ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Tag Archives: მე ვყიდულობ ქართულს

„ნუგეში“-ს ქსელში შეძენილი „ჩვენი ფერმერი“-ს დღის კარაქი ჩემი მე-15 დღის პროდუქტია!

82.5%-იანი ნაღდი კარაქი, რომელიც ნამდვილად ხარისხიანია და ფასიც ამას მოწმობს წარმოებულია „ჩვენი ფერმერი“-ს მიერ და ფართოც ხელიმსაწვდომია ქსელში. ცხადია ფასით სათანადო აქვს და თითქმის 5.5 ლარი ღირს. თან ეტიკეტიც მეტად ორიგინალური აქვს და გურული ძმების ისტორიას გვაცნობს, რომელთაც ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლედ (დეტალებში არ შევალ, ვინაიდან იყიდეთ და ნახეთ) ეს კი ჩემი დღევანდელი გამოწვევის ვიდეო:   … რატომ 30 …

განაგრძე კითხვა »

გურიელის საშობაო ჩაი (ლიმიტირებული მოცულობით წარმოებული) ჩემი მე-14 დღის შენაძენია

ქართული ჩაის ფლაგმანმა – „გურიელმა“ უმაგრესი საახალწლო სიურპრიზი გაგვიკეთა! აი რა პროდუქტი შემოვიდა ქსელში – გურიელის საშობაო ჩაი … აი, რა ნაწარმით გამოვიწვიე 150 პარლამენტარი დღეს … დიდი რუდუნებით შექმნილია სპეციალურად თქვენთვის! და ის აუცილებლად უნდა გასინჯოთ! ღირს 10 ლარი! შეფუთულია თუნუქის ქილაში! ეფექტური შეფუთვის გამო ძალიან თვალშისაცემია. დახლთან რომ ჩაივლი, თვალს ვერ ააცილებ! მე კი ბევრი არ მიფიქრია და …

განაგრძე კითხვა »

გურული მჭადის ფქვილი ოზურგეთის რაიონის სოფ. დვაბზუდან გამოწვევის მე-13 დღის შენაძენია

წყლის წისქვილზე დაფქული გურული მჭადის ფქვილი ვიყიდე თან რეკომენდაციით: „გონებას ხსნისო“ 🙂 დაამატა კონსულტანტმა … ხუმრობა იქით იყოს და 2,29 ლარი გადავიხადე 1 კილოგრამში, რაც თუ გავითვალისწინებთ, რომ 1.5-2 ლარი ისედაც ღირს ასაწონი მჭადის ფქვილი, არაუშავს ფასია. ალბათ ღირს გადაიხადო, ვინაიდან შეფუთული წესიერადაა და არომატი ფქვილს (ოღონდ ჯერ არ გამომიცხვია მჭადი) გადასარევი აქვს! მწარმოებელი არის შპს „გურული“, რომელიც ოზურგეთის რაიონის …

განაგრძე კითხვა »

“ბაია“-ს შვრიის ფქვილი გარგარით და ალუბლით ჩემი გამოწვევის მე-12 დღის შენაძენია

კითხულობთ ამ ტექსტს? ე.ი. ჩათვალეთ, რომ გამოწვეული ბრძანდებით … გააკეთეთ ის, რასაც ყოველ დღე ვაკეთებ მეც და ბევრი ჩვენებურიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში … იყიდეთ ქართული და გამოიწვიეთ მეგობრები! ბაიაფუდის მიერ წარმოებული შვრიის ფქვილი ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, რომელიც დღეს ბაზარზე არის. პირადად მე ფაფის დიდი მცოდნე არ ვარ, მაგრამ ჩემთან ოჯახში უყვართ და აფასებენ! ვიყიდოთ და ამით დავაფასოთ ხარისხიანი ქართული …

განაგრძე კითხვა »

კახური არარაფინირებული ზეთი “სიღნაღი” გამოწვევის მე-11 დღის შენაძენია

დიახ, ვიშოვე … „სიღნაღი“-ს მოსაძებნად მართლა უნდა გაისარჯო ისე, რომ მერე სიტყვა „ვიშოვე“ თქვა … რატომ? ქართული ნედლეული ცოტაა და ცოტა იწარმოება! შემთხვევით მივაგენი სუპერმარკეტში – „ნატურალი“ თბილისში, ც. დადიანის ქუჩაზე, მეტრო ნაძალადევის მიმდებარედ. 100%-იანი მზესუმზირის არარაფინირებული კახური ზეთი “სიღნაღი” თანამედროვე ტექნოლოგიით იწარმოება კახეთში, სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში. მწარმოებელი – შპს “სიღნაღი”. ეს კი ჩემი დღევანდელი გამოწვევის ვიდეო:   …

განაგრძე კითხვა »

გასინჯეთ „START” – ახალი ქართული ენერგეტიკული სასმელი!

