ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

მწარმოებელთა ფედერაციის გასვლითი შეხვედრა AG მიკროელექტრონიკსში, რუსთავში

AG მიკროელექტრონიკსი …

Hi Tech წარმოება რუსთავში, რომელმაც სულ ახლახან პირველი ქართული LED ტელევიზორების წარმოება დაიწყო, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის წევრებს გასვლით შეხვედრაზე მასპინძლობს (y). საუბრის თემა: ქართული და კარგი თემები, რომელთა დაძვრა ყველას გვაინტერესებს. დეტალებში ამ ეტაპზე არ შევალ, მხოლოდ სურათებს შემოგთავაზებთ …

შპს AG Telekom-ის წარმომადგენლობა საქართველოში მდებარეობს რუსთავში, გრანელის 2-ში. რუსთავში ქარხნის მშენებლობა დაიწყო 2013 წელს ქართველი ბიზნესმენების მიერ განხორციელებული ინვესტიციის შედეგად. დასაწყისიდანვე დაიგეგმა თანამშრომლობა მსოფლიოში ცნობილ ბრენდებთან: Juki, Marantz, Akila, I print, UKCMT, Deps, Lentinert blobal lab llp, როგორც ტექნოლოგიური დანადგარებისა და მოწყობილობების, ასევე წარმოებისათვის საჭირო მასალებისა და მიკროელემენტების მოწოდების საქმეში.

კომპანიის წარმოების დიაპაზონი საკმაოდ ფართოა, დაწყებული მცირე საყოფაცხოვრებო ელექტრონული მოწყობილობებით (სატელევიზიო მიმღები, მოდემი, სმატრფონი, პლანშეტი, ნეტბუქი, ტელევიზორი), დამთავრებული უახლესი მაღალტექნოლოგიური საზომი და საწარმოო მოწყობილობებით.

ქ. რუსთავი გრანელის 2
http://www.agmicroelectronics.com
https://www.facebook.com/AGMicroelectronics
212 00 88, 212 00 99
contact@agmicroelectronics.com