ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Tag Archives: ექსპორტი

4 მილიარდ 457 მილიონი აშშ დოლარის ნაძარცვი გასულ 10 თვეში …

ამ თვის დასაწყისში რუსთავი2-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ერთმა მოვლენამ მცირე დროით, მაგრამ მაინც გადაფარა. ეს იყო საქართველოს ბანკიდან 10 მილიონ ლარამდე თანხის დაკარგვის ამბავი, რომელიც შეფასდა, როგორც საუკუნის ძარცვა [ვაღიარებ, მეწყინა კიდეც, რომ ეს ფული ნახეს]. რა არის ხომ 10 მილიონი? ეხლა დაფიქრდით, 2015 წლის განმავლობაში ამ ქვეყნიდან უკვე სუფთად გაიწრიტა 4,45 მილიარდ აშშ დოალრზე მეტი. ის თუ ძარცვაა, ამას რაღა …

განაგრძე კითხვა »

ღვინის ექსპორტის ციფრები გაინტერესებთ?

winexpo2015

საინტერესო მონაცემები აღმოვაჩინე ღვინის ეროვნული სააგენტოს საიტზე, რომელსაც წყაროს მითითებით და ფორმატის მცირეოდენი ცვლილებით [ადგილად საკითხავი რომ გამხდარიყო] აქვე გაწვდით: სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის განვლილი 10 თვის განმავლობაში, საქართველოდან მსოფლიოს 42 ქვეყანაში ექსპორტირებულია 28,101,431 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც თანხობრივად 77,2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. 87%-იანი მატება სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჩინეთის ბაზარზე, სადაც საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 1,8 მლნ ბოთლზე მეტი ქართული …

განაგრძე კითხვა »

ვაშლის ძმარი – დუბაიში ექსპორტის შესაძლებლობა

ვაშლის ძმარი

მოძრაობა kar.ge-ს დაუკავშირდა პიროვნება რომელმაც ფრიად საინტერესო შესაძლებლობის შესახებ მოგვაწოდა ინფორმაცია. თემა? ვაშლის ძმარი. წერილს გთავაზობთ უცვლელად: „ჩვენი პარტნიორები დუბაიდან დაინტერესებული არიან ვაშლის ძმრის შეძენით. საერთო რაოდენობა – 40 ტონა (ერთი კონტეინერი) კასრებში. გთხოვთ შეგვატყობინოთ გაქვთ თუ არა დასახელებული პროდუქცია და მისი ფასი  SIF  და  FOB  პირობებში.” თუ ვინმე ვაშლის ძმრის მწარმოებელს იცნობთ, აჰა შანსი … გამოიყენეთ! წერილის ავტორს დაუკავშირდით …

განაგრძე კითხვა »

2011 წლის საფერავი წითელი მშრალი გერმანიიდან

2011 წლის საფერავი წითელი მშრალი გერმანიიდან

დიდი მადლობა მაია აბდალაძეს, რომელმაც არა მხოლოდ ქართული ღვინო შეიძინა თავის სტუმრებისათვის გერმანიაში, არამედ ფოტოებიც გამომიგზავნა kar.ge-ზე გასათავსებლად. კორპორაცია ქინძმარაულის მიერ წარმოებული ეს საფერავი გერმანიაში იმპორტირებულია Weinhous GRUSIGNAC -ის მიერ. აშკარაა, რომ ეს ღვინო სპეციალურად გერმანული ბაზრისთვისაა დამზადებული. ეტიკეტი მთლიანად გერმანულ ენაზეა. კომპანიის საიტიც ფრიად ინფორმაციულია და როგორც ჩანს ინტერნეტ გაყიდვებიც აქვთ. საიტზე ღვინოებიც და ფასებიც მითითებულია. უცხოეთში მაცხოვრებელო ჩვენებურებო: ნუ …

განაგრძე კითხვა »

სპეცოპერაცია 3 სასწაულით …

იყიდე ქართული

საქართველოს მიერ გამოუყენებელი საექსპორტო პოტენციალის ამ გამოქვეყნებული ანალიზის წაკითხვის შემდეგ ნიაზ დიასამიძის ჰანგების ფონზე ამ ტექსტს ვწერ და ჩემთვის ვფიქრობ … ქართული პროდუქტის ყიდვა კარგად დაგეგმილ სპეცოპერაციას ჰგავს, სადაც 3 სასწაული უნდა მოხდეს. პირველი მაშინ მოხდება, თუ მყიდველმა რაღაცის შეძენისას ქართული ვარიანტი საერთოდ გონებაში მაინც განიხილა; მეორე სასწაული მაშინ ხდება, თუ რაც მას უნდა ის პროდუქტი სავაჭრო ქსელში საერთოდ ნახა; …

განაგრძე კითხვა »

