მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News

NUTSGE

გამსახურდიას გამზ. 8, 2100, ზუგდიდი, საქართველო
+ 995 592 90 00 90
info@nutsge.com
http://nutsge.com

BRC FS და Kosher სერტიფიცირებული შპს NUTSGE ზუგდიდში მდებარე ქართული თხილის გადამამუშავებელი და ექსპორტიორი კომპანიაა. იგი 2012 წელს დამფუძნებლების ამ ბიზნესში 18 წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით დაფუძნდა. კომპანია 2200 კვ. მ. საწარმოო ფართს ევროკავშირის წესებისა და სტანდარტების დაცვით მართავს და წელიწადში 2000 მტ თხილის პროდუქციას აწარმოებს.

NUTSGE ბრენდული დასახელებაა, რომელიც ბიზნესის საქმიანობის სფეროსაც ხაზს უსვამს ერთის მხრივ, მეორე მხრივ კი თხილის წარმომავლობას. საქართველოს კლიმატი საუკეთესოა მაღალი კვებითი ღირებულების მქონე თხილის წარმოებისათვის. ბრენდისთვის მნიშვნელოვანი სწორედ ბაზრისთვის უმაღლესი ხარისხის თხილის პროდუქტების მიწოდებაა.