ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ტკბილი ჩხირები

აღმოაჩინეთ Ramco-ს ტკბილი ჩხირები

ქართულია & kar.ge-ა!

სამარხვო პროდუქცია – დიდი თემაა. რამოდენიმე კვირის წინ ჩვენი გუნდის წევრმა Ramco-ს მარილიანი ჩხირები აღმოაჩინა. დღეს კი მე უკვე ტკბილი ჩხირები დავაგემოვნე.

მწარმოებელია შპს ჯეო მარკი, სავაჭრო ნიშანია – Ramco. თბილისში, მოსკოვის გამზირი 25 არის მათი მისამართი. ეტიკეტს თუ დავუჯერებთ სერტიფიცირებულიც ყოფილა.

ღირს 1,4 ლარი, ვიყიდე ფუდმარტში. მე მგონი სხვაგანაც შემხვდა. გემრიელია, ყბას აძლევს საქმეს, თუმცა დანაყრებისათვის არ გამოგადგებათ, სამარხვოა. მთავარი ისაა, რომ იმპორტირებული ჩხირების ნაცვლად ქართული გვაქვს და ის შეგვიძლია ვიყიდოთ.

 

თქვენც იყიდეთ, გასინჯეთ და დაწერეთ თქვენი აზრი : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.