ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ანონსი: ყალიბდება Overseas Georgian Business Association [OGBA]

მსოფლიოში საქართველოს როლის დაწინაურების, ქართული ხარისხიანი ნაწარმის ექსპორტის ზრდისა და საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ყალიბდება OGBAOverseas Georgian Business Association / ქართული საერთაშორისო ბიზნეს ასოციაცია.

OGBA, იგივე World-OGBA არის თანამოაზრეთა დეცენტრალიზებული წარმომადგენლობითი საერთაშორისო ბიზნეს გაერთიანება. იგი გააერთიანებს მხოლოდ უცხოეთში მცხოვრებ საქმიან ქართველებს, რომელიც საქართველოს გარეთ აკეთებენ ბიზნესს (მაგალითად აქვთ წარმოება, აწარმოებენ ექსპორტს, ფლობენ ქართულ რესტორანს, კაფეს, მაღაზიას და ა.შ.), და იზიარებენ ზემოთ ნახსენებ მიზნებს.

World-OGBA-ს შექმნის ფასილიტატორია მოძრაობა KAR.GE. ეს ნაბიჯი მოძრაობა KAR.GE-ს „სტრატეგია 2018“-ის ნაწილია, რომელიც 2018 წლის 5 იანვარს დაანონსდა და მიზნად ისახავს შექმნას მექანიზმი, რომელიც ეფექტურად გაზრდის საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ხარისხიანი პროდუქციის ექსპორტს. თუმცა არა მხოლოდ ექსპორტს …

World-OGBA-ს სამი ამოცანა აქვს საწყის ეტაპზე:

  • საქმიანი ადამიანების მიერ ერთმანეთის აღმოჩენა და უკეთ გაცნობა;
  • ინფორმაციის გაცვლა, ცოდნის გაზიარება;
  • ბიზნეს შესაძლებლობების აღმოჩენა და გამოყენება;

World-OGBA-ს შესაქმნელად კონსულტაციები უკვე რამოდენიმე თვეა მიმდინარეობს მოძრაობა KAR.GE-ს პარტნიორებთან მრავალ ქვეყანაში. საკომუნიკაციო მიზნებისათვის უკვე შეიქმნა დახურული Facebook ჯგუფი, სადაც წევრთა რაოდენობა ნელ-ნელა გაიზრდება. აქ განიხილება და გადაწყდება ყველა ის საკითხი, რომელიც პასუხობს მიზნებს / ამოცანებს და დაიგეგმება ბიზნეს გაერთიანების ღირსეული წარდგენა #2 საერთაშორისო ბიზნეს ფორუმზე – “იყიდე ქართული”, რომელიც 2018 წლის სექტემბერში თბილისში ჩატარდება.

როგორ გაზრდიან ექსპორტს OGBA და მოძრაობა KAR.GE ერთობლივი თანამშრომლობით?

ამჟამად მიმდინარეობს „KAR.GE Export Catalogue 2018”-ის მზადება, სადაც დარეგისტრირებული ადგილობრივი მწარმოებლების პროდუქცია იქნება პირველი სამიზნე საექსპორტოდ. მოძრაობა KAR.GE შეასრულებს ხიდის ფუნქციას ხარისხიანი პროდუქციის ადგილობრივ მწარმოებლებსა და Wold-OGBA-ს წევრებს შორის. ჩვენ უკვე გვქონდა წარმატების არაერთი ისტორია, თუმცა აქამდე ეს უფრო სპონტანური ხასიათის იყო. World-OGBA-ს შექმნით ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ გავზრდით კავშირებს, მასშტაბებს და დავდებთ უკეთეს შედეგებს.

 

კითხვა & პასუხი

რას ნიშნავს დეცენტრალიზებული ბიზნეს გაერთიანება?
ეს ქართული რეალობისთვის ახალი კონცეფციაა, რომელიც გულისხმობს შემდეგს: World-OGBA არ იქნება რეგისტრირებული, მას არ ეყოლება ფორმალური სტრუქტურა, არ ეყოლება ხელმძღვანელი, არ ეყოლება მმართველი გუნდი.

რას ნიშნავს წარმომადგენლობითი?
World-OGBA-ს ყველა წევრი ინდივიდი წარმოადგენს World-OGBA-ს ადგილობრივ ფილიალს იქ, სადაც იმყოფება / ცხოვრობს / საქმიანობს. “სათაო” რგოლი იქნება World-OGBA. თუ OGBA-ს წევრი ადამიანი არის სიდნეიში, მაშინ იგი ავტომატურად წარმოადგენს OGBA-Sydney-ს.

როგორ შემოგიერთდეთ?
ოფიციალურ წარდგენამდე World-OGBA-ში გაწევრიანება მოხდება მხოლოდ მოწვევით.
გთხოვთ დაუკავშირდით ტარიელ ზივზივაძეს.