მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > NYCY ეკრანირებული საკონტროლო კაბელი

NYCY ეკრანირებული საკონტროლო კაბელი

სს საქკაბელი საქართველოში საკაბელო პროდუქციის ყველაზე დიდი მწარმოებელია. ქარხანა 1958 წელს დაარსდა და მის ძირითად ფუნქციას ათობით დასახელების სპილენძისა და ალუმინის არაიზოლირებული, ძალოვანი, სამონტაჟო, თვითმზიდი, საკონტროლო და სასიგნალო კაბელების წარმოება წარმოადგენს. ათობის დაასახელების პროდუქცია ბრენდული დასახელებით – „საქკაბელი“ იყიდება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. წარმოებული პროდუქციის სრული ჩამონათვალი და დეტალური დახასიათებები იხილეთ აქ.

NYCY ეკრანირებული საკონტროლო კაბელი  – სპილენძის ძარღვიანი საკონტროლო-ძალოვანი ეკრანირებული კაბელი შემავსებლით, პოლივინილქლორიდის იზოლაციით და გარსაცმით. გამოიყენება ელექტრული ხელსაწყოების, აპარატების შეერთებისათვის, სადაც აუცილებელია ელექტრული წრედების დაცვა გარე ელექტრული ველების ზემოქმედებისაგან. სადენის სამუშაო ვადა: არა ნაკლები 15 წელი, ხოლო შენობაში, არხებში, გვირაბებში 25 წელი. ექსპლოატაციის საგარანტიო ვადა: 3 წელი ექსპლოატაციაში შესვლიდან, სწორი მონტაჟის და ექსპლოატაციის შემთხვევაში.

სს საქკაბელი ბაზარზე თავის დამკვიდრებას პროდუქციის მაღალი ხარისხით და ხელმისაწვდომი ფასით ახერხებს. ბაზარი მზარდია და ხარისხიან საკაბელო პროდუქციაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. პროდუქციას გააჩნია მაიდენტიფიცირებელი  აღნიშვნები, რითაც უტყუარადაა შესაძლებელი დადგინდეს მწარმოებელი ქარხანა, გამოშვების ზუსტი დრო, პასუხისმგებელი პირის ვინაობა და ყველა საჭირო ტექნიკური პარამეტრი.