ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ovop - იაპონური გამოცდილება

გაიცანით OVOP – One Village One Product – მოძრაობა იაპონიაში

მოძრაობა KAR.GE-ს ამოცანაა თქვენამდე მოვიტანოთ კონკრეტული საერთაშორისო გამოცდილებები [ჩვენი კუთხით]. რატომ? იმიტომ რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ საქართველოში სხვადასხვა ფორმით და ვარიაციით სხვა ქვეყნებშიც გაკეთებულა. მსოფლიო გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ავიღოთ კარგი რაცაა. დღეს თემაა OVOP – One Village One Product მოძრაობა, რომელმაც იაპონიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშიც გავრცელდა.

ვინ წამოიწყო OVOP და რატომ?

იდეის ავტორი და შემდეგ განმხორციელები გახლდათ იაპონელი პოლიტიკოსი მორიჰიკო ჰირამაცუ, PhD. იგი 1979 წელს აირჩიეს ოიტას პრეფექტურის მმართველად, რომელსაც 2003 წლამდე მართავდა. აშკარაა, რომ სწორედ ამ პროგრამის ეფექტურობამაც შეუწყო ხელი მის ამ ხანგრძლივ მმართველობას. მოძრაობა კონკრეტული საქმეს აკეთებდა ერთი სლოგანით – “მოდი მოცემულ ვითარებაში ერთად გავაკეთოთ რაც შეგვიძლია”

ეს არის რეგიონის განვითარების პროგრამა. OVOP მიზნად ისახავდა სოფელს შეერჩია ერთი პრიორიტეტული პროდუქტი, რომლის წარმოებაც იქნებოდა კონკურენტული და ბიზნეს თვალსაზრისით გამართლებული და ის ეწარმოებინა. ცხადია მიზანი არის ეკონომიკური კეთილდღეობის და დასაქმების ზრდა. კონკრეტული სოფელი სპეციალიზდებოდა ერთი პროდუქტის წარმოებაში, შემდეგ კი ბაზარი უზრუნველყოფდა დანარჩენს.

დღეს არსებობს International OVOP Policy Association, რომელიც OVOP მოძრაობას მსოფლიო დონეზე კურირებს.

რატომ შემოიღეს OVOP ოიტას პრეფექტურაში?

(1) შეეჩერებინათ ოიტას პრეფექტურის ხალხისგან და ენერგიისგან დაცლა;

(2) მოეძებნათ ის კონკრეტული პროდუქტები/დარგები, რომელის საუკეთესოდ ასახავდა და ასარგებლებდა თითოეულ რეგიონს;

(3) მთავრობაზე ძლიერი დამოკიდებულების აღმოფხვრა, ავტონომიის ეკონომიკური სტიმულირება;

(ხომ არაფერი გეცნოთ?)

OVOP პრინციპები

(1) ადგილობრივი და იმავდროულად გლობალური [Local yet global]. შექმნა გლობალურად მისაღები პროდუქცია რომელიც ასახავს ადგილობრივი კულტურის სიამაყეს;

(2) საკუთარ თავზე დამოკიდებულება და კრეატიულობა. ადგილობრივ პოტენციალზე დაყრდნობით კონკრეტული ქმედებებით OVOP განხორციელება;

(3) ადამიანური რესურსების განვითარება. გამომწვევი და შემოქმედებითი სულისკვეთების ადამიანების გამოზრდა;

როგორ ხდებოდა OVOP პოპულარიზება?

(1) Mr. Hiramatsu რეგიონალურ ლიდერებს აცნობდა პროგრამას;

(2) Mr. Hiramatsu ლექციებს ატარებდა ოიტას ყველა რეგიონში ყველა შესაძლო დაინტერესებულთან;

(3) მოძრაობა იყენებდა მას მედიას ინფორმაციის გასავრცელებლად;

(4) პრეფექტურაში დაფუძნდა კვლევისა და დახმარების ცენტრები, რომლებიც ტექნიკურ მხარდაჭერას აკეთებდნენ;

(5) ტარდებოდა ტრენინგები და სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობები;

(6) OVOP პროდუქტების დისტრიბუციისა და გაყიდვების სპეციალური სისტემები შემუშავდა;

(7) OVOP წარმატებული მონაწილეები ჯილდოვდებოდნენ;

სად გავრცელდა?

