მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News

STONEART

ქერჩის 1, თბილისი, საქართველო
+ 995 555 350 808, + 995 599 881 988
stoneart2007@gmail.com
http://stoneart.ge

შპს ”სტოუნ არტ” 2007 წელს შეიქმნა. კომპანია ბრენდით STONEART საქართველოს ბაზარზე 20-ზე მეტი დასახელების დეკორატიულ ქვას აწარმოებს ინტერიერისა და ექსტერიერისათვის. პროდუქციის დასამზადებლად გამოიყენება მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა, ხარისხიანი და მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მიერ გამოშვებული მასალები.

დეკორატიული ქვების ბრენდი – STONEART ქართული ბრენდია, რომელიც ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა. ბრენდის გაჩენას საფუძვლად დაედო თავად საქმის იდეა: დეკორატიული ქვის დამზადება არ არის უბრალოდ მისი ჩამოსხმა. აქ დიდი წვლილი აქვს შემოქმედებით მხარეს, ვინაიდან ყოველი ნაკეთობა შეიძლება განსხვავებული იყოს და გამოყენების ადგილიდან გამომდინარე უნდა მოხდეს ყოველი ნამუშევრის ხელახლა გააზრება. ეს ხელოვნებაა! ამ საქმეში შემქმნელის შემოქმედებით გაქანებას დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ქვისა და ხელოვნების იდეების გაერთიანებით მიიღო კომპანიაამ სახელი STONEART.