მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ექსპორტი > რელიზი: მოძრაობა KAR.GE-მ და World-OKTA-მ ქართული ხარისხიანი ნაწარმი სამხრეთ კორეაში საერთაშორისო ექსპოზე – IFFE 2017 წარადგინეს

რელიზი: მოძრაობა KAR.GE-მ და World-OKTA-მ ქართული ხარისხიანი ნაწარმი სამხრეთ კორეაში საერთაშორისო ექსპოზე – IFFE 2017 წარადგინეს

მოძრაობა KAR.GE-მ და World-OKTA Tbilisi Branch-მა ქართული ხარისხიანი ნაწარმი სამხრეთ კორეაში 2017 წლის 19-23 ოქტომბერს ჩატარებულ საერთაშორისო ექსპოზე IFFE 2017 – International Fermented Food Expo წარადგინეს. World-OKTA – http://www.okta.net/ მსოფლიოში უდიდესი კორეული ეკონომიკური ქსელია 30+ წლიანი ისტორიით და 70 ქვეყანაში 137 ოფისით. მოძრაობა KAR.GE – http://kar.ge საზოგადოებრივი მოძრაობაა, რომლის მისია საქართველოში წარმოებული პროდუქციის ცნობადობის, გაყიდვების და ექსპორტის ზრდაა.

IFFE 2017 კორეის რესპუბლიკის ქალაქ ჯონჯუში წელს მე-15-ჯერ გაიმართება, ქართული დელეგაცია კი მასში მეორედ იღებდა მონაწილეობას. მონაწილეობას აქტიურად მხარი დაუჭირა საქართველოს საელჩომ კორეის რესპუბლიკაში. პირადად ბნ. ელჩი – ოთარ ბერძენიშვილი დაესწრო ექსპოს გახსნას და სტუმრები, მათ შორის Jellbuk-do ოლქის გუბერნატორი ქართულ პავილიონთან მოიწვია.

IFFE 2017-ზე წარმოდგენილი იყო უნიკალური ქართული პროდუქციის ნაკრები: Only Good Wine-ის 10-მდე დასახელების ღვინოები და მაგარი სასმელები, კორეის ბაზრისთვის სპეციალურად ბრენდირებული 3 სახის ჩურჩხელა – “Churub”, 3 კომპანიის თაფლის 6 სახეობა 8 სხვადასხვა შეფუთვაში (ჯააძის თაფლი, კოდის თაფლი, თაფლი “Kartuli”), წყალი “სნო” სხვადასხვა მოცულობის ბოთლებში, ჩეროს 10-მდე სახეობის წვენები, მეგრული აჯიკა, ენერგეტიკული სასმელები START და ROCK N ROLL, გურიელის ჩაის 10-მდე სახეობა. პირველად საქართველოდან საერთაშორისო ექსპოზე წარდგენილი იყო ბაქმაზი, რომელმაც უდიდესი მოწონება დაიმსახურა. გრძელდება მუშაობა კორეელ, იაპონელ და ჩინელ ბაიერებთან, რომლებიც ექსპოზე წარმოდგენილი ნაწარმის მიწოდებით არიან დაინტერესებული.

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"