს ვივიწყებთ!

ცოტა ხნის წინ ჩვენს ბაღებში იმპორტული (ამ შემთხვევაში რუსულის) შოკოლადების დარიგების სამარცხვინო ფაქტს გამოხმაურებაც ისეთი მოჰყვა, ნეტა მართლა ჩამახედა ამ ხალხის თავებში ისევ რომ სსრკ-ს მისტირის. მადლობა მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა ლელა მაჩაბლიშვილს თემატური სტატიისთვის, რომელმაც კიდევ უფრო მეტი ცეცხლი დაანთო და იმ ადამიანებს, რომელთაც სწორად გაიგეს გზავნილი. სამწუხაროდ უნდა ვაღიარო, რომ ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ საკითხში უიმედოა! სამწუხაროდ …

განაგრძე კითხვა »

3 რამ გემუქრებათ ბარამბოს კარამელის ყიდვის შემდეგ …

ბარამბოს კარამელი

რა გემუქრებათ? არც არაფერი … ყოველ შემთხვევაში ცუდი არაფერი… ბარამბოს კარამელის ყიდვისა თუ რამ გემუქრებათ არის: 1) საქართველოს მოქალაქის დასაქმება, 2) ქართული ბიზნესის გაძლიერება და 3) ქართული სახელმწიფოს გაძლიერება. ეს თემა kar.ge-ზე ბევრჯერ გვაქვს ახსნილი და აქ აღარ დავწვრილმანდებით. ბარამბოს კარამელი შეიძლება იდეალური არაა, მაგრამ არც დასაძრახი აქვს რამ. ბავშვებს ნამდვილად გაახარებთ თუ უცხოური შოკოლადების მაგივრად ქართულით გაუმასპინძლდებით. მათთვის შოკოლადია …

განაგრძე კითხვა »

დატკბით ბარამბოს კარამელი მიქსით :)

კარამელი ბარამბო

ბარამბოს ასორტიმენტი ვრცელი აქვს და ეს მიქსიც ამის დასტურია. რატომ მიიქცია ჩემი მზერა და ყურადღება გუდვილის დახლზე დადებულმა ამ პროდუქტმა? ძალიან მარტივად … შეფუთვით … ეგრევე მომხვდა თვალში. გასინჯვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ გემოც მშვენიერი აქვს. შეფუთვაში 150 გრამიანი სხვადასხვა ფერის და გემოს კამფეტებია. ბავშვებს უხარიათ ხოლმე ასეთი ტიპის საჩუქრები. ცოტაა, ფერად-ფერადი და გემრიელი. არც იმდენი, რომ გულზე დააკლდეთ, არც იმდენი, …

განაგრძე კითხვა »

ბარამბო, შავი შოკოლადი, 68% კაკაოთი

შავი-შოკოლადი-ბარამბო

გიყვართ ბარამბო? ბარამბოს პროდუქციას ყველანი იცნობთ, მაგრამ ყიდულობთ კი? ბოლოს როდის იყიდეთ? მე პირადად ბოლო პერიოდში ბარამბოს შოკო კრემს უფრო მივეძალე. მე რა, ბავშვებს მოსწონთ … ბარამბოს ეს შავი შოკოლადი მე მგონი ერთადერთია, სადაც მე პირადად ყველაზე მეტად ვგრძნობ შოკოლადს. 68 % კაკაოს შემცველობა მაინც თავისას შვრება. თუმცაღა ჩემთვის ზედმეტად მძაფრია, რის გამოც ხშირად არ ვყიდულობ ხოლმე. მე უფრო რძით …

განაგრძე კითხვა »

ტირამისუ – ბარამბოს შოკოლადი

ბარამბო ტირამისუ

5 წელია რაც ბარამბო ბაზარზე არსებობს. კომპანიამ შოკოლადებით დაიწყო და დღეს უკვე მისი ასორტიმენტი ასობით პროდუქტს მოითვლის სხვადასხვა პროდუქტის კატეგორიაში კანფეტებიდან დაწყებული ნაყინების ჩათვლით. კომპანია მარკეტინგულადაც სერიოზულად აქტიურობს, რადგან მის ბაზარზე გაჩერება ნიშნავს „ჩაჩოჩებას“. ვრცელ ასორტიმენტში შეუძლებელია ყველაფერი ერთნაირად კარგი გექნეს, ზოგი აშკარად ჩამოცდება ხარისხის მაღალ თამასას, მაგრამ ბარამბოს ტირამისუ – ერთ-ერთია ბარამბოს უგემრიელეს შოკოლადებს შორის, რომელიც მართლა კარგია! ამის …

განაგრძე კითხვა »

ტატანო მოსულაა … ახალი შოკოლადი ბარამბოსგან

ტატანო

ბარამბოს პროდუქციის ფანი ვარ და გამიხარდა [სხვათა შორის Facebook-ით გაზიარებული სურათიდან გავიგე მისი არსებობა] რომ ახალი შოკოლადი გამოუშვია – ტატანო. ვიყიდე სუპერმარკეტში La Family, დიღომში. ფასი 61 თეთრი. მარკეტებში 65 ან 70 თეთრი ეღირება ალბათ. ზოგს მართლაც უყვარს ასეთი შოკოლადი, შიგნით კარამელით და ასეთი შემადგენლობით, მაგრამ მე პირადად ვერ დავუმუღამე. ცოტა არ მესმის რაღა დაგიმალოთ და ასეთი სახელი რატომ დაარქვეს, …

განაგრძე კითხვა »