მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > პროდუქცია > MyVideo TV Box – დღე #14, 30 დღიანი გამოწვევა
MyVideo TV Box

MyVideo TV Box – დღე #14, 30 დღიანი გამოწვევა

2 კვირა შესრულდა 30 დღიანი გამოწვევის დაწყებიდან. უკვე აშკარად იგრძნობა, რომ უჭირთ მონაწილეებს. უჭირთ სისტემატურად ყველაზე მარტივი ქმედების შესრულებაც კი და აქ არაფერი გაგიკვირდეთ. ასეთი პროცესია და ეს მოსალოდნელიც იყო. მე სხვა რამ უფრო მაინტერესებს: რამდენი შემორჩება ბოლომდე? რამდენი არ დაყრის ფარ-ხმალს და ბოლომდე შეასრულებს 30-ვე დღეს?

მე კიდევ ერთი რამ მაწუხებს კიდევ … ის, რომ გინდა-არგინდა მაინც უმეტესად საკვების შესყიდვა და წარმოჩენა ხდება. სიმართლე გითხრათ დავიღალე “კუჭის“ ზეიმით! დღეს მომინდა რაღაც განსხვავებული წარმოგიდგინოთ. არადა რაღაც უნდა ვიყიდო, სხვანაირად გამოწვევის წესებით არ გამოვა. ჰოდა მეც ერთდროულად 3 ქართული პროდუქტი ვიყიდე საოჯახო დანიშნულებით … გამოწვევაში კი აი ამ ძალიან მაგარ პროდუქტს წარმოგიდგენთ, რომელიც არ მიყიდია, მაგრამ რომ მჭირდებოდეს ალბათ დაუფიქრებლად ვიყიდდი ისეთი კარგი შესაძლებლობები აქვს.

MYVIDEO TV BOX

ამ ტიპის ტექნიკაში კარგად ვერ ვერკვევი. ვიცი, რომ სახლში სუპერ TV-ს ბოქსი გვიდგას, რომლის პულტმა თუ აურია, მტერს … უნდა „აწყნარო“ და „ამშვიდო“, რომ ჩაირთოს. მაგრამ MyVideo TV Box –ს ვებსაიტის და FB გვერდის შესწავლის შემდეგ მივხვდი შემდეგს [შეიძლება რამე არასწორად მივხვდი. თუ ასეა შემისწორეთ]:

  1. როცა MYVIDEO TV BOX გიდგას, ქართული არხები ყოველგვარი სააბონენტოს გარეშე მოგეწოდება, უცხოური არხები კი მნიშვნელოვნად იაფად გაქვს;
  1. MYVIDEO TV BOX-ის მეშვეობით არხების გადახვევა-გადმოხვევას ამ სპეციალური სერვისის ჩართვის გარეშეც ახერხებ;
  1. პორტაბელურია. ეს ნიშნავს, რომ სადაც მინდა იქ წავიღებ, მივაერთებ ინტერნეტს და voala … აღარაა საჭიროა თავის დიდი ტკივილები.

მწარმოებელია ქართულ-აზერბაიჯანული საწარმო AGMicroelectronics, რომელიც რუსთავში მდებარეობს. ამ საწარმოს უნიკალური პროდუქციიდან LED ნათურა უკვე გავაშუქეთ. რომ იცოდეთ, მომავალ წელს ქართული ტელევიზორის წარმოებასაც აპირებენ. მე ნამდვილად მეამაყება, რომ ასეთი ბიზნესი საქართველოში არსებობს. არანაკლებ მეამაყება, რომ AGMicroelectronics მოძრაობა kar.ge-ს და სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ ქარვასლას მიერ ორგანიზებულ 26-27 სექტემბერის გამოფენა-გაყიდვაშიც მონაწილეობდა და 18-20 დეკემბერის ღონისძიებაშიც ასევე ერთვება.

 

MYVIDEO TV BOX -ით სარგებლობთ?

როგორია თქვენი გამოცდილება?

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"