ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Tag Archives: თაფლი

როგორი თაფლი უნდა ჩავაბაროთ საწარმოში?

ბნ. თამაზ კახიძე, თაფლის საწარმოს ხელმძღვანელი, ბრენდი „მაჭახელა“-ს მფლობელი, მეფუტკრეებს სასარგებლო რჩევებს აძლევს. ეს ნიუანსები ბევრმა შეიძლება არ იცოდეს. მწარმოებლის მხარე აუცილებლად უნდა იცოდეთ. რამოდენიმე რჩევა: 1. აუცილებელია ჰიგიენის დაცვა და მეფუტკრის ჟურნალის წარმოება; 2. სინოტივე დასაშვებია 20%-მდე; 3. არ უნდა შეიცავდეს ანტიბიოტიკებსა და სხვა მედიკამენტებს; 4. უნდა იყოს გაფილტრული და ჩამოსხმული სუფთა ჭურჭელში; დანარჩენი თვითონ ნახეთ ვიდეოს ავტორია Mosavali.org, …

განაგრძე კითხვა »

ალპური ზონის თაფლი „ფეფე“, დღე #13

ეროვნული 30 დღიანი გამოწვევა – „მე ვყიდულობ ქართულს“ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზების მიზნით 1-30 ივნისის პერიოდში ტარდება და მასში ჩვენ, მომხმარებლები ვღებულობთ მონაწილეობას. ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და ჩვენი ამ ქმედების აფიშირებით მაგალითს ვაძლევთ ჩვენს ირგვლივ ადამიანებს, რომ გააკეთონ იგივე. დღეს, გამოწვევის მე-13 დღეს მინდა წარმოგიდგინოთ თაფლი „ფეფე“. პროდუქტია ისეთი, ყოველი საქებარი სიტყვა ზედმეტი მოგეჩვენება. გეტყვით იმას, რომ …

განაგრძე კითხვა »

როგორ გავარჩიოთ თაფლის სახეობები ფერის მიხედვით?

თაფლის ამოცნობა ფერის მიხედვით იცით? რატომ არის რომ ზოგი დაკრისტალებულია და ზოგი არა? ზოგი ღია ფერისაა, ზოგიც მუქი … ზოგი გამჭვირვალეა, ზოგიც გაუმჭვირვალე? აკაციის, ალპური, ცაცხვის, წაბლის და მანანას თაფლის ამოცნობა ფერის მიხედვით კარგადაა ახსნილი ამ ვიდეოში. შემთხვევით, თაფლის სამშობლოც ხომ არ არის საქართველო? ვიდეოს ავტორია Mosavali.org, რომლის Facebook გვერდზე და YouTube არხზე უამრავი სხვა სასწავლო ვიდეოს ხილვა შეგიძლიათ. kar.ge-ზე …

განაგრძე კითხვა »

რა 5 „სასწაული“ უნდა მოხდეს, რომ ქართული თაფლი ევროპაში „შევიდეს“?

ქართული თაფლი

ქართული თაფლის გასაღების ბაზრის საინტერესო ანალიზი აღმოვაჩინე, რომელიც GALT & TAGGART-ის მიერაა მომზადებული. ასეთი ტიპის კვლევები სისტემატურად ტარდება ისეთი დარგების გამოსავლენად, რომელთაც ზრდის განსაკუთრებული პოტენციალი აქვთ, რომ შემდეგ სათანადო ინვესტიციით ეს ზრდა მიიღწეს. სტატიის თარგმნას არ შევუდგები, მხოლოდ ზოგიერთ იმ შეკითხვა/აზრს გაგიზიარებთ, რაც სტატიის გაცნობის და თემის ირგვლივ მასალის მოძიების შემდეგ გამიჩნდა. ნუთუ მართლა გგონიათ, რომ ქართული თაფლი როგორც კი …

განაგრძე კითხვა »

თაფლი, ჩაი, და სხვა ქართული პროდუქტები თბილისობა 2015-ზე

თბილისობა 2015

აი, ნახეთ 44 ფოტო, რომლებზედაც იხილავთ რიყეზე დღეს წარმოდგენილი ქართული წარმოების ბრენდულ პროდუქტებს! მხოლოდ იმაზე ვწუხვარ, რომ რამოდენიმე კარგი ფოტო, მათ შორის ჩვენი მეგობარი კომპანიებისა, უხარისხო გამოდგა და აქ ვერ განვათავსე … ქართული წარმოების პროდუქტებთან ერთად ბევრი იმპორტულიც ვნახე … მათი იქ ხილვა დიდად არ გამხარებია რაღა დაგიმალოთ და … მაგრამ თბილისობაა მაინც, დღესასწაულია და ამ კონტექსტში კი ბატონო … …

