ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Startup Market – ექსპო ჯორჯიაში! თქვენი თვალით ნახეთ რა ხდება ადგილზე :)

სტარტაპ მარკეტი – „აწარმოე საქართველოს“ მიერ ორგანიზებული ღონისძიება, რომელიც სტარტაპების წამოწევას ისახავს მიზნად. 120-ზე მეტი სტარტაპი იყო წარმოდგენილი იქ ადგილზე, რომელთაც ყველას განსხვავებული და საინტერესო ნაწარმი ჰქონდათ.

მე ღონისძიებას შარშანაც ვესტუმრე და წელსაც არ გამოვტოვე შესაძლებლობა, რამოდენიმე რამ ვიყიდე „მისიისთვის“, კარგი ხალხი ვნახე, FB Live გავაკეთე, ფოტოები გადავიღე და … მეტი რა უნდა მექნა?

ჰო, ვიყიდე „თამაშობანა“-ს ფერადი ლენტი და DOTS & DASHES-ის ნაძვის ხის სათამაშო. სპეციალურად გამოწვევისთვის ჩაწერილ ვიდეოში კი მწარმოებლებიც გამოვიწვიე.