მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ექსპორტი > 12 მწარმოებლის პროდუქციის ნიმუშები Seoul-ში ორ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე წარმოსაჩენად გაიგზავნა

12 მწარმოებლის პროდუქციის ნიმუშები Seoul-ში ორ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე წარმოსაჩენად გაიგზავნა

2018 წლის 26 მაისს საქართველოს პირველ რესპუბლიკას 100 წელი უსრულდება.
ეს მნიშვნელოვანი თარიღია და მთელ მსოფლიოში უნდა ღირსეულად აღინიშნოს!
მოხარული ვართ, რომ ჩვენც მოგვეცა შანსი ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საერთო საქმეში!

კერძოდ,
კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით / მხარდაჭერით მოძრაობა KAR.GE-მ შეკრიბა „KAR.GE Export Catalogue 2018”-ში წარმოდგენილი რამოდენიმე (12) მწარმოებლის 50 კგ-მდე სხვადასხვა ქართული წარმოების ხარისხიანი ნაწარმის ნიმუშები, რომლებიც დიპლომატიური ფოსტით გაიგზავნა კორეაში.

ქართული პროდუქციის წარმოჩენა მოხდება: 1) 15 მაისს კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების დროს და 2) 21-23 ივნისს სეულში გამართულ მე-16 Import Goods Fair 2018-ზე, სადაც საქართველოს საელჩოს გამოყოფილი აქვს სტენდი.

სპეციალურად მომზადებულ 50 კილოგრამამდე ტვირთში, რომელიც 12 აპრილს შევკრიბეთ გასაგზავნად 2018 წლის 13 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მივაწოდეთ თბილისში, შედის 12 მწარმოებლის შემდეგი სახის პროდუქცია:

De-ka. ქართული ყაბალახი და ტრადიციული ორნამენტებით გაწყობილი ჟაკეტი
FB ბმული. KAR.GE კატალოგის ბმული.

„ანასრულის კომბინატი“-ს წარმოების გურული ხილის ოტკა
FB ბმული. KAR.GE კატალოგის ბმული.

ბარამბოს შოკოლადის ასორტები Discover Georgia, Discover Tbilisi, Discover Batumi
FB ბმული. KAR.GE კატალოგის ბმული.

„ბებოს ნობათი“-ს წარმოების ჩურჩხელები
FB ბმული. KAR.GE კატალოგის ბმული.

„გრეიფი“-ს წარმოების თათარა
FB ბმული. KAR.GE კატალოგის ბმული.

„კამპა“-ს წარმოების წვენები
FB ბმული. KAR.GE კატალოგის ბმული.

„მადლიანი 2017“-ის წარმოების ჩურჩხელები
FB ბმული. KAR.GE კატალოგის ბმული.

„მარიამ გიორგაძე – MG“-ის ტყავის ხელნაკეთი საფულე
FB ბმული. KAR.GE კატალოგის ბმული.

„ფარკონი“-ს წარმოების ჩაი და სანელებლები
FB ბმული. KAR.GE კატალოგის ბმული.

„შატო ნეკრესი“-ს წარმოების ქართული ღვინოები
FB ბმული. KAR.GE კატალოგის ბმული.

„ჯააძის თაფლი“-ს წარმოების ალპური ზონის თაფლი
FB ბმული. KAR.GE კატალოგის ბმული.

„ხილარი“-ს წარმოების წვენები
FB ბმული. KAR.GE კატალოგის ბმული.

ტვირთს თან ახლავს პროდუქციის კატალოგები და მოძრაობა KAR.GE-ს მიერ 2018 წლის დასაწყისში შექმნილი „KAR.GE Export Catalogue 2018”-ის ასლები.

უღრმესი მადლობა კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს, ბნ. ოთარ ბერძენიშვილს ინიციატივისა და მხარდაჭერისათვის. უღრმესი მადლობა ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ მწარმოებელს საერთო საქმეში შეტანილი წვლილისათვის. შედეგებს, ღონისძიებების ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას რა თქმა უნდა ოპერატიულად მოგაწვდით.

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"