მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News

Mount Hill

ი.მ. ბესიკ მეგრელიშვილი ავეჯის მწარმოებელია, რომელმაც საქმიანობა 2012 წლიდან დაიწყო, 2013 წლიდან კი უმაღლესი ხარისხის ავეჯის დამზადებაზე კონცენტრირდა. წარმოება ნედლეულად საუკეთესო ხარისხის ქართულ ხეს იყენებს, ძირითადში ეს არის საჩხერის რაიონში მოპოვებული წიფელა. მწარმოებელი ბაზარზე ოპერირებს ბრენდით Mount Hill. მუდმივი ხარისხის გარანტია და დამატებითი მომსახურებები Mount Hill-ის კონკურენტული უპირატესობებია.

ბრენდის – Mount Hill კონცეფცია ასეთია:    

… მხოლოდ კარგად შესრულებული საქმე განიჭებს სიამოვნებას და იმ სიამაყის განცდას, რომელიც ასევე მთელი ქვეყნის მონაპოვარია. ჩვენი საქმიანობა აქცენტირებულია ეროვნული წარმოების პოპულარიზაციასა და განვითარებაზე. ნატურალური მასალების გამოყენებით იქმნება ხის ნივთები, რომელიც სასიამოვნო განწყობით ავსებს გარემოს ჩვენს ირგვლივ. ნაწარმი გამოირჩევა დახვეწილობით და მაღალი ხარისხით, რასაც ნედლეულის სათანადოდ შერჩევა და ყოველ მომდევნო ეტაპზე გულდასმით შესრულებული სამუშაო განაპირობებს …

Mount Hill ითარგმნება, როგორც “მთაგორი”. სწორედ ეს იყო პირველად ჩანაფიქრი, რომელმაც აღნიშნული ბრენდის დასახალებაში შეიტანა გადამწყვეტი როლი.

Mount Hill ბრენდით იწარმოება სამხატვრო და არქიტექტურული ინვენტარი – მოლბერტი, სახაზავი მაგიდა, სახატავი დაფა და მაღალი კლასის სხვადასხვა სახის ავეჯი – თარო, კამოდი, კარადა, მაგიდა, საწოლი, ღვინის საცავი, ცარცის დაფა, ხის გასაშლელი სავარძელი და ა.შ.. საწარმოს მომსახურებაში შედის დამზადებული ნივთის/ავეჯის ტრანსპორტირება. თქვენს გემოვნებაზე მორგებული ორიგინალური ნამუშევარი გნებავთ? ესეც შესაძლებელია!