ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Tag Archives: მე ვყიდულობ ქართულს

დღე 8: ჯორჯიტაში შეძენილი „დემა“-ს 100% ნატურალური ხელნაკეთი საპონი

დემა … ქართული, 100% ნატურალური და ხელნაკეთი საპონი, რომელიც მარკეტინგულადაც მოწესრიგებულია და არა მხოლოდ. საერთოდ, kar.ge-ზე რომ პროდუქტს დავდებთ, იმას ბევრი კომენტარი არ სჭირდება ხოლმე, პირდაპირ ყიდვა სჭირდება. და ეხლაც პირდაპირ დემას FB გვერდისკენ გადაგამისამართებთ. 3 რამ უნდა იცოდეთ: ეს ხელნაკეთი საპონია, ნატურალური ინგრედიენტებით მზადდება და იაფი არაა, 8 ლარი გადავიხადე, ჯორჯიტაში შევიძინე. თუმცა ვისაც ესმის ამ თემის „ფასი“, ის …

განაგრძე კითხვა »

დღე 7: დღეს მე „კაიზერი“-ს ორიგინალური სალიამი ვიყიდე „სუპერმარკეტ ნიკორა“-ში

ჩემთან ოჯახში ძეხვეული გვიყვარს … კარგი ძეხვეული ჰო მით უმეტეს … საქართველოში საბედნიეროდ კარგი ძეხვეულის კარგი არჩევანი გვაქვს … ამჯერად, „კაიზერი“-ს ორიგინალური სალიამი ვიყიდე „სუპერმარკეტ ნიკორა“-ში, გლდანში! ჩემი გათვლა მარტივია, „კაიზერი“-ს ბრენდის ქვეშ რაც იყიდება „იაფი“ არ არის, მაგრამ მისი ხარისხი გამორჩეულია! ეს კი ჩემი დღევანდელი გამოწვევის ვიდეო:   … რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში? ჩვენი მოტივაცია …

განაგრძე კითხვა »

დღე 7: ვინიფერას ეს უგემრიელესი ყურძნის მურაბა „ალფონსო“ აუცილებლად უნდა მეყიდა!

პირველად ეს მურაბა 2 წლის წინ გავსინჯე. ის სიღნაღში, ფესტივალზე ვიყიდე და ეს რა გავსინჯე … გემო ჰქონდა წარმოუდგენელი … სასწაულებრივი! და ჩვენი 30 დღიანი გამოწვევის ფარგლებში რომ ეს მურაბა თქვენთვის არ გამეცნო, დაუშვებელი იქნებოდა. საბედნიეროდ ნიკორას სუპერმარკეტში შემხვდა. შემხვდა და ჩემი „კალათი“ დაამშვენა! გემო გადასარევი … სიტკბო ზომიერი … ყურძნის მარცვლები ბლომადაა შიგნით … მეტი რა უნდა გინდოდეს მურაბისგან? …

განაგრძე კითხვა »

დღე #6: ალუმინის ქილაში ჩამოსხმული ბორჯომი!

ალუმინის ქილაში ჩამოსხმული ბორჯომი თაობაზე რა უნდა გითხრათ ეხლა მე ისეთი, რომ ახალი იყოს თქვენთვის? ვისურვებდი მხოლოდ იმას, რომ ყველა დარგში იყოს ისეთივე სიტუაცია, როგორც წყლების მინერალური წყლების ინდუსტრიაში გვაქვს შიდა ბაზარზე და ექსპორტზე. ეს კი ჩემი დღევანდელი გამოწვევის ვიდეო:   … რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში?   ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ …

განაგრძე კითხვა »

დღე 6: მე ვიყიდე კულას ალუბლის 100% ნატურალური წვენი!

უკვე მრავალი წელია კულა ბაზარზეა … პროდუქციის ასორტიმენტში 200+ ნაწარმია … ექსპორტი მგონი 30+ ქვეყანაში აქვს … ბრენდი იმდენად ცნობადია, რომ ბავშვმაც კი იცის საქართველოში … და მაინც, მიუხედავაც იმისა, რომ კიდევ რამოდენიმე მსხვილი ქართული წარმოებაა ამ მიმართულებით, წვენების ბაზარზე საქართველოში ქართულებს 20% ძლივს უჭირავთ … ნეტა რატომ? რა მნიშვნელობა აქვს რატომ? ვიყიდოთ ქართული ყოველ დღე! მორჩა! ეს კი ჩემი …

განაგრძე კითხვა »

პირველი ქართული ზეთისხილის ზეთი – უკვე ვიყიდე!