განაგრძე კითხვა »

უგემრიელესი თაფლი აჭარიდან, სს კოოპერატივი – „ალიონი“

თაფლი, ალიონი, აჭარა

მეფუტკრეობა უძველესი პროფესიაა, რომელიც სათანადო ცოდნასა და უნარებს მოითხოვს. ფუტკარი – სათუთი თემაა. წელიწადში 9 თვე გულმოდგინე მუშაობა გიწევს, უნდა გული და სული ჩადო იმისათვის, რომ რამე უკან ამოიღო და მუდმივად თვალი გეჭიროს მეურნეობაზე, რომ ფუტკარი გაუთვალისწინებელ დაავადებებს გადაარჩინო. ჩვენი რეალობა ისაა, რომ საქართველოში თაფლის წარმოება მეტად დაქსაქსულია, ექსპორტი კი სავალალოდ დაბალი. უამრავი სამუშაოა ამ სფეროში. ამიტომაცაა, რომ ყოველი წარმატებული …

განაგრძე კითხვა »

ფუტკრის ფეხგუნდა, იგივე ყვავილის მტვერი

ყვავილის მტვერი

26 მაისს კიდევ ერთი მარგალიტი აღმოვაჩინე – ალავერდის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, საფუტკრე მეურნეობა თაფლიკაცი -ს [Facebook გვერდი] დამზადებული ფუტკრის ფეხგუნდა. როგორც გავარკვიე [მომიტევეთ ამ საკითხში დეტალების უცოდინარობა] ფუტკრის ფეხგუნდა ძალიან სასარგებლო ყოფილა. აი რა აღმოვაჩინე: ყვავილის მტვერი არის მუშა ფუტკრის მიერ ყვავილის მტვრიანადან მოპოვებული მცენარის მამრობითი ნაწილი (ფეხგუნდა). ვიტამინები: A, B1, B2, B5, B6, B12, H, D, E, PP, K; …

განაგრძე კითხვა »

თაფლი თაფლიკაცი – დამზადებულია ალავერდის ეპარქიაში

თაფლიკაცი

26 მაისს კიდევ ერთი ქართული მარგალიტი აღმოვაჩინე – ალავერდის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, საფუტკრე მეურნეობა თაფლიკაცი -ს მიერ დამზადებული თაფლი. მწარმოებელი კომპანია თაფლიკაცი. ხომ მაგარი სახელია? მე ძალიან მომწონს! თაფლიკაცი მონაწილეობდა 26 მაისს რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა – გაყიდვაში. წარმოდგენილი იყო 4 ნაირსახეობის თაფლი, ფუტკრის რძე, ყვავილის მტვერი, დინდგელი და ცვილი. მსურველებს ჰქონდათ …

განაგრძე კითხვა »

დინდგელი იცი რა არის? გაგისინჯავთ?

დინდგელი

დინდგელის ორი ბურთულა რამოდენიმე დღის წინ ვიყიდე. ჯამში სულ 60 გრამამდე იქნება. გადავიხადე 4.2 ლარი [100 გრამი 7 ლარი ღირდა]. ეს მოხდა პარლამენტის წინ, გამოფენაზე „აწარმოე საქართველოში“. ჰოდა, დინდგელი რა არის პირველად მაშინ გავიგე. აღმოჩნდა რომ ეს არის სკის ერთგვარი საშენი მასალა, რომელსაც ფუტკარი ამზადებს და თვითონვე იყენებს. მწარმოებელი არის მეფუტკრეობის განვითარების ჯგუფი ფუტკარა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს არც …

განაგრძე კითხვა »

თაფლი დათუნია – 5 მიზეზი, თუ რატომ ვიყიდი მას!

თაფლი დათუნია

თაფლი დათუნია გამოფენაზე – აირჩიე ქართული გავიცანი. დათვების მთელი „ბანდა“ იყო წამოსკუპებული დახლზე და ელოდა მყიდველს. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და აი კიდევ ერთხელ შევიძინე გუდვილში 9,85 ლარად. ცნობისათვის: არის აკაციის, წაბლის, ცაცხვის და მაისის თაფლი დათუნიები. 5 მიზეზი მინდა გითხრათ, თუ რატომ უნდა იყიდოთ თაფლი დათუნია: უგემრიელესია; ქართულია; ხარისხიანია; ნატურალურია; ნორმალურადაა შეფუთული, ვებსაიტი და Facebook გვერდი წესრიგშია; შენიშვნები/რეკომენდაციები: …

განაგრძე კითხვა »