ფაქტია, რომ ამ დროისთვის მოძრაობა უფრო გავრცელდა განვითარებად ქვეყნებში სადაც სოფლის მეურნეობის ეფექტურობის და ეფექტიანობის დაქოქვა ნამდვილი გამოწვევა იყო და არის. და ეს მრავალ ქვეყანაში მოხდა.

ყირგიზეთი – https://www.facebook.com/One-Village-One-Product-Issyk-kul-236219876529319/

კამბოჯა – https://www.facebook.com/OvopCam/

მალავი – https://www.facebook.com/malawiovop/ – http://www.ovop.org.mw/

პაკისტანი – https://www.facebook.com/One-Village-Town-One-Product-116076571786573/

სომხეთი – https://www.facebook.com/ovop.arm/

გუამი – https://www.facebook.com/guamOVOP/

კენია – http://www.ovop.go.ke/index.php/about-ovop/one-village-one-product-concept – http://www.ovop.go.ke/

უგანდა – http://www.mtic.go.ug/index.php?/one-village-article/

სენეგალი – https://plus.google.com/117866743385210103451/posts – https://www.facebook.com/boutik.dakar

ტაილანდი – http://www.otop5star.com/about.php

რუანდა – http://www.rdb.rw/news-pages/news-details/article/new-programme-to-support-smes-launched.html

ასევე ქვეყნებში – ZAMBIA: NAMIBIA: ETHIOPIA: MADAGASCAR: MOZAMBIQUE: NIGERIA, ოღონდ ამათი Facebook გვერდები ვერ აღმოვაჩინეთ

კონკრეტულად რა კეთდება ამ მოძრაობის ფარგლებში?

გამოფენა-გაყიდვები – https://www.youtube.com/watch?v=VJD1ttqjZHM

მაღაზია – https://www.facebook.com/ovopantennashop/

ლოკალური და საერთაშორისო სემინარები

მარკეტინგის კამპანიები

რა შედეგები მოიტანა?

ჩვენ მოვიძიეთ კონკრეტული კვლევები, სადაც დეტალურადაა აღწერილი თუ რა შედეგები დადო OVOP-მა დროთა განმავლობაში. შეგიძლიათ მათ გაეცნოთ აქ და აქ. მთავარი შედეგია იმ ადამიანების კეთილდღეობის მუდმივი ზრდა, რომლებიც ამ მოძრაობაში ჩაერთენ. ბმული 1ბმული 2ბმული 3

 

ჩემი შთაბეჭდილებები?

როგორც ჩანს და ამას კვლევებიც ადასტურებენ OVOP-მა ძალიან დიდი და დადებითი როლი ითამაშა ბევრ ქვეყანაში და მოსახლეობა პრაქტიკულად შიმშილს გადაარჩინა. მეტიც, მოძრაობა შედეგიანობიდან გამომდინარე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელდა. OVOP ორიენტაცია სოფლების განვითარებაზე აქვს, რაც ნამდვილად საინტერესოა ჩვენი რეალობისთვის. თან არსებობს საერთაშორისო სტრუქტურა, რომელიც კომუნიკაციის კარგ პლატფორმას უნდა წარმოადგენდეს.

პრობლემა იმაშია, რომ დღეს სხვა ტემპები და ტექნოლოგიებია, რომლებიც სხვა მოთხოვნებს აყენებენ. არავის აქვს დასაკარგი დრო, რომ 10 წელი ტაატით იაროს და მის ნებაზე მიუშვას მოძრაობა, ამიტომ სახელმწიფოს ჩარევები დღეს პრიორიტეტულია ბევრ ქვეყანაში. მაგალითად ტაილანდში, სადაც OTOP-ის განხორციელება ზემოდან დაიწყო პრაქტიკულად სახელმწიფომ. ნებისმიერი მსგავსი პროექტის ახლებური „გამოვლინება“ ახალი რეალიების იმედზე უნდა დაიგეგმოს. ასეც ხდება კიდეც, საქართველოში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვფიქრობ აქვს ის გაშარაშინებული სტრატეგია, რაც შედეგს ნელ-ნელა უკვე დებს. იქმნება კოოპერატივები, ხდება მათი დახმარება, იქმნება პროდუქცია და ეს პროდუქცია ნელ-ნელა გადის ბაზარზე. უცებ არაფერი ხდება, დრო და მუხლჩაუხრელი მუშაობის შედეგად ჩვენც წავალთ წინ!