ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Tag Archives: გურული

ატეხილი ძროხა

კახელი ქალი გათხოვდა გურიაში. ერთ დილას ხედავს დედამთილს თოკით ძროხა მიჰყავს. -სად მიგყავს ძროხა ამ დილაადრიან? – ეკითხება რძალი. -ატეხილია და ფერმაში მიმყავს ბუღასთან -შორსაა? -ასე, 3 კილომეტრში. -მერე მაგის გულისთვის ასე შორს როგორ მიგყავს?! [არ ანებებს თავს რძალი] -შე ქალო, მაგის გულისთვის შენ 400 კილომეტრზე ჩამოხვედი და 3 კილომეტრია შორი? :)))))))))))   ** სურათზე პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/

განაგრძე კითხვა »

ქალბატონო, მოგვიკითხეთ …

გურიაში გაგონილებიდან … სიტუაცია ტრანსპორტში. ქალბატონი ხმამაღლა საუბრობს ტელეფონზე: -ალიოო, ნესტანი როგორაა? ტარიელი? ავთანდილი ხომ არ წასულა ინდოეთში? აა, თინათინი ჩამოვიდა? გვერდზე მდგომმა გურულმა: -შოთას თუ ელაპარაკებით ქალბატონო, მოგვიკითხეთ. :)))))))))))   ** სურათზე პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/

განაგრძე კითხვა »

ზარი ამერიკიდან

ზარი ამერიკიდან

ამერიკაში წასული შვილი დედას ურეკავს გურიაში. გადირია სიხარულით დედა: -მენატრები შვილო. რეიზა არ ჩამოი ამდონხანს?! -კი მინდა, ნენა ჩამოსვლა, მარა მრცხვენია! -რა ქენი, ნენა, ამფერი, სახლში დაბრუნება რომ გრცხვენია?! -ცოლი მევიყვანე! -მაგას რა ჯობია, შვილო?! -ზანგია, ნენა! -სიყვარულს ფერი არა აქ შვილო, ჩამოი და ჩამეიყვანე! -ოთხი შვილი ყავს, ნენა! -არა უშავს, ნენა, გეიხარებს კუთხე, ეზოში შავტუხიე ბაღნები რომ ირბენენ! ჩამოით! …

განაგრძე კითხვა »

ჩხუბი

ჩხუბი

გურული ცოლ-ქმარი მანქანაში ჩხუბს ატეხენ. უცებ ერთ-ერთი სოფელს ჩაუვლიან და გზაში ღორების კოლტს დაინახავენ. ცოლი: -ეე …შენი ნათესავები ეგერ! ქმარი: -ხო ცაა, იცანი დედაშენი და მამაშენი ხომ?   🙂 🙂 🙂 🙂   ** სურათზე პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/

განაგრძე კითხვა »

გურული და წნევა

გურულს ეკითხებიან: -წნევა რამდენი გაქვს? გურულმა იფიქრა არ შევრცხვეო და უპასუხა: -წნევა ასე 300, 400, 500 -რას ამბობ კაცო, რა 300, 400, 500 ? … -ხო რაია? აგი ახლა წყნარად რომ ვარ, მარა რომ გადავირევი 1000-1500 ! :)))))))))))   ** სურათზე პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/

განაგრძე კითხვა »

გურული ძმადნაფიცები

გურული ძმადნაფიცები

ორი გურული ქეიფობს: -ახლა ჩვენს მეგობრობას გაუმარჯოს. ჩვენ ხომ ვართ მეგობრები? -აპა? -შენ შეგიძლია ჩემი გულობიზა თავი მეიკლა ჩემ მაგივრად? -მეიცა … რავა, შენ არ გცალია თუ? 🙂 🙂 🙂 🙂 🙂   ** სურათზე პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/

განაგრძე კითხვა »

ღრმად პოლიტიკური იუმ2 …

ღრმად პოლიტიკური იუმ2 ...

გურიაში ნაცების მანქანა გადაბრუნდა. გურულები მაშინვე მივარდნენ და დამარხეს. ამასობაში კი მორიგე პატრული გამოჩნდა: -რატომ დამარხეთ? ეგებ ცოცხალი იყო ვინმე? [მოხუცი გურული]: -ქე ემეიკრუსუნა ერთი-ორმა ცოცხლები ვართო, მარაააა ამათი დეიჯერება რამეეე? :)))))))))))   ** სურათზე პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/

განაგრძე კითხვა »

ოჯახი სტუმარს ელის …

ოჯახი სტუმარს ელის …

გურულების ოჯახში სტუმრის მოლოდინშია. ცოლი ქმარს: -ჩეიცვი კაცო, ნიფხავის ამარა რო დეიარები სირცხვილია. -არ ჩევიცვამ, ნახონ რას მაჭმევ, სასაფლაოდან დროებით ამდგარს რო ვგევარ. -მაშინ ნიფხავიც გეიძრე. -რეიზა? -ნახონ, თუ ხარ ჭამის ღირსი. 🙂 🙂 🙂 🙂 🙂   ** სურათზე პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/

განაგრძე კითხვა »

ფოსტალიონი მკვდარი

მკვდარი გურული

მოკვდა გურული. გასვენებაში ოჯახის წევრები ტირიან. [ცოლი]: -მამაი მომიკითხე … [შვილი]: -ბებიე მომიკითხე … [ძმა]: სანდრო არ დაგავიწყდეს … [გასვენებაში მისული ნაცნობი]: -აი ბიძია მკვდარია თუ ფოსტალიონი? 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 ** სურათზე პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/

განაგრძე კითხვა »

გატიალებული გურული

გატიალებული გურული

გურული სახლში გატიალებული მთვრალი მიდის. როგორც კი ცოლი დაინახავს დაიწყებს წყევლას: -ოხ შენი კუბო დავდგი აქანე … გავა გურული სამზარეულოში. ცოლი მიჰყვება წყევლით: -ოხ შენი კუბო დავდგი აქანე … გავა გურული ზალაში ცოლი აქაც მიჰყვება წყევლით: -ოხ შენ მეისპე, შენი კუბო დავდგი აქანე … გაცოფდა გურული: -ქალი, რას ახრიგინებ ამ კუბოს აქეთ-იქით, დადგი ერთ ადგილას და ჩავწობი შიგნით. 🙂 🙂 …

განაგრძე კითხვა »