პირველი კონტაქტი START-თან ამ ორიოდ თვის წინ შედგა. სამხრეთ კორეაში საერთაშორისო ექსპო – IFFE 2017-ზე გვქონდა START და მისი ძმობილი პროდუქტი ROCK N ROLL წაღებული. მას შემდეგ START ადგილობრივ ბაზარზეც შევიდა. 1 ლარი ღირს და ქსელში ნელ-ნელა შედის და დღეს სრულიად შემთხვევით წავაწყდი მას ერთ-ერთი სუპერმარკეტში. რა თქმა უნდა ვსტაცე ხელი ორ ცალს და ჩვენს გამოწვევაში მე-10 დღეს წარმოგიდგინეთ. აქვე …

განაგრძე კითხვა »

Frixx რაც ბაზარზე შემოვიდა, მას შემდეგ იმპორტული ჩიპსი არ მიყიდია!

2015 წელს შემოვიდა Frixx ბაზარზე … კი არ შემოვიდა, შემოიჭრა! თან აგრესიული მარკეტინგით. მეც, მას შემდეგ იმპორტული არ მიყიდია! დღეს, 2 წლის შემდეგ Frixx დიდიან-პატარიანად ყველამ იცის … ბოლოს როდის იყიდეთ ქართული ჩიპსი? შეფუთვაზე თუ დააკვირდებით პირდაპირ არის მითითებული კარტოფილის მომყვანი ის ფერმერები, რომელთა მოსავალზეცაა დამზადებული Frixx. დასაფასებელი სვლაა კომპანიის მხრიდან!   ეს კი ჩემი დღევანდელი გამოწვევის ვიდეო:   … …

განაგრძე კითხვა »

„ფრეკო“-ს კარტოფილი ფრი გაგისინჯავთ?

ეს უნიკალური პროდუქტი ახალციხეში მოყვანილი კარტოფილის გადამუშავებით მიიღება … რა თქმა უნდა ინოვაციურია და რა თქმა უნდა მათთვისაცაა, ვინც სახლისთვის აპირებს შეძენას და შეწვა/მოხარშვას და მათთვისაც (რესტორნები, კაფეები, სასტუმროები), რომელთაც ასეთი ნახევარფაბრიკატი ურჩევნიათ შემდგომში გამოსაყენებლად. ეს შეკვრა ვიყიდე ფრესკოში. 2.5 კილო 10.52 ლარი ღირდა. დიდი შეკვრები იყო მხოლოდ. დღეს საღამოს კი შევწვით ოჯახში და გალბიას ტყემალთან ერთად ფრიად ვისიამოვნეთ! განსაკუთრებით …

განაგრძე კითხვა »

დღე 9: ფრესკოში შეძენილი გალბიას მწვანე ტყემალი

ფრესკოში „მისიით“ მისულმა შემთხვევით მოვკარი თვალი დახლზე … „გალბია“, როგორც ბრენდი ვიცოდი რომ არსებობდა და ტყემალს აწარმოებდა … საიდან? გამოწვევიდან, ერთ-ერთმა ჩვენებურმა შეიძინა და ვიდეო გააზიარა … ჰოდა ვიყიდე! ეს 250-იანი 1.55 ლარი ღირდა … მინიმუმ უნდა იყიდო ხოლმე და უნდა გასინჯო როცა ასეთი ფასი აქვს! თან ადრე არ გამისინჯია ეს ერთი, და მწარმოებელს ჯერ არ ვიცნობ ეს მეორე. დღეს …

განაგრძე კითხვა »

დიეტური და დიაბეტური კვებისათვის: ნექტარინის სალსა!

დღეს სპეციალურად ვიყავი მისული სუპერმარკეტ “ჯორჯიტა”-ში, რომ მენახა რა იყიდებოდა ქართული. რამოდენიმე „აღმოჩენა“ პროდუქტი ვიყიდე კიდეც. საერთოდაც, თუ რამეს ქართულს ქმნით და ქსელში შეტანა გაინტერესებთ, ჯორჯიტა-ში ნამდვილად აქვს ქართული ნაწარმის მიმართ ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება. ასე რომ, დანარჩენი თქვენზეა პატივცემულ მწარმოებლებო … ნექტარინი … კომპანია, რომელიც უნიკალურ პროდუქციას აწარმოებს. ეს არის დიეტური და დიაბეტური კვებისათვის გამიზნული პროდუქცია, რომელთა შესახებაც სრული ინფორმაცია …

განაგრძე კითხვა »