მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > პროდუქცია > დღე4: უნივერსამში ნაყიდი ომეგა 3-ით გაჯერებული ქათმის კვერცხი – წლის ჩემპიონი ნოვაცია!

დღე4: უნივერსამში ნაყიდი ომეგა 3-ით გაჯერებული ქათმის კვერცხი – წლის ჩემპიონი ნოვაცია!

საქართველოში რომ ტარდებოდეს წლის განმავლობაში შექმნილი ქართული ნაწარმის რამე კონკურსი, ინოვაციების ნაწილში ომეგა 3-ით გაჯერებული ქათმის კვერცხი ლიდერობას არავის დაუთმობდა!

ომეგა 3-ით გაჯერებული ქათმის კვერცხი არის უნიკალური ნაწარმი, რომელიც შპს „დილის პროდუქტები“-ს პირმშოა და 2 წლიანი კვლევა-ტესტირების შემდეგ ბაზარზე პირველად ა.წ. გაზაფხულზე გამოვიდა. ამის თაობაზე გარკვეული ექსპერიმენტი მეც ჩავატარე ა.წ. მაისში. აი ისიც:

[ექსპერიმენტი და შედეგები] ომეგა 3-ით გაჯერებული კვერცხი VS ჩვეულებრივი კვერცხი

პროდუქტს პრაქტიკულად ყველა მსხვილ სუპერმარკეტების ქსელში შეხვდებით. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ კომპანიის FB გვერდს.

 

 

რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში?

ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ ქართულს, ვასაქმებთ ადგილობრივს, ვავითარებთ ადგილობრივ ბიზნესს და ვაძლიერებთ ქვეყანას! გამოწვევის ფარგლებში კი ჩვენი მიზანია ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი და ამ საქმეში ავიყოლიოთ ყველა! დეკემბერი კი არის თვე, როცა მარტო წინასაახალწლო სამზადისში მოსახლეობა 400 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს.

გიწვევთ თქვენც ჩაერთოთ გამოწვევაში სადაც არ უნდა იყოთ. ნუ დაელოდებით სანამ ვინმე გამოგიწვევთ … იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად.

გამოწვევის შესახებ სრული ინფორმაცია ნახეთ აქ: http://kar.ge/30day-challenge-2017/

ეს კი ჩემი დღევანდელი გამოწვევის ვიდეო.

 

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე

კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: “მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!”