ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Origin Oman – ადგილობრივი პროდუქციის გაყიდვების კამპანია ომანში

Origin Oman ომანში …

oman-on-map

თითქმის 310,000 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმულ ამ 3,2 მილიონიან ქვეყანას [დედაქალაქი მუსკატი] 81 მილიარდი აშშ დოლარი აქვს ნომინალური მშპ, რაც ერთ სულ მოსახლეზე 21,000+ USD შეადგენს. საიდან ამდენი? 80% ნავთობის გაყიდვისგანაა.

მიუხედავად ამისა ომანში დაწყებულია კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ადგილობრივმა იყიდოს ადგილობრივი წარმოების პროდუქცია. დააკვირდით, 81 მილიარდი USD მშპ-ს მქონე ქვეყანაში Origin Oman, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გაყიდვების სტიმულირების მოძრაობა არსებობს. ცხადია სამიზნე მარტო შიდა ბაზარი ვერ იქნება, ცოტანი არიან. ინებეთ Origin Oman ვებსაიტი. Facebook გვერდი არ აქვთ.

აშკარაა, რომ ომანში კარგად ესმით ნავთობისგან შემოსავალს დიდი მომავალი რომ არ უწერია. OPEC გარდაცვლილია, ნავთობის ფასი ცვალებადი, მომავალი სტასტაბილური. შესაბამისად ეძებენ ალტერნატივებს, მათ შორისაა ტურიზმი და ასევე ადგილობრივი წარმოების პროდუქციის პოპულარიზება და გაყიდვები არა მხოლოდ შიდა ბაზარზე, ასევე საზღვარგარეთ პირველ რიგში.