ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ანონსი: „სასტუმროს მართვისა და ონლაინ დაჯავშნის სისტემა“

დავუშვათ გაინტერესებთ საქართველოს რომელ სასტუმროში რამდენი და რომელი ნომერია თავისუფალი, რომ დაჯავშნოთ, თან მარტივად … თითის მარტივი მოძრაობით თქვენი ტელეფონის მონიტორიდან … როგორ მოიქცევით?

აქამდე ამის საშუალება არ იყო, ამიერიდან კი იქნება …

როგორ ჩანს თიბისი ბანკისა და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელშეწყობით და კომპანია პროსერვისმა შექმნა ეს პროგრამა. პრეზენტაცია არის 15 თებერვალს, 11:00, თიბისი ბანკის სათაო ოფისში. პროგრამის სახელწოდებაა – „სასტუმროების მართვისა და ონლაინ დაჯავშნის სისტემა“.

პროგრამა სიახლეა საქართველოს ბაზარზე და მიზნად ისახავს, მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობას. პროექტის მთავარ სეგმენტს წარმოადგენენ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განთავსებული სასტუმროები. ელექტრონული სერვისით, სასტუმროების პოტენციურ სტუმრებს, შეეძლებათ ონლაინ რეჟიმში შეამოწმონ სასურველ სასტუმროში თავისუფალი ნომრები. ასევე შეეძლებათ ონლაინ დაჯავშნა პლასტიკური ბარათით და გადახდა როგორც პირდაპირი გადახდის, ასევე ადგილზე, მოგვინებითი გადახდის პირობით.

შეთავაზება განსაკუთრებით საინტერესოა იმ სასტუმროებისათვის, რომლებსაც არ აქვთ ვებ გვერდი. პროექტის ფარგლებში, ასეთი სასტუმროები „სასტუმროს მართვისა და ონლაინ დაჯავშნის სიტემის“ პროგრამულ უზრუნვეყოფასთან ერთად, ვებ გვერდს და 1 გბ ჰოტინგს მიიღებენ.

აქამდე მსგავსი რამის გაკეთება რომ გდომოდა, რომელიმე საერთაშორისო პროგრამით უნდა გესარგებლა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ სასტუმრო სისტემაში იქნებოდა ჩართული. ეხლა კი ეს პრობლემა იხსნება. ვფიქრობ ქართული სასტუმროებისათვის ეს კლიენტების მოზიდვის კარგი საშუალებაც იქნება.

წარმატებები ახალ ქართულ პროდუქტს!