ექსპორტზე ბროწეულის წვენის, შებოლილი სულგუნის, მურაბების გატანის შანსი …

ექსპორტზე გატანა

kar.ge-ზე დაგვიკავშირდა ბნ. თემურ დანელია, რომელმაც ასეთი რამ მოგვწერა: მაინტერესებს გავეცნო დაკაპჩონებული სულგუნის სხვადასხვა პროდუქციას ისრაელის ბაზარზე გასატანად. ასევე ისრაელში გასატანად გვაინტერესებს ქართული წარმოების: ბროწეულის წვენი და მურაბები, “კულას” პროდუქცია არ შემომთავაზოთ. პატივისცემით თემური დანელია 595 596 323 daneliatemur@gmail.com მწარმოებლებმა ჯობია პირდაპირ ბნ. თემურს დაუკავშირდეთ. შედეგების გაგება გაგვახარებს 🙂    

განაგრძე კითხვა »

აიწყვიტა …

ექსპორტ-იმპორტი

დღეს იშვიათი გამონაკლისის სახით [შუა კვირაში მოხდა და იმიტომ] საღამოს ბაზარში გავიარე საზამთროს საყიდლად. გამყიდველთან საუბარში ვარ და ამ დროს ერთი ქალბატონი მოგვიახლოვდა. მიმოიკითხა საზამთროს ავან-ჩავანი და ბოლოს მთავარი შეკითხვა დასვა: ხომ ქართულია? გაასწორა … იფ … ყოჩაღ! ეგრე უნდა მოვიქცეთ ყოველი შესყიდვისას! ყვარლის რაიონის ერთ-ერთი სოფლიდან ჩამოტანილი აღმოჩნდა. ეხლა კი ცუდი ამბები …  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2015 წლის …

განაგრძე კითხვა »

ავსტრია – საქართველოს სავაჭრო პარტნიორი 2014

ავსტრია

ავსტრია … ავსტრიიდან კვების პროდუქტები შემოდის ბლომად, თუმცა არა მხოლოდ. ამას წინათ ერთი ნაცნობი ღრმად დარწმუნებული მეუბნებოდა, რომ ავსტრიული ძვირია, მაგრამ კარგიაო. ჩემი პასუხი? გადაიხადე ძვირი და გექნება ხარისხიანი ქართული წარმოების ხორცპროდუქტები მეთქი. დაფიქრდი, ეს 67,000,000 აშშ დოლარი ქართული პროდუქციის შესყიდვაში რომ დახარჯულიყო, ეს საქართველოში დამატებით პოტენციურად დაახლოებით 250,000,000 [მილიონი] აშშ დოლარის დოვლათს შექმნიდა, საქართველოს მოქალაქეს დაასაქმებდა, ქართულ ბიზნესს განავითარებდა …

განაგრძე კითხვა »

ბულგარეთი – საქართველოს სავაჭრო პარტნიორი 2014

ბულგარეთი

ბულგარეთი … აი ბულგარეთთან კი გამიკვირდა ასეთი ბრუნვა. სულაც არ არის ცუდი … შემოგვაქვს ნავთობი, სხვადასხვა ტექნიკა და ა.შ., გაგვაქვს როგორც ვხედავ ძირითადში ჯართი. თუმცა, ეს 45,000,000 აშშ დოლარი ქართული პროდუქციის შესყიდვაში რომ დახარჯულიყო, ან ქართული ეკონომიკის განვითარებაში რომ დაბანდებულიყო, ეს საქართველოში დამატებით პოტენციურად დაახლოებით 120,000,000 [მილიონი] აშშ დოლარის დოვლათს შექმნიდა, საქართველოს მოქალაქეს დაასაქმებდა, ქართულ ბიზნესს განავითარებდა და საქართველოს წინ …

განაგრძე კითხვა »

გაერთიანებული სამეფო – საქართველოს სავაჭრო პარტნიორი 2014

გაერთიანებული სამეფო

გაერთიანებული სამეფო … ამ სავაჭრო ბრუნვას რომ ვუყურებ აშკარაა თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ქვეყანაა საქართველო ისეთი მძლავრი ქვეყნისთვის, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო. დაფიქრდი, ეს 70,000,000 აშშ დოლარი ქართული პროდუქციის შესყიდვაში რომ დახარჯულიყო, ეს საქართველოში დამატებით პოტენციურად დაახლოებით 300,000,000 [მილიონი] აშშ დოლარის დოვლათს შექმნიდა, საქართველოს მოქალაქეს დაასაქმებდა, ქართულ ბიზნესს განავითარებდა და საქართველოს წინ წასწევდა!   დაფიქრდი რაში ხარჯავ ფულს! დახარჯე ქართულ პროდუქციაში! მონაცემების …

განაგრძე კითხვა »