ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Tag Archives: ბარამბო

შოკო კრემი ბარამბინო

ქართულია & kar.ge-ა! ქართულია & kar.ge-ას  2–ე ეტაპის ბოლო დღეა. დღეს სამ პროდუქტს შორის უნდა გამეკეთებინა არჩევანი: ხაში, მწნილი და ტკბილეული. ხაში თავისთავად საინტერესოა და აღმოჩენა იყო. მწნილი გადავიფიქრე, რადგანაც არ მინდოდა მჟავედ გამოგმშვიდობებოდით(დროებით) და არჩევანი ტკბილზე შევაჩერე – ბარამბინო შოკო კრემი – თხილიანი პასტა კაკაოთი, მოცულობა 400 გრამი. ღირებულება 6.00 ლარი. მიხარია რომ ასეთი ტიპის ქართული და თან kar.ge პროდუქტი …

განაგრძე კითხვა »

სეზონი – სამარხვო შავი შოკოლადი ქიშმიშითა და ვაფლით

სეზონი ბარამბო

ქართულია & kar.ge-ა! კომპანია “ბარამბო“-ს ლიდერის პოზიცია უჭირავს საქართველოს ბაზარზე და ტკბილეულის მრავალფეროვანი ასორტიმენტით გამოირჩევა: შოკოლადის ფილა, შოკოლადის ბატონი,  შოკოლადის კანფეტი, ასორტი, კარამელის კანფეტი, ნაყინი  და სხვა. კომპანიაში პროდუქციის ხარისხის კონტროლი ხდება წარმოების ყველა ეტაპზე. მკაცრად კონტროლდება ნედლეულის ხარისხი, გამოშვებული პროდუქცია მოწმდება მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში. პირადად მე ძალიან მიყვარს “ბარამბოს” ტკბილეული, განსაკუთრებით შოკოლადი, რომელსაც სხვადასხვა არომატებს უმატებენ და გემო კი არ ეკარგება. …

განაგრძე კითხვა »

კარამელი მიქსი ბარამბოსგან

ქართულია & kar.ge-ა! ზოგჯერ ისეც ხდება რომ რაღაც ტკბილი და მსუბუქი გვინდა და ვერ ვხვდებით რა, ზუსტად ამ დროს უნდა იქონიოთ კარამელი მიქსი ბარამბოსგან, ეს არის ბუნებრივ არომატიზატორებზე დამზადებული კანფეტები სასიამოვნო ხილის გემოთი. შეფუთვაში არის სამი სხვადასხვა სახეობის კარამელი. წონა 150გრ. ფასი 1.00 ლარი. დამამზადებელი : შპს „ბარამბო“. მწარმოებელზე ბევრს არ დავწერ, რადგანაც უკვე მრავალჯერ დაიწერა ეს კი იმას ნიშნავს …

განაგრძე კითხვა »

ბარამბო მარგალიტი

ქართულია & kar.ge-ა! ბარამბო მარგალიტი რომ მივიღე საჩუქრად თვალები გამიბრწყინდა – ამაზე დავწერ-თქო ვიფიქრე, თან ერთი სული მქონდა როდის გავხსნიდი და არა მარტო მე. კიდევ კარგი ფოტოს გადაღება მოვასწარი, 5 წუთში მხოლოდ ქაღალდები დარჩა. ოქროსფერი მარგალიტი ბარამბოს პრემიუმ კლასის პროდუქტია. ესაა რძიანი შოკოლადი ხრაშუნებითა და პრალინეთი. მშვენიერი სასაჩუქრე ვარიანტია ბარამბოს მრავალფეროვან პროდუქტებში. სახლისთვის სასუსნაოდ მე ბარამბოს სხვა პროდუქტებს ვირჩევ ხოლმე. …

განაგრძე კითხვა »

ბარამბო ექსპორტი – რძიანი შოკოლადი შოკოლადის მუსით

ბარამბო ექსპორტი

ქართულია & kar.ge-ა! ლარის წონაში კლებას, არა მხოლოდ ლარის არამედ ზოგადად ვალუტის გაუფასურებას ერთი დადებითი ახლავს თან – ექსპორტის წახალისება. ციფრები არ ვიცი, მაგრამ ძალიან დამაინტერესებს რამოდენიმე თვეში 2015 წლის პირველი 3 თვის ექსპორტის სტატისტიკა. თუმცა. თუმცა ვეჭობ ბარამბო ექსპორტმა აქედანაც იხეიროს, ვინაიდან ყველა მეზობელ ქვეყანაში მათი ვალუტებიც ასევე გაუფასურებულია დოლარის მიმართ. სანამ გავარკვევთ აქ “რა მაფიაა” მანამ ქართულ & …

განაგრძე კითხვა »

სეზონი – ვაფლის ტორტი

ქართულია & kar.ge-ა! ჩემი დღევანდელი პროდუქტია სამარხვო ვაფლის ტორტი „სეზონი“, ეს არის შავი შკოლადით დაფარული ხრაშუნა ვაფლი. არაერთხელ გამისინჯავს უცხოური წარმოების ანალოგიური პროდუქტი და მერწმუნეთ არაფრით ჩამოუვარდება. მუყაოში შეფუთული ვაფლის ტორტი იწონის 250გრამს და დამზადებულია მცენარეულ ცხიმებზე. წარმოებულია შპს „ბარამბო“–ს მიერ. კომპანია აწარმოებს ასევე: ვაფლის ტორტს ვანილით, ქოქოსით და კაპუჩინოთი. დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )   …

განაგრძე კითხვა »

ბარამბოს კრემ-ბრულე

ქართულია & kar.ge-ა! უბნის მაღაზიის დახლზე კომპანია „ბარამბო“-ს ჩემთვის ახალ პროდუქტს წავაწყდი – ახალი ხაზი „ბარამბო ექსპორტი“. სამი სახეობაა წარმოდგენილი, თუმცა მე ერთერთზე შევაჩერე არჩევანი – რძიანი შოკოლადის ფილა კრემ-ბრულეს მუსით. შოკოლადის მოყვარული ვარ და აი ძააალიან მომეწონა და ალბათ ხშირადაც შევიძენ. თვითონ შოკოლადი ხომ კარგია და შიგთავსიც უგემრიელესი. კომპანია არავისთვისაა უცხო თავისი მრავალფეროვანი ნაწარმით. აქვთ იდეალური საიტი http://www.barambo.ge/ პროდუქციის სრული …

განაგრძე კითხვა »