ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Tag Archives: მე ვყიდულობ ქართულს

„ჩირი ქენდი“-ს ტყლაპების ასორტი! უმშვენიერესი და უგემრიელესი! დღე 23

გადასარევი ფესტივალი შედგა 22-23 დეკემბერს ქარვასლაში ც. დადიანის #7-ში, ნამდვილ სადღესასწაულო გარემოში საკვები და არასაკვები ნაწარმი  გამორჩეულმა ადგილობრივმა მწარმოებლებმა წარმოადგინეს: გამა, გემუანი, გურიელი, გრეიფი, ვიპკო, კამპა, კახური ზეთი “სიღნაღი”, მარშე, ნიკორა, სან სოლუშენ, სტარტი, ქართული ზეთი “ქარვა”, ქართული ყავა “ჩერი”, ქართული პრემიუმი, შენი მწვანე სათამაშო, ჩიპსი და ბურბუშელა “ჩიპა”, ჩირი ქენდი და ჯააძის თაფლი, ტყიბულის ჩაი. ორგანიზატორები ვიყავით მოძრაობა KAR.GE …

განაგრძე კითხვა »

დღეს 22-ე დღეა! და ჩვენი ქართული კალათის შიგთავსი უნდა გენახათ … გამოტენილი იყო!

დღეს ჩემი გამოწვევა ასეთი ფორმით ხდებოდა 🙂 “ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2017”-ზე 4 ადამიანი განსაკუთრებით გავახარეთ და ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიწვიეთ. გვესტუმრეთ ხვალ, 23-ში, ფესტივალის ბოლო დღეს! გეტყოდით ეხლა, რომ უსერიოზულეს ნაწარმს დაგახვედრებთ მეთქი, მაგრამ რად უნდა ლაპარაკი ამას? მოსვლა უნდა და ყიდვა! მორჩა! დღევანდელი ვიდეო (ერთ-ერთი გათამაშების)   … რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში? ჩვენი მოტივაცია …

განაგრძე კითხვა »

იოგურთი სანტისიმო ამორე ვიყიდე გამოწვევის 21-ე დღეს

დღეს იოგურთი სანტისიმო ამორე ვიყიდე კარფურში, ქარვასლაში მახსოვდა ძველი იოგურტები, მოცულობაშიც მეტი იყო, სქელიც, გემრიელიც … პირველად გავსინჯე დღეს ეს „ვერსია“ … 2.35 ღირს ეს ერთი ციდა, ალბათ 250 მილილიტრიანი პლასტმასის ბოთლი უნდა ვაღიარო, რომ იმ ძველი უფრო კარგად მახსოვს … ჩართვის ადგილი და მოწოდება შედგა 100%! დღევანდელი ვიდეო   … რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში? ჩვენი …

განაგრძე კითხვა »

GNP-ის წარმოებული ვაშლის ძმარი „ოდა“ ჩემი მე-20 დღის შენაძენია

GNP-ის წარმოებული ვაშლის ძმარი „ოდა“ ჩემი მე-20 დღის შენაძენია. ნახევარ ლიტრიანი ბოთლი 2.8 ლარი ღირს. ხელმისაწვდომია პრაქტიკულად ყველგან. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, გადის ექსპორტზეც. ცნობისათვის, GNP – Georgian Natural Product ვაშლის ძმრის გარდა ბევრი სხვა სახის ნაწარმსაც აწარმოებს. მათ შორისაა ტყემლები, საწებლები, რომლებიც ასევე ხშირად შეგხვდებათ დახლზე. დღევანდელი ვიდეო   … რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში? ჩვენი …

განაგრძე კითხვა »

“ოკეანე“-ს ცივად შებოლილი სკუმბრია ჩემი მე-19 დღის შენაძენია

იშვიათია ადამიანი, რომელსააც შებოლილი თევზი არ უყვარს და ზოგადად შებოლილი ნაწარმი! მეც მიყვარს, ჩემთანაც ოჯახშიც. ასეთი ნაწარმის ყიდვისას ჰიგიებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, შეფუთვას, მწარმოებელს ფასს და არა მხოლოდ. სწორედ ამიტომ ვიყიდე „ოკეანე“-ს ცივად შებოლილი სკუმბრია, რომელიც ასეა შეფუთული. 322 გრამიანია და 5,18 ლარი ღირს. სუნი გადასარევი … გემო გადასარევი … ფასი ნორმალური!!! და ვიდეოც ნაჩქარევად გავავიღე მოშიებულზე. ამ სტატიის დაწერის …

განაგრძე კითხვა »

[ვიდეო] სასწაულია პირდაპირ … მთიულური მაწონი თიხაში! გამოატრიალებ? არც კი ვარდება …

