მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მოძრაობა kar.ge > საგარეო საქმეთა სამინისტრო საექსპორტო KAR.GE კატალოგს აქტიურად გაავრცელებს/გამოიყენებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო საექსპორტო KAR.GE კატალოგს აქტიურად გაავრცელებს/გამოიყენებს

(y) ძალიან კარგი ამბავი მინდა გახაროთ (y)

(y) აი ეს არის კონკრეტული მხარდაჭერა (y)

(y) ამ შემთხვევაში საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან (y)

დღეს, 27 იანვარს შეხვედრა გვქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროში. დეტალურად გავიარეთ საექსპორტო კატალოგის თემა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორთან – ბნ. ალექსანდრე ხვთისიაშვილთან და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩთან – ბნ. ნიკოლოზ აფხაზავასთან ერთად. გადაწყდა, რომ საექსპორტო KAR.GE კატალოგს დაბეჭდვისთანავე მივაწვდით საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც საქართველოს 64 საელჩოს და საკონსულოებს [ფარავენ 127 ქვეყანას] ორგანიზებულად მიაწვდიან. ეს ძალიან სერიოზული მხარდაჭერაა!!!

ვინაიდან და რადგანაც ბეჭდური ვარიანტის გავრცელება მაინც შეზღუდული რაოდენობით ხდება, გაჩნდა იდეა, რომ მომზადდეს სპეციალური ელექტრონული ვარიანტი, რომელსაც სამინისტრო ასევე აქტიურად გაავრცელებს ელექტრონულად.

გავაკეთებთ!

მწარმოებლებს კი ვეტყვი შემდეგს:

დარეგისტრირდით საექსპორტო KAR.GE კატალოგში!

ნუ გაუშვებთ ამ შანსს ხელიდან!

საექსპორტო KAR.GE კატალოგში რეგისტრაცია დაიწყო

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე

კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: “მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!”