ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

NEO – ქალის ფეხსაცმელი, წარმოებულია საქართველოში

მრავალი წელია საქართველოში ძალიან მაღალი ხარისხის ფეხსაცმელი იკერება. უკვე წლებია, რაც მაგალითად ჩემს ოჯახში ქუთაისში შეკერელ ფეხსაცმელებს ვიყენებთ ბავშვებისათვის და თამამად ვიტყვი, რომ ჩვენებმა მშვენივრად იციან ხარისხიანი პროდუქციის წარმოება. ეს მომხმარებელია ბრმა, უჭირს ნდობა და ფულის გადახდა ქართულ ხარისხიან ფეხსაცმელში. სამაგიეროდ აქტიურად იწერს სხვადასხვა საიტიდან ფეხსაცმელს, რომელსაც ან უკვე აქვს წუნი ჩამოსვლისთანავე ან მალევე ფუჭდება [ახია თქვენზე] …

სიტუაცია იმდენად „მწარეა“ მწარმოებლებისათვის, რომ ვერავინ ბედავს ფეხსაცმელზე წარმოშობის ღიად მიწერას. ბრენდი NEO, რომლის ეს ფესაცმელიც ამ ბოლოს მეუღლისთვის შევიძინე, თბილისშია შეკერილი და ერთადერთ ადგილას აქვს მიწერილი სახელი NEO, არადა მინიმუმ 7 წელი მაინცაა რაც კომპანია არსებობს. პროდუქტი ძალიან ხარისხიანია!

რა ბრენდინგი, რა საიტი, რა Facebook გვერდი … არაფერი არ აქვს, მაგრამ ხომ ხვდებით რატომაც? ამ ტიპის კომპანიების მთავარი მარკეტინგული სვლა ბაზრობაზე დახლზე პროდუქტის დადებაა და მეტს არაფერს არ აკეთებენ.

დარწმუნებული ვარ მალე მოვა ის დრო, როცა ქართული მწარმოებლები უფრო ამაყად და გაბედულად გადადგამენ ცნობადობის ზრდისკენ მიმართულ ნაბიჯებს.