ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

“NOVA”, “DMG” და ძალიან საინტერესო ახალი მწარმოებელი Caucasus Build 2019-ზე

NOVA“ სამშენებლო მასალების საამაყო ადგილობრივი მწარმოებელია, რომელიც 2 უშველებელ წარმოებას ამუშავებს თბილისში & ბათუმში და 200+ სხვადასხვა ნაწარმს აწარმოებს. „DMG“ კი 30+ დიზაინის სამშენებლო დეკორატიულ ფილებს აწარმოებს, რომლის გარეშეც შენობას უბრალოდ სახე არ აქვს არც შიგნიდან და არც გარედან.

რა აერთიანებთ მათ გარდა იმისა, რომ საქართველოში აწარმოებენ ხარისხიან ნაწარმს? მოძრაობა KAR.GE-სთან პარტნიორობა რა თქმა უნდა!

სწორედ ამიტომ განსაკუთრებით გვახარებს, როცა ჩვენს პარტნიორებს აღმოვაჩენთ ხოლმე ნებისმიერ ექსპოზე, ამჯერად კი „Caucasus Build 2019”-ზე, სადაც 15-მდე ქვეყნიდან 200-მდე კომპანია მონაწილეობდა. არ იკითხავთ რამდენი იყო ადგილობრივი მწარმოებელი? სადღაც 10-მდე ძლივს გადავთვალე.

ფოტოები – NOVA

კომპანიას შეგიძლიათ დაუკავშირდეთ FB გვერდის მეშვეობით

ფოტოები – DMG

კომპანიას შეგიძლიათ დაუკავშირდეთ FB გვერდის მეშვეობით

ექსპოზე გადაღებული სხვა ფოტოები

და ბოლოს …

აი ეს კი ნამდვილი აღმოჩენაა: თუ სახლში ბუხრის ან ბარბექიუს გაკეთებას აპირებთ, აუცილებლად დაგჭირდებათ კომპანია „კერა“-ს პროდუქცია – კერამიკული საკვამური მილი და ცეცხლმედეგი მოდულები. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ მათ FB გვერდს.