უკვე მრავალი წელია, რაც კახეთში ზეთისხილის ბაღებია გაშენებული. ხოლო ერთი წელიც არ არის რაც ქართული ზეთისხილისგან ზეთი დამზადდა და ქსელში შევიდა. გაიცანით კომპანია ქართული ზეთისხილი და მის მიერ წარმოებული ზეთისხილის ზეთი, რომელიც მე დღეს კარფურში ვიყიდე. პროდუქცია სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში მზადდება ცივი გამოხდის მეთოდით, ქოლესტერინის გარეშე და ორ სხვადასხვა ზომის ბოთლშია ჩამოსხმული. არ შეიცავს ტოქსიკურ ელემენტებს. და რაც მთავარია, …

განაგრძე კითხვა »

თათარა ასორტი – ხელის დამშვენება გნებავთ სტუმრად მისვლისას?

თათარა ასორტი უნიკალური პროდუქტია! სწორედ ამიტომაა იგი ჩემი გამოწვევის მეხუთე დღის შენაძენი! თეთრი თათარა მზადდება რქაწითელის ყურძნის წვენით, ხოლო წითელი – საფერავის ყურძნის წვენით. თავად პროდუქტი დიზაინით ძალიან წააგავს ბუნებრივ ანალოგს, რომელშიც მოთავსებულია შესაბამისი ნაყოფი. შეფუთვაზე ნათლად ჩანს მისი შიგთავსი, რაც ამ ტიპის პროდუქტისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობაა. შეფუთვაში პროდუქცია განთავსებულია ორ ფენად და ისინი გაყოფილია მუყაოს ფურცლით. ასევე, შეფუთვაშია ორი ცალი …

განაგრძე კითხვა »

ზედაზენი კრაფტი – ქართული ლუდის კომპანიის საჩუქარი ლუდის მოყვარულებს

ზედაზენი კრაფტი … მხოლოდ გასინჯვის შემდეგ რომ ხვდები თურმე რა ყოფილა ეს სასმელი! მართალი ყოფილა ყველაფერი, რასაც მასზე ამბობენ! დღეს შევიძლინე ორი ბოთლი გამოწვევის ფარგლებში, და მოხარული ვარ, რომ ამ პროდუქტის წარმოჩენის შესაძლებლობა მომეცა ქართული ნაწარმის დამფასებელ საზოგადოებაში! იყიდეთ მეგობრებო, გასინჯეთ და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები! ეს კი ჩემი დღევანდელი გამოწვევის ვიდეო:   … რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში? …

განაგრძე კითხვა »

[Live] ჩვენი ფერმა – მე ვყიდულობ ქართულს – 30 დღიანი გამოწვევა იწყება!

ამიტომ მიყვარს საზოგადოებრივ რადიოში სტუმრობა … მსმენელის დიდი ჩართულობა … კარგი შეკითხვები და პასუხები … უღრმესი მადლობა ქალლბატონ ჯული ბენაშვილს მოწვევისათვის! კიდევ ერთხელ წამოვწიეთ თემა და დავაანონსეთ 30 დღიანი გამოწვევა – „მე ვყიდულობ ქართულს“, რომელიც 1 დეკემბერს იწყება და მთელი წინასაახალწლო პერიოდის განმავლობაში იგუგუნებს!

განაგრძე კითხვა »

ანონსი: 2017 წლის 1 დეკემბერს გრანდიოზული #30დღიანიგამოწვევა #მევყიდულობქართულს იწყება

მშვიდობა თქვენდა! გიორგობას გილოცავთ პირველ რიგში, მრავალს დაესწარით! და სწორედ ამ დღეს უმნიშვნელოვანეს ქართულ საქმეში ჩართვა მინდა შემოგთავაზოთ (y) უმწვავესი პრობლემა 2017 წელს ემიგრანტების ჩამორიცხვების (20 %-მდე), ექსპორტის (30 %-მდე) და ტურიზმის (10 %-მდე) დღემდე უპრეცედენტო ზრდის მიუხედავად საქართველოს ეკონომიკის წლიური ზრდა 5%-საც ვერ აღწევს. იკითხავთ – რატომ? რატომ არ აისახება ადექვატურად შემოსავლის ასეთი თვალსაჩინო ზრდა ქვეყნის ეკონომიკაზე? წარმოების განვითარებაზე? …

განაგრძე კითხვა »