ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Tag Archives: ჩაი

ეს ნამდვილი საოცრებაა! გურიელი მცენარეული ჩაი პიტნა …

გურიელი-მცენარეული-ჩაი-პიტნა

დღეს პირველად გავსინჯე ეს ჩაი … ცოტა კი მეეჭვებოდა თავიდან … მცენარეული ჩაი და თან პიტნა. პიტნა მხოლოდ ნადუღში მიყვარს. მაგრამ არ დაგიმალავთ და სახტად დაგვრჩი იმდენად გემრიელია. ეხლაც ამ ჩაის ვსვამ ამ ტექსტის წერის პროცესში. 3.5 ლარი გადავიხადე 100 გრამიან შეფუთვაში ჩვეულებრივ მარკეტში. რითია კარგი ეს მცენარეული ჩაი – პიტნა? ალპურ და ზუბალპურ ზონებში, ვულკანურ მთიანეთში, ფოთლოვან და წიწვოვან …

განაგრძე კითხვა »

გურიელი, შავი ჩაი ბერგამოტის არომატით, საექსპორტო

გურიელი შავი ჩაი

იყო დრო, როცა მე დიდად ვერ ვერკვეოდი ჩაებში [არც ეხლა ვერკვევი დიდად რომ ვაღიარო] და Riston-ის ჩაის ვყიდულობდი ხოლმე. უბრალოდ იმიტომ რომ არ ვიცოდი რა მეყიდა [არადა გურიელი მაშინაც იყო ბაზარზე]. თუმცა მას შემდეგ რა „მჭადი მივირთვი“ თვალი ამეხილა და გონება გამინათდა. დავინახე, რომ უამრავი დასახელების ქართული ჩაი დევს დახლზე. დავინახე და გადავერთე. ეს 100 გრამიანი შეფუთვა 3.45 შევიძინე მარკეტში. …

განაგრძე კითხვა »

ჩაი ელიტა – უნდა გასინჯოთ!

ჩაი ელიტა

ქართულია & kar.ge-ა! რის გამო არის ეს ასე … ? იაფი, ძვირი და ა.შ. … ეს ის ბუნებრივი შეკითხვაა, რომელიც მიჩნდება ყოველთვის როცა რაღაც პროდუქტს მოულოდნელ ფასში ვაწყდები … ჩაი ელიტა – 9.2 ლარი გადავიხადე გუდვილში და არ დაგიმალავთ – ვერ გამეგო რატომ იყო ასე ძვირი მანამ, სანამ არ გავხსენი და დავაგემოვნე დღეს საღამოს. დავრწმუნდი, რომ ჩაი ელიტა მასში დახარჯულ …

განაგრძე კითხვა »

მარადიდი – უგემრიელესი ჩაი აჭარიდან

მარადიდი

ქართულია & kar.ge-ა! მე ჩაის მოყვარული ვარ და ხარისხიან ჩაის ვცნობ. მარადიდი – მაღალხარისხიანი ჩაია! პირველად მარადიდი გამოფენაზე – „აირჩიე ქართული“ გავიცანი დაახლოებით 1 წლის წინ. დღეს კი პირველად შევიძინე. 250 გრამიანი პაკეტი 5.5 ლარი ღირს გუდვილში. შავი ჩაია, არომატიანი და გემრიელი. ჩაი მოჰყავთ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მარადიდში. მწარმოებელია შპს „აჭარაინვესტ-ჩაი“. ტელეფონი – 557 59 47 47. აშკარაა, რომ აქცენტი …

განაგრძე კითხვა »

ეფექტი ჩაი გადამარჩენს ეხლა მე?

ეფექტი ჩაი

ქართულია & kar.ge-ა! ვერც ლარი გვყავს ჯანზე და ადამიანებსაც გრიპმა და გაციებებმა დაგვრია ხელი. ჩვენი kar.ge გუნდის ნახევარიც დაფენილია სამწუხაროდ. დიდხანს ვუძალიანდი, მაგრამ დღეს უკვე აშკარად შევატყე, რომ რაღაც უნდა შევაშველო … ჰოდა ეფექტი ჩაიც აქვეა. პირველად ეფექტი ჩაი ჯერ კიდევ ჩემი დეკემბერის გამოწვევისას გამოვიყენე და მაშინ მიშველა, 1-ზე მეტი არ დამილევია [არადა 2 ვიყიდე]. ეხლაც მივირთვი ის შემორჩენილი, თუმცა …

განაგრძე კითხვა »

