მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > NUTSGE, შპს

NUTSGE, შპს

გამსახურდიას გამზ. 8, 2100, ზუგდიდი, საქართველო
+ 995 592 90 00 90
info@nutsge.com
http://nutsge.com

შპს “NUTSGE” დამფუძნებლების ამ ბიზნესში 18 წლიანი გამოცდილებაზე დაყრდნობით 2012 წელს დაფუძნდა ზუგდიდში, საქართველოში. ქვეყნის მდებარეობა და მრავალფეროვანი მიკროკლიმატი იდეალურია მაღალი კვებითი ღირებულებების მქონე თხილის მისაღებად. მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული გუნდის პერმანენტული მუშაობის შედეგად კომპანიის წარმატება სულ უფრო მდგრადი ხდება.

საწარმოს შენობა დაიგეგმა და აშენდა კვების პროდუქტების წარმოების ევრო სატნდარტების და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით. საწარმოო ფართი 2200 კვ.მ. -ს მოიცავს. საწარმო აღჭურვილია თანამედროვე მანქანა-დანადგარებით, მათ შორის ფოტო სორტერებით და ლითონის დეტექტორებით. საწარმოში ორი ლაბორატორიაა; ერთი ნედლეულის ჩაბარებისას ტესტირებისათვის მეორე კი მზა პროდუქტის შესამოწმებლად.

NUTSGE-ს ბრენდით წარმოებული პროდუქცია ევროკავშირის ყველა წესსა და სტანდატს შეესაბამება. ჩვენ ნედლეულს უშუალოდ ფერმერებისაგან ვყიდულობთ, რამაც ჩამოგვიყალიბა მრავალი მდგრადი და გრძელვადიანი ურთიერთობა ადგილობრივ ფერმერებთან. ეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს ადვილად შევეწყოთ საბაზრო ცვლილებებს.

NUTSGE უკვე მრავალი წელია აწვდის პროდუქციას ევროპელ თუ აზიელ მწარმოებლებს და ყოველთვის აკმაყოფილებს ხარისხზე მათ მაღალ მოთხოვნებს. ჩვენი კლიენტების საპატივცემულოდ უნდა ითქვას, რომ მათთან ურთიერთობა, მათთან ცოდნის გაზიარება, ჩვენს კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად ამაღლებს.

პროდუქცია:
1. თხილი ნაჭუჭით
2. ნატურალური თხილის გული
3. მოხალული და ბლანშირებული თხილის გული
4. მოხალული და დაქუცმაცებული თხილის გული
5. თხილის ფქვილი
6. თხილის პასტა

შეფუთვა:
NET 25 ან 50 კგ. PP ტომრები
GROSS 50 კგ. ჯუტის ტომრები
1000 კგ. დიდი ტომარები პალეტით
20 კგ. ვაკუუმი მუყაოს ყუთებში
25 კგ. ვაკუუმი მუყაოს ყუთებში

ექსპორტის წლიური მოცულობა 2,000 მეტრული ტონა.
სერტიფიკატები: BRC FS; Kosher

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...