მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ბიზნეს გეგმა > საწარმოს რეაბილიტაციის ბიზნეს გეგმის დაწერა

საწარმოს რეაბილიტაციის ბიზნეს გეგმის დაწერა

რა არის ბიზნეს გეგმა?
რატომ გჭირდებათ ბიზნეს გეგმა?
როდის არ გჭირდებათ ბიზნეს გეგმა?
რა დრო სჭირდება ბიზნეს გეგმის დაწერას?
რა ღირს ბიზნეს გეგმის დაწერა?
როგორ შეუკვეთო ბიზნეს გეგმის დაწერა?
როგორ ვიქცევით თუ ბიზნეს გეგმაზე მუშაობა დაგეგმილზე მეტ დროს ითხოვს?
და ა.შ. მსგავს, ასე ვთქვათ „საბაზო“ სტატიებს და კიდევ უფრო მეტს ნახავთ აქ

[ეყრდნობა ამ საქმეში ჩემს 20+ წლიან პრაქტიკულ გამოცდილებას]

საწარმოს რეაბილიტაციის ბიზნეს გეგმის დაწერა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. რატომ? იმიტომ რომ წარმოება უკვე არსებობს, გამოცდილება დაგროვილია, უკან კავშირების მთელი არსენალია, თუმცა რახან რეაბილიტაციის გეგმა იწერება, ე.ი. აქამდე საქმე ვერ მიდიოდა კარგად, ან რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა და ცვლილება იგეგმება.

საწარმოს რეაბილიტაციის ბიზნეს გეგმის დაწერისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უკვე განვლილი გზის კრიტიკულად შესწავლას და ახალი შესაძლებლობების გამოვლენას ახალი მოცემულობიდან გამომდინარე.

ამ გზაზე კი თქვენი შიგა პერსონალი დიდწილად გამოუსადეგარია. რატომ? ტენდენციურები არიან, საქმეში ზედმეტად ჩახედულები არიან და ბოლომდე ვერ დაინახავენ იმ გამოწვევებს და შესაძლებლობებს, რაც დასანახია რეაბილიტაციის ჭრილში. ბოლო რეაბილიტაციის ბიზნეს გეგმაზე მუშაობის დაწყებამდე ჩემი პირველი შეკითხვა დამკვეთისათვის იყო თუ რატომ დამიქირავეს მე იმ დროს, როცა თვითონ მშვენივრად იცოდნენ თემა (ეს რიტორიკული შეკითხვა იყო. უბრალოდ მათი პასუხი მაინტერესებდა). პასუხიც სწორედ ისეთი მივიღე, რომელმაც დამარწმუნა, რომ იცოდნენ რატომაც გადადგეს ეს ნაბიჯი.

გარედან მოწვეული სპეციალისტი ნეიტრალურად ხედავს მოვლენებს / პროცესებს და თუ სათანადო გამჭრიახობას გამოავლენს, დამკვეთი მხოლოდ მოიგებს. ამ დროს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს გამოცდილი ადამიანი აიყვანოთ, რომელიც ბოლომდე გულმოდგინეთ შეასრულებს დავალებას. მოიკითხეთ მისი ცოდნა, გამოცდილება, უნარები და დამოკიდებულებები. შეხვდით და გაიცანით იგი. დანარჩენი ტექნიკის საქმეა …

თუ კონკრეტული შეკითხვები გაქვთ (და ვიცი რომ გაქვთ), შეგიძლიათ დამირეკთ 577 73 79 64 (ზარი უფასოა ცხადია). დაკვალიანებას არ დაგზარდებით! პროფესიონალურ დონეზე ბიზნეს გეგმის დაწერა შეგიძლიათ შეუკვეთოთ აქ!

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"