მწვანე ჩაი პიტნით, რომელმაც იმედი გამიცრუა

ქართულია & kar.ge-ა! ჩვენი პროექტი სარეკლამო ხასიათის არაა, ვფიქრობ ის უფრო შემეცნებით ხასიათს ატარებს. გუნდი თითოეული წევრი ეძებს პროდუქტს, რომელიც თუ საუკეთესო არა, საშუალოზე მაღალი ხარისხის მაინცაა. მაგრამ ერთერთი უპირველესი მოვალეობა მაინც გულწრფელობაა. ესაა ის, რის გარეშეც მკითხველი უბრალოდ ვერ გენდობა. სწორედ გულწრფელობის გამო გადავწყვიტე დამეწერა ეს პოსტი. პიტნის ჩაი დედულეთს მახსენებს. ქართლში, მცხეთის რაიონში, დედაცემის სოფელში პოპულარული სასმელი მეც …

განაგრძე კითხვა »

ლაზი შავი ბაიხის ქართული ჩაი

ქართულია & kar.ge! ჩაის კულტურები საქართველოში XIX საუკუნის ბოლოს შემოიტანეს ჩინეთიდან. პირველი ჩაის მიღებამდე მრავალი ადამიანის ფიზიკური და ფინანსური რესურსი ჩაიდო. ასე რუდუნებით ნაშენი პლანტაციები XX საუკუნის ბოლოს ყველასთვის კარგად ცნობილი მოვლენების შედეგად თითქმის ბოლომდე განადგურდა. საბედნიეროდ გამოჩნდნენ კომპანიები რომელთაც ქართულ ჩაის მეორე სიცოცხლე აჩუქეს. წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ასეთ კომპანიას –შპს „ლაზი“ და მის შავი ბაიხის ჩაი. ეს ქართული ჩაი მთლიანად …

განაგრძე კითხვა »

ქართული შავი ჩაი პეტრა

ქართულია & kar.ge -ა ! ამჯერად ჩემი ყურადღება ჩაიმ მიიპყრო. ახალი პროდუქტი აღმოვაჩინე – ქართული შავი ჩაი „პეტრა“. სასიამოვნო, არ თუ მკვეთრი, შავი ჩაისთვის ცოტა ზედმეტად რბილი არომატი აქვს. სურნელიც დიდად არ იგრძნობა. მსუბუქი ჩაის მოყვარულებისთვის ძალიან გემრიელია, ჩემთვის კი ალბათ ბერგამოტის არომატით აჯობებდა, სამომავლოდ გავითვალისწინებ 100 გრამიან შეფუთვაში 2.55 ლარი გადავიხადე. შეფუთვა საკმაოდ კარგი, ყუთში ჰერმეტულად შეფუთული პროდუქტია მოთავსებული. …

განაგრძე კითხვა »

ქართული ტყის ხილის ჩაი – ნამეტანი გემრიელია!

ტყის ხილის ჩაი

ქართულია & kar.ge-ა! ეპიკური ლაშქრობის დღე მქონდა … გუდვილი დავლაშქრე და დახლოებით 12-მდე ქართული პროდუქტი შევიძინე. ჯიბეს/ბარათს რაღა დაგიმალოთ და ოდნავ დაეტყო, მაგრამ … მაგრამ … დღეს აღმოვაჩინე ტყის ხილის ჩაი გურიელისგან, რომლის შესახებ აქამდე არც გამეგო. 100 გრამი 3,85 ლარი ღირს და დაყენების და გასინჯვის შემდეგი ცალსახად შემიძლია ვთქვა: ეს თქვენც უნდა გასინჯოთ! ეხლა, ამ სტატიის წერის დროსაც ამას …

განაგრძე კითხვა »

კარკადეს ჩაი – ფარაონების სასმელი

ქართულია & kar.ge! მეორე დღეს მინდა გაგაცნოთ სუდანის ვარდის ფოთლების ჩაი, ხალხში ცნობილი როგორც კარკადე. მას „ფარაონების სასმელს“, „რომაელი იმპერატორების ჩაის“ სახელითაც მოიხსენიებენ. სასარგებლო თვისებები მას ბევრი გააჩნია, მათი მცირედი ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება: იგი არეგულირებს წნევას, ამაგრებს სისხლძარღვებს, ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას, აუმჯობესებს ნივთრებათა ცვლას, ატონიზირებს ორგანიზმს. აქვე უნდა ავღნიშნო ძალიან საინტერესო ფაქტი: ცხელი კარკადეს ჩაი წნევას წევს მაღლა, …

განაგრძე კითხვა »