ორიგინალური შეფუთვაა? კი, ნამდვილად! გემო როგორი აქვს? სასწაული! სისქე როგორი აქვს? თავად ნახეთ ვიდეო … გადმოატრიალებ და არც კი ვარდება! ფასი როგორი აქვს? 5 ლარი! სად იყიდება? მე ნიკორა XL-ში ვიყიდე დიღმის ტრასაზე! ხშირად ვიყიდი თუ არა? ვერა, ძვირია ჩემთვის! მაწვნის დამფასებელი 100 ადამიანიდან, 99-ს ეს აზრი გაუჩნდება, რაც აქ დავწერე! ეფექტურია თუ არა ვიდეო? თავად განსაჯეთ!   … რატომ …

განაგრძე კითხვა »

ნიკორა XL-ში შეძენილი კამეჩის მაწონით გიწვევთ ბარბარობა დღეს :)

შპს ლაბაპროდუქტის მიერ ახალციხის სოფელ ჭაჭარაქში წარმოებული კამეჩის მაწონი, რომელიც ბრენდი „ლაბა“-ს სახელით იყიდება და დღეს ნიკორა XL-ში შევიძინე ბარბარობა დღეს ჩემი გამოწვევის მე-17 დღეს ამშვენებს. 3.5 ლარი გადავიხადე. 300 მილილიტრიანი მინის შეფუთვაა. ერთადერთი სურვილი გამიჩნდა, რომ თავი რიგიანად ჰქონდეს მოკრული, რომ მაწონი არ გადმოდიოდეს. სულ ხელის გულზე ვატარე მთელი გზა. გემოს მე ვერ გავუსინჯავ, არ მიყვარს მაწონი. ამ საპატიო …

განაგრძე კითხვა »

“თამაშობანა“-ს მიერ წამოებული ეს სათამაშო ჩემი გამოწვევის მე-16 დღის შენაძენთა შორისაა

ჩემი მე-16 დღის მისია დღეს სტარტაპ მარკეტზე შესრულდა „თამაშობანა“-ს წარმოებული ეს სათამაშო 7 ლარი ღირდა … ჩემს გოგოს ვუყიდე დღეს ექსპო ჯორჯიაში … დაიწყო იქვე თამაში … ისე მოეწონათ იქ მყოფ ბავშვებს, რომ ცოტა ხანში ორნი იყვნენ … მალე კი სამნი … თან ათამდე ადამიანი დააკვალიანა (დაეკითხნენ სად იყიდეო) … პრაქტიკულად უხელფასოდ აკეთებდა ეფექტურ რეკლამას 🙂   ეს კი ჩემი …

განაგრძე კითხვა »

DOTS & DASHES -ის ეს საახალწლო სათამაშო ჩემს ნაძვის ხეს (არაბუნებრივს რა თქმა უნდა) დაამშვენებს

გაფრთხილება: არავითარ შემთხვევაში არ მოჭრათ ნაძვი ახალი წლისთვის! არავითარ შემთხვევაში არ იყიდოთ ცოცხალი ნაძვი ახალი წლისთვის! რატომ? იმიტომ! უკვე მრაააავალი წელია ჩემს ოჯახში ასაწყობი ნაძვის ხე იშლება ყოველ ახალ წელს. ჰოდა ამ წელს ეს ორიგინალური საახალწლო სათამაშო შეემატება მას. დღეს, 16 დეკემბერს, სტარტაპ მარკეტს ვესტუმრე ჩემს უმცროს გოგოსთან ერთად და (მისიის ფარგლებში რა თქმა უნდა) მისი შერჩევით ეს კონკრეტული საახალწლო …

განაგრძე კითხვა »

Startup Market – ექსპო ჯორჯიაში! თქვენი თვალით ნახეთ რა ხდება ადგილზე :)

სტარტაპ მარკეტი – „აწარმოე საქართველოს“ მიერ ორგანიზებული ღონისძიება, რომელიც სტარტაპების წამოწევას ისახავს მიზნად. 120-ზე მეტი სტარტაპი იყო წარმოდგენილი იქ ადგილზე, რომელთაც ყველას განსხვავებული და საინტერესო ნაწარმი ჰქონდათ. მე ღონისძიებას შარშანაც ვესტუმრე და წელსაც არ გამოვტოვე შესაძლებლობა, რამოდენიმე რამ ვიყიდე „მისიისთვის“, კარგი ხალხი ვნახე, FB Live გავაკეთე, ფოტოები გადავიღე და … მეტი რა უნდა მექნა? ჰო, ვიყიდე „თამაშობანა“-ს ფერადი ლენტი და …

განაგრძე